,,საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის №135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.006.012
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №185
2003 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის №135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
„საქართველოს საბანკო სისტემაში ელექტრონული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის №135 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (ს ს მ №59, 20.06.2003 მუხ.515) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„მუხლი 1
დებულების მე-2 მუხლში ტერმინი „სისტემის მომხმარებელი“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სისტემის მომხმარებელი – საბანკო სფეროს მომსახურებაში მყოფი სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანო, საქვეუწყებყო დაწესებულება და ორგანიზაცია, ნებსმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სისტემის ორგანიზატორთან საგადამხდელო სისტემის გამოყენების შესახებ”
მუხლი 2
დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საბანკო სფეროს მომსახურებაში მყოფი სახელმწიფო და ადგილობრივი მმმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები, საქვეუწყებო დაწესებულებები და ორგანიზაციები, ნებiსმიერი ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირი.“
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე