საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პირობით და განაჩენის აღსრულება გადადებულ მსჯავრდებულზე პოლიციის მიერ კონტროლის განხორციელების ერთიანი წესი

მიღების თარიღი 13.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №467
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).003.000067
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 13/08/1997
matsne.gov.ge 1,143 სიტყვა · ~6 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პირობით და განაჩენის აღსრულება გადადებულ მსჯავრდებულზე პოლიციის მიერ კონტროლის განხორციელების ერთიანი წესი საქართველოს შინაგა საქმეთა მინისტრის ბრძანება №467 1997 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პირობით და განაჩენის აღსრულება გადადებულ მსჯავრდებულზე პოლიციის მიერ კონტროლის განხორციელების ერთიანი წესი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პირობით და განაჩენის აღსრულება გადადებულ მსჯავრდებულზე პოლიციის მიერ კონტროლის განხორციელების ერთიანი წესის შემოღების მიზნით ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიღებამდე დამტკიცდეს დროებითი ინსტრუქცია „პირობითი და განაჩენის აღსრულება გადადებულ მსჯავრდებულთა აღრიცხვის, შრომითი მოწყობისა და მათ მოქმედებაზე პოლიციის მიერ კონტროლის დაწესების შესახებ“. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარმა სამმართველომ ორგანიზება გაუკეთოს აღნიშნული ინსტრუქციის შესწავლას გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციის მუშაკების მიერ. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის 1992 წლის 9 დეკემბრის № 686 ბრძანება. მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                               კ. თარგამაძე დანართი №1 დროებითი ინსტრუქცია პირობით და განაჩენის აღსრულება გადადებულ მსჯავრდებულთა აღრიცხვის, შრომითი მოწყობისა და მათ მოქმედებაზე პოლიციის მიერ კონტროლის დაწესების შესახებ 1. ინსტრუქცია განსაზღვრავს პოლიციის მუშაობის წესს, პირობით და განაჩენის აღსრულება გადადებულ მსჯავრდებულთა (შემდეგში - მსჯავრდებულები) აღრიცხვის, შრომითი მოწყობის და მათ მოქმედებაზე კონტროლის დაწესებას (სსკ 46, 47 მუხ.). 2. მსჯავრდებულთა აღრიცხვას, შრომით მოწყობას და მათ მოქმედებაზე კონტროლს ძირითადად ახორციელებს გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 3. სამსახურის შესრულებისას მსჯავრდებულთა მოქმედებას აკონტროლებენ პოლიციის სხვა სამსახურების წარმომადგენლებიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში. კონტროლის განხორციელებაში შეიძლება მონაწილეობდეს წარმოება-დაწესებულებების, ფირმის, კერძო საწარმოს ხელმძღვანელობაც. 4. მსჯავრდებულებზე კონტროლი ხორციელდება ერთობლივი წინადადებებისა და ღონისძიებების საფუძველზე ინფორმაციების გაცვლით. 5. მსჯავრდებულებზე კონტროლის განხორცილების არსი მდგომარეობს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაში, სამართალდარღვევების აცილებაში, მათი ჩადენის ხელშემწყობი პირობებისა და მიზეზების გამოვლენაში. 6. მსჯავრდებულთა მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებანი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის მიერ დადგენილი წესით. 7. გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექცია ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს: ა) აწარმოებს მსჯავრდებულთა რეგისტრაციას; ბ) მსჯავრდებულებს უწევს დახმარებას შრომით მოწყობაში; გ) ამზადებს წარდგინებას სასამართლოში პირობითი მსჯავრდების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებმაც არ გაამართლეს ნდობა და არ დაადგნენ გამოსწორების გზას, მიატოვეს სამუშაო ადგილი, აგრეთვე წარდგინებას განაჩენის აღსრულების ვადის გასვლის შემდეგ მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების ან განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ; დ) იღებს ზომებს იმ მსჯავრდებულთა დაძებნა-დადგენის მიზნით, რომლებმაც მიატოვეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ე) აკეთებს ჩატარებული სამუშაოების ანალიზს, ამზადებს სტატისტიკურ და საინფორმაციო მასალებს, წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების სრულყოფისათვის.  8. გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციაში მსჯავრდებულთა აღრიცხვაზე დაყენების საფუძველია სასამართლოს განაჩენი ( დადგენილება, განჩინება) და განკარგულება მის შესრულებაზე. 9. მსჯავრდებულთა აღრიცხვა წარმოებს მსჯავრდებულთა აღრიცხვის ჟურნალში. 10. სასამართლოდან შემოსულ განაჩენს რეგისტრაცია უკეთდება პოლიციაში შემოსული საბუთების აღრიცხვის ჟურნალში და მის შესახებ მოხსენდება პოლიციის უფროსს, რომლის რეზოლუციის შემდეგ მსჯავრდებულზე იხსნება საკონტროლო საქმე. 11. საკონტროლო საქმის რიგითი ნომერი უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულთა აღრიცხვის ჟურნალში გატარებული განაჩენის რეგისტრაციის ნომერს. 12. საკონტროლო საქმის შემდეგ მსჯავრდებულზე ივსება საცნობარო, ინდივიდუალურ-პროფილაქტიკური და საკონტროლო ბარათები. 13. საცნობარო ბარათი იდება პოლიციაში არსებულ სამართალდამრღვევ პირთა საცნობარო კარტოთეკაში, ინდივიდუალურ-პროფილაქტიკური ბარათი გადაეცემა უბნის ინსპექტორს, საკონტროლო კი ეგზავნება საპასპორტო აპარატს. 14. მსჯავრდებულის გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციაში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ ეცნობება განაჩენის გამომტან სასამართლოს ადმინისტრაციის სამუშაო და სასწავლო ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მსჯავრდებული წვევამდელია - შესაბამის სამხედრო კომისარიატს. 15. საკონტროლო საქმეს აწარმოებს გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექტორი. 16. საკონტროლო საქმეში თავმოყრილია ყველა დოკუმენტი, რაც საფუძვლად დაედო მსჯავრდებულის აღრიცხვაზე აყვანას, მის მოქმედებაზე დაწესებული კონტროლის მასალები, აუცილებელი მიმოწერა და ა. შ. 17. გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციაში აღრიცხვაზე დაყენების შემდეგ მსჯავრდებულს განემარტება სასამართლოს განაჩენით დაკისრებული მოვალეობების შესახებ და ამ მოვალეობათა შეუსრულებლობის შედეგები. 18. აუცილებლობის შემთხვევაში განისაზღვრება მსჯავრდებულის პოლიციაში გამოცხადების პერიოდულობა, რის შესახებაც მსჯავრდებული დებს ხელწერილს. 19. მსჯავრდებულთან საუბარს, რომელსაც ატარებს პოლიციის უფროსი ან მისი მოადგილე, შეიძლება დაესწროს წარმომადგენელი სამუშაო ადგილიდან ან პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ დაკისრებული აქვს მსჯავრდებულზე მეთვალყურეობა და მასთან აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება. 20. საუბრის შედეგების შესახებ დგება ცნობა, რომელიც დაერთვის საკონტროლო საქმეს. 21. მსჯავრდებულებს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას შრომით მოწყობაში, დახმარება გაეწევათ გამასწორებელ სამუშაოთა დაწესებულებებიდან გამოთავისუფლებული და სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოხსნილი პირებისათვის განსაზღვრული წესით. 22. მსჯავრდებულის მოქმედებაზე კონტროლის გაწევის მიზნით, გამასწორებელ სამუშაოთა ინპექცია ატარებს შემდეგ ღონისძიებებს: ა) გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციაში, კონტროლთან და დაკისრებულ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად იწვევენ მსჯავრდებულს ან იმ პირებს, რომლებსაც დაკისრებულ აქვთ მასზე მეთვალყურეობა; ბ) გზავნის შეკითხვებს მსჯავრდებულის ქცევის შესახებ, მისი სამუშაო ადგილისა და სასწავლებლის მიხედვით; გ) აუცილებლობის შემთხვევაში ხვდება იმ საწარმოს შრომით კოლექტივს, საზოგადოების წარმომადგენლებს ან ადმინისტრაციას, რომლებსაც სასამართლომ დაავალა მსჯავრდებულზე მეთვალყურეობა და აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება; დ) რეგულარულად ეცნობა პოლიციაში არსებულ საცნობარო კარტოთეკას; ე) ატარებს საუბრებს მსჯავრდებულთან და იმ პირებთან, ვისაც შეუძლია მსჯავრდებულზე ზეგავლენის მოხდენა. 23. გამოსასწორებელ სამუშაოთა ინსპექცია იხილავს მსჯავრდებულთა განცხადებებს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ, ამზადებს შესაბამის წინადადებებს და მოახსენებს პოლიციის უფროსს გადაწყვეტილების მისაღებად.  24. გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექცია ავლენს იმ მიზეზებსა და პირობებს, რომლებიც ხელს უწყობენ მსჯავრდებულთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენას და იღებენ ზომებს მათ აღმოსაფხვრელად. 25. მსჯავრდებულის მოქმედებაზე კონტროლის მიზნით უბნის ინსპექტორი ვალდებულია: ა) ინდივიდუალურ-პროფილაქტიკური ბარათის მიღების შემდეგ ეცნობა ინსპექციაში არსებულ მასალებს მსჯავრდებულზე; ბ) ატარებს საუბრებს მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან, მსჯავრდებულთან და იმ პირებთან, ვისაც მსჯავრდებულზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, რათა ამ უკანასკნელის მიერ არ მოხდეს სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების უგულებელყოფა ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. გ) მსჯავრდებულთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტის და გატარებული ღონისძიებების შესახებ პატაკით აცნობებს პოლიციის უფროსს, აუცილებლობის შემთხვევაში პატაკს თან ურთავს ახსნა-განმარტებებს და სხვა საბუთებს. დ) დარღვევის შესახებ აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს ინდივიდუალურ-პროფილაქტიკურ ბარათში, ხოლო პატაკს პოლიციის უფროსის რეზოლუციით გადასცემს გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექტორს საკონტროლო საქმეში მოსათავსებლად. 26. მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის შეცვლის შესახებ წარდგინების მომზადებისას გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციის მუშაკები ხელმძღვანელობენ იმით, რომ საზოგადოებრივი წესრიგის სისტემურ დარღვევად ითვლება მსჯავრდებული, რომელიც გამოსაცდელ პერიოდში ჩაიდენს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას სამჯერ. 27. მსჯავრდებულის მიერ სათანადო ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის მიტოვებისას გამასწორებელი სამუშაოთა ინსპექცია იღებს ზომებს მისი ადგილსამყოფლის დასადგენად. ამ მიზნით: ა) კანონით დადგენილი წესით დაკითხავს მსჯავრდებულის ნათესავებს და ნაცნობებს მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის, საცხოვრებელი ადგილის გარეთ არსებული კავშირების დადგენის მიზნით; ბ) გზავნის შეკითხვებს სავარაუდო რაიონების პოლიციაში მსჯავრდებულის ნათესავების საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით; გ) ამოწმებს, ხომ არ გახდა მსჯავრდებული უბედური შემთხვევის მსხვერპლი, ან ხომ არ ირიცხება იგი დაკავებულ, დაპატიმრებულ, მსჯავრდებულ ან ძებნილ პირთა შორის; დ) ატარებს სხვა ღონისძიებებს მსჯავრდებულთა აღმოსაჩენად. 28. მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის დასადგენად შეკრებილი ყველა მასალა თავს იყრის ყველა საქაღალდეში, რომელიც დაერთვის საკონტროლო საქმეს. 29. თუ დადგინდა, რომ მსჯავრდებული იმალება მის ქმედებაზე კონტროლის აცილების მიზნით, გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექცია ამზადებს სასამართლოში წარდგინებას პირობითი მსჯავრის ან განაჩენის აღსრულების გადადების შეცვლის შესახებ. 30. მსჯავრდებულის აღმოჩენისას მას წარადგენენ სასამართლოში, რათა ხელახლა ჩატარდეს სასამართლო პირობითი მსჯავრის ან სასჯელის აღსრულების გადადების შეცვლის შესახებ. 31. მსჯავრდებულები, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო სტოვებენ სამოსამსახურეო ტერიტორიას, იხსნებიან გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციის აღრიცხვიდან. 32. მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექცია აგზავნის ჯერ შეტყობინებას, შემდეგ კი პოლიციის უფროსის მიერ ხელმოწერილ და ბეჭდით დამოწმებულ საკონტროლო საქმეს. 33. საკონტროლო საქმის დანიშნულებით მიღების თაობაზე გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციამ უნდა მიიღოს შეტყობინება. 34. მსჯავრდებულთა გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციაში აღრიცხვიდან მოხსნის საფუძვლებია: ა) გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციის უფროსის პატაკი მსჯავრდებულზე კონტროლის მოხსნის შესახებ პირობითი ვადის გასვლასთან დაკავშირებით, პოლიციის უფროსის რეზოლუციით; ბ) იმ კომპეტენტურ ორგანოს საბუთი, რომელსაც ამინისტიის აქტის შესაბამისად ევალება მისი შესრულება; გ) სასამართლოს განაჩენის ასლი და ცნობა მისი ძალაში შესვლის შესახებ ახალი დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით; დ) მმაჩის ბიუროს ცნობა გარდაცვალების შესახებ; ე) შეტყობინება ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მსჯავრდებულის გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციაში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ. 35. გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციის მსჯავრდებულთა აღრიცხვის ჟურნალში  და საკონტროლო საქმეში კეთდება ჩანაწერი მსჯავრდებულის აღრიცხვიდან მოხსნის თარიღის და საფუძვლის ჩვენებით. 36. მსჯავრდებულთა აღრიცხვის ჟურნალები და საკონტროლო საქმეები ინახება კანონით დადგენილი ვადით. შს სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველო