საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საწყისებზე გამომძიებლის თანაშემწის საქმიანობის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №471
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).003.000068
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 20/08/1997
matsne.gov.ge 594 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საწყისებზე გამომძიებლის თანაშემწის საქმიანობის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №471 1997 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საწყისებზე გამომძიებლის თანაშემწის საქმიანობის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საწყისებზე გამომძიებლის თანაშემწის საქმიანობის შესახებ“; 2. ბრძანება ძალაში შევიდეს ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნების შემდეგ; 3. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ. მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                                                                      კ. თარგამაძე დანართი დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საწყისებზე გამომძიებლის თანაშემწის საქმიანობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაჭრის, დამნაშავეობასთან ბრძოლის გაძლიერების, სისხლის სამართლის საქმეებზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარების მიზნით, საგამოძიებო დეპარტამენტს და მასში შემავალ სტრუქტურებს, უფლება აქვთ იყოლიონ გამომძიებლის თანაშემწეები საზოგადოებრივ საწყისებზე (შემდგომში - გამომძიებლის თანაშემწეები). გამომძიებლის თანაშემწეებად მიიღებიან უმაღლესი იურიდიული სასწავლებლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები, შინაგან საქმეთა სამინისტროდან პენსიაზე გასული თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ ამის სურვილი და თავიანთი პირადი და საქმიანი თვისებებით შეუძლიათ აღმოუჩინონ დახმარება საგამოძიებო აპარატს, სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებაში. 1. გამომძიებლის თანაშემწის უფლება-მოვალეობები:     გამომძიებლის თანაშემწეს უფლება აქვს, გამომძიებლის დავალებით აწარმოოს: - ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა პიროვნებისა და ცხოვრების პირობების შემცველი არასაიდუმლო ინფორმაციებისა და მასალების შეკვრა (ცნობების, დახასიათებების მოპოვება, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან ოფიციალური დოკუმენტების, ასლებისა და ამონაწერების მიღება და სხვა); - დანაშაულის ხელშემწყობი პირობებისა და გარემოებების შესწავლა-ანალიზისათვის მისთვის ხელმისაწვდომი მასალების შეკრება; - კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას გამომძიებლისათვის დახმარების აღმოჩენა (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება, ნივთმტკიცებათა დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, კრიმინალისტიკური ტექნიკის გამოყენება, ტექნიკური სამუშაოს შესრულება და სხვა); - გამომძიებლის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეებზე შემთხვევის უშუალო მოწმეებისა და საქმეში გამავალი სხვა პირების ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენა და მათი წარმოდგენის ორგანიზაცია; - კერძო დავალებებისა და განცხადება-საჩივრების განხილვა-შესრულებაში მონაწილეობის მიღება, როდესაც ისინი დაკავშირებული არ არიან საპროცესო მოქმედებათა ჩატარებასთან; 2. გამომძიებლის თანაშემწეს საზოგადოებრივ საწყისებზე ეკრძალება საპროცესო მოქმედებების ჩატარება როგორც თავისი პირადი, ასევე გამომძიებლის სახელით. 3. გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე ვალდებულია: - კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი მოვალეობა კანონიერების მკაცრი დაცვით; - გამოიჩინოს პროფესიული სიფხიზლე, დაიცვას სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოება, არ გაახმაუროს წანასწარი გამოძიებისა და სხვა მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა გამოძიების პროცესში; - თავისი მოვალეობის შესრულებისას თან იქონიოს პირადობის მოწმობა და წარადგინოს იგი მოთხოვნისთანავე საამისოდ დადგენილი წესით; - გააცნოს არასაიდუმლო ბრძანებებს, განკარგულებებსა და ინსტრუქციებს, რომლებითაც რეგლამენტირებულია საგამოძიებო აპარატების მუშაობა. 4. გამომძიებლის თანაშემწეს ეძლევა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სადაც სხვა რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება „გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე“. 5. გამომძიებლის თანაშემწეს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ეძლევა. 6. გამომძიებლის თანაშემწის დანიშვნა ხდება საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სათანადო დოკუმენტების წარმოდგენისა და ამ დროებითი დებულების გაცნობის შემდეგ; - გამომძიებლის თანაშემწეებად დასანიშნი პირები მოწმდებიან შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით; - შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროს სისტემიდან პენსიაზე გასული პირები არ მოწმდებიან, თუ პენსიაზე გასვლის დღიდან არ არის გასული ერთი წელი; - დასანიშნი კანდიდატები შეისწავლება იმ სამსახურის თანამშრომლების მიერ, რომლის ხაზითაც იგი იქნება მიღებული; - გამომძიებლის თანაშემწეებად მისაღები კანდიდატი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს: განცხადებას გამომძიებლის თანაშემწედ მიღების თხოვნით, დახასიათებას, ავტობიოგრაფიას, ორ სურათს ¾-ზე; - გამომძიებლის თანაშემწედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის მქონე პირი; - გამომძიებლის თანაშემწედ დანიშვნისას პირს ჩამოერთმევა ხელწერილი იმ სამსახურებრივი საიდუმლოს დაცვის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდება დავალებათა შესრულებისას. 7. გამომძიებლის თანაშემწის გათავისუფლება ხდება საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების, სხვა დარღვევების და გამომძიებლის სახელის დისკრედიტაციისათვის. 8. გამომძიებლის თანაშემწის საქმიანობაზე ხელმძღვანელობა, პირადი პასუხისმგებლობით, ეკისრება გამომძიებელს. 9. ასეთ პირებზე საგამოძიებო დანაყოფების ხელმძღვანელები ახორციელებენ საერთო კონტროლს და 6 თვეში ერთხელ ინფორმაციას აწვდიან საგამოძიებო დეპარტამენტს ამ ხაზით მათ მიერ გაწეულ მუშაობაზე. 10. გამომძიებლის თანაშემწეები შრომაში მიღწეული წარმატებებისათვის წახალისდებიან საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 11. მათ შორის ღირსეულნი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაინიშნონ გამომძიებლებად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი