დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2022
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-109. 109223267
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.156.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფილი ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ქვემო თელეთში,
სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) არაბული ციფრით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის
განკარგულება №გ-109. 109223267
2022 წლის 22 ნოემბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის
სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 ნოემბრის №188182 წერილის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. განხორციელდეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად.
2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (ქ. ბოლნისი სულხან საბას ქ. №113).
საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი