წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №149 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზის პირას, სოფელი გუბისწყლის მარჯვენა მხარეს, ხონის მუნიციპალიტეტის საზღვართან არსებული უსახელო ქუჩისათვის „გუბისწყლის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2022
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №149
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მიმდებარე ქუჩისათვის აფხაზეთის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქუჩის სახელდების შესახებ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დღვაბის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №149 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზის პირას, სოფელი გუბისწყლის მარჯვენა მხარეს, ხონის მუნიციპალიტეტის საზღვართან არსებული უსახელო ქუჩისათვის „გუბისწყლის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №149
2022 წლის 25 ნოემბერი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზის პირას, სოფელი გუბისწყლის მარჯვენა მხარეს, ხონის მუნიციპალიტეტის საზღვართან არსებული უსახელო ქუჩისათვის „გუბისწყლის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ განიხილა საკრებულოს წევრის, დევი დოლაბერიძისა და მოქალაქე ელვარდი კვენეტაძის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი ცხოვრობს სოფელ მაღლაკში, ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზის პირას, სოფ. გუბისწყლის მარჯვენა მხარეს, ხონის მუნიციპალიტეტის საზღვართან და მისი საცხოვრებელი სახლი (საკ.კოდი №29.10.35.022) 3-4 კილომეტრით დაცილებულია სოფელი მაღლაკის ძირითად დასახლებულ ადგილს. განმცხადებლების თხოვნაა, რომ მითითებულ ქუჩას ეწოდოს „გუბისწყლის“ ქუჩის სახელი, რადგან აღნიშნულ საკადასტრო კოდზე არსებული საცხოვრებელი სახლი გეოგრაფიული მდებარეობით განთავსებულია სოფ. გუბისწყლის მარჯვენა მხარეს. ამასთანავე, ქუჩისათვის სახელის მინიჭება აუცილებელია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების სრულყოფილი იდენტიფიკაციისათვის.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე მე-7 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2022 წლის 21 ოქტომბრის №34 სხდომის ოქმის შესაბამისად:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზის პირას, სოფელი გუბისწყლის მარჯვენა მხარეს, ხონის მუნიციპალიტეტის საზღვართან არსებულ უსახელო ქუჩას, სადაც საკ.კოდზე №29.10.35.022 განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, მიენიჭოს „გუბისწყლის“ ქუჩის სახელი.
2. დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.
3. შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.
4. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.
5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი