„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2198-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
080240000.05.001.020688
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე−159-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე;

ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:    

„ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ეს დანაშაული სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ პუნქტის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა.“.

2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა) არის საჯარო მოსამსახურე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება იმავე კანონით დადგენილი წესით, თუ ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

3. 29-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე გავრცელდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, თუ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის გამო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტი დადგენილია 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე გავრცელდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, თუ ეს დანაშაული ჩადენილია 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ.

5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე გავრცელდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, თუ ეს დანაშაული ჩადენილია 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2022 წ.

N2198-IXმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.11.2022.
როდის იქნა მიღებული „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.11.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2198-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 080240000.05.001.020688.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.11.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2198-IXმს-Xმპ, 30.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 080240000.05.001.020688 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5624850/