ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2022
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17223292
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ცემში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის (ქუჩა) სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №გ-17.17223292
2022 წლის 25 ნოემბერი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 09/11/2022 წლის №01/3123 წერილის შესაბამისად:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში კობა წაქაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს „ალექსანდრე გვალიას სახელობის ქუჩა“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი №1, №3);
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანში კობა წაქაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდოს „ალექსანდრე გვალიას სახელობის ქუჩის I ჩიხი“ თანდართული რუკის თანახმად (დანართი №2, №3);
3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;
4. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; 6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №62).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი