„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 28-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპენსიო სქემის წესი და საანგარიშო საბუთები (გარდა მონაწილის ანგარიშის შესახებ ინფორმაციისა) კონფიდენციალური არ არის. მონაწილის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.“;
ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ეს ინფორმაცია მიაწოდოს იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია აღნიშნული შეთანხმება.“.
2. 29-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს დამფუძნებელი ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 30 ნოემბერი 2022 წ. N2142-IXმს-Xმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.11.2022.
- როდის იქნა მიღებული „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.11.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2142-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 290160000.05.001.020700.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.11.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2142-IXმს-Xმპ, 30.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 290160000.05.001.020700 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5625800/