,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახუროებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საარეგისტრაციო კოდი 100.020.000.11.106.006.031
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება N 951
2003 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანების (სსმ III, 2003 წ., №61, მუხ. 538) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ახორციელებს:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეების (ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წარდგინებით. მათგან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების მოადგილეებისა და აღნიშნული ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურული ერთეულების უფროსების თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას სესჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ახორციელებს კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობრივ გადაადგილებას კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების უფროსების (გარდა სამედიცინო სამსახურების უფროსებისა) თანამდებობაზე მიღებას, თანამდებობიდან გათავისუფლებას და თანამდებობოივ გადაადგილებას სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით.“;
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახუროებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.08.2003.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახუროებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახუროებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.08.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №951. სარეგისტრაციო კოდი — 100.020.000.11.106.006.031.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახუროებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახუროებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახუროებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №951, 26.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 100.020.000.11.106.006.031 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56260/