ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2022 წლის 30 ნოემბერი ქ. ხონი |
1. I თავის პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;”.
2. I თავის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე (მეურვე/მზრუნველი/მინდობით აღმზრდელი) ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;“
3. II თავის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.“.
1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (გარდა დიაბეტის, აუტიზმის სპექტრის მქონე და ეპილეფსიის დიაგნოზით დაავადებული ბავშვები) მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვზე 200(ორასი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისათვის დახმარების მიმღებმა პირის მშობელმა ან მეურვემ/მზრუნველმა/მხარდამჭერმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან შშმ სტატუსის შესახებ; გ) ბავშვის პირადობის ან დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) შშმ პირის მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი;
3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“
4. პროგრამის II თავის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ. გადაწყვეტილება ან ცნობა მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის შესახებ (არსებობის შემთხვევაში)“.
5. II თავის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული) 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვის (პირველი ტიპის დიაბეტი-ინსულინზე დამოკიდებული) ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; გ) შშმ პირის მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საინფორმაციო ბარათი; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დოკუმენტაციის განახლება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე.
5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“
6. პროგრამის II თავის 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული) 0-დან 18-წლამდე ეპილეფსიით დაავადებული ბავშვის ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; გ) შშმ პირის მშობლის ან მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საინფორმაციო ბარათი; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა NIV-100/ა; ვ) ბანკის ანგარიშის ნომერი.
3. დოკუმენტაციის განახლება უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე.
5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“.
7. პროგრამის II თავის 11 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე (მეურვე/მზრუნველი/მინდობით აღმზრდელი) ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე (მეურვე/მზრუნველი/მინდობით აღმზრდელი) განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“
8. პროგრამის II თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გადაწყვეტილება ბავშვის/ბავშვების რეინტეგრაციის შესახებ;
ე) დახმარების მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს საინფორმაციო ბარათი.’’
9. პროგრამის II თავის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ბინის/სასტუმროს გამქირავებლის ბანკის ანგარიშის ნომერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, (იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო კოდი);“.
10. პროგრამის II თავის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაფინანსება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებისა და ხელშეკრულების საფუძველზე.“.
11. პროგრამის II თავის 241 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 7-წლამდე ასაკის განვითარების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშწყობის ქვეპროგრამის მიწოდებისათვის სპეციალისტის სამგზავრო ხარჯებით (ტრანსპორტირებისათვის) უზრუნველყოფისათვის ღირებულება განისაზღვროს 26 (ოცდაექვსი) ლარის ოდენობით,მაგრამ არაუმეტეს თვეში 400 ლარისა და ერთ ვიზიტზე განხორციელდეს არაუმცირეს 3 ბენეფიციარის მომსახურეობის გაწევა.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.11.2022.
- როდის იქნა მიღებული „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 30.11.2022. მიმღები ორგანო — ხონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.119.016484.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.11.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №16, 30.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016484 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5626148/