ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განსაზღვრა;
ბ) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;
გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ერთიანი ბიუჯეტების პროექტის შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებში დროული წარდგენა;
დ) სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებისა და წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა;
ე) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამების/ქვეპროგრამების და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემში შემავალი დაწესებულებებთან ერთად სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მისი სისტემაში შემავალიდაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება;
თ) სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება;
კ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის დაწესებულებებში;
ლ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში;
მ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ნ) საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელებ