„საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 07.10.2021
ძალაში შესვლა 01.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №555-6
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016705
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/12/2022
matsne.gov.ge 4,851 სიტყვა · ~24 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2021 მიღება
01.12.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) __________________________ მონტენეგროს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) __________________________
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით 97% 11.11.2014 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით                               (ხელმოწერილია) 97% 06.10.2014 „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 97% 26.01.2023 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 23.04.2015 „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია) 96% 21.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობა და მონტენეგროს მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“, სურთ რა ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და პირთა მიმოსვლის წესების უფრო ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა, ითვალისწინებენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, ხაზს უსვამენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს საქართველოსა და მონტენეგროს მიერ საერთაშორისო სამართლით, მათ შორის, 1951 წლის 28 ივლისის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციით, მასში 1967 წლის 31 იანვრის შესაბამისი ოქმით შეტანილი ცვლილებებით  ნაკისრ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, სურთ რა, ამ სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო პრაქტიკისა და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, დაარეგულირონ პირთა ორმხრივი რეადმისია და განსაზღვრონ მესამე სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტის პირობები, რომელთა შესვლა ან ცხოვრება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არის უკანონო, ეფექტური თანამშრომლობისა და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ითვალისწინებენ რა, რომ უკანონო მიგრაცია საფრთხეს წარმოადგენს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა საჯარო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის, აცნობიერებენ რა ფაქტს, რომ პირთა უკანონო მიგრაციის შეზღუდვა არის ევროპასთან თანამშრომლობისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევის ნაწილი, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: a) „მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარადგენს რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ განაცხადს; b) „მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე“  ნიშნავს  ხელშემკვრელ მხარეს, რომელსაც წარედგინება რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ განაცხადი; c) „ვიზა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, დარჩენის ან ამ ტერიტორიების ტრანზიტით გავლისთვის. აღნიშნული არ მოიცავს აეროპორტის სატრანზიტო ვიზას; d) „ბინადრობის ნებართვა“  ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვას, რომელიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით; e) „საქართველოს მოქალაქე“   ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, მისი კანონმდებლობის შესაბამისად; f) „მონტენეგროს მოქალაქე“  ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია მონტენეგროს მოქალაქეობა, მისი კანონმდებლობის შესაბამისად; g) „მესამე ქვეყნის მოქალაქე“  ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან მონტენეგროს მოქალაქეობის გარდა; h) „მოქალაქეობის არმქონე პირი“  ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა; i) „კომპეტენტური ორგანოები“  ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებს, რომელთაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელება მისი მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად; j) „ტრანზიტი“ ნიშნავს მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან დანიშნულების ქვეყანამდე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით; k) „რეადმისია“  ნიშნავს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირთა გადაცემას და მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირთა მიღებას (მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქე, მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი), რომელიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების პირობებს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად. მუხლი 2🔗 საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია 1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნაზე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ყოველგვარი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულისა, მიიღებს ნებისმიერ პირს, რომელიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სუვერენულ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან ცხოვრების კანონიერ მოთხოვნებს თუ დამტკიცდება, ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირი ფლობს მოთხოვნის, მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობას. 2.  მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე განახორციელებს ასევე შემდეგი პირების რეადმისიას: − პირველ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილისა ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არ გააჩნიათ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება; − პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან დარჩენის უფლება,  გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არ გააჩნიათ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამოუკიდებლად მიღებული უფლება.    3. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე, ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომელთაც დაკარგეს ან გავიდნენ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობიდან მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარისგან მიღებული ჰქონდათ თუნდაც ნატურალიზაციის პირობა. 4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო დაწესებულება, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მომართვიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი)-დღიანი მოქმედების ვადა. თუ მოთხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ მომართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ, უცხოელთათვის განკუთვნილ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისათვის აღნიშნული პირების გადასაცემად. თუ იურიდიული და ფაქტობრივი მიზეზების გამო, ვერ ხერხდება პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო დაწესებულება, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ მოთხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში არ გასცა ახალი დოკუმენტი ან არ გაუგრძელა ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ, უცხოელთათვის განკუთვნილ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის აღნიშნული პირების გადასაცემად. 5. იმ შემთხვევაში, თუ რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს დამატებით, საქართველოსა ან მონტენეგროს მოქალაქეობის გარდა, გააჩნია მესამე ქვეყნის მოქალაქეობა, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე გაითვალისწინებს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებას, რათა განხორციელდეს ამ პირის რეადმისია მის მიერ არჩეულ სახელმწიფოში. მუხლი 3🔗 მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისია 1. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებენ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოქმედ პირობებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება, ან prima facie  მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები: a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან b) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ: a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა ხელშემკვრელი მხარეების საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან b) მოთხოვნის წარმდგენმა ხელშემკვრელმა მხარემ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: i) აღნიშნულ პირს გააჩნია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომელსაც მოქმედების ვადა ეწურება მოგვიანებთ, ან ii) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მოპოვებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით, ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე, ან iii) აღნიშნული პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას. c) მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მოქალაქეობის ან ბინადრობის სახელმწიფოს აქვს უვიზო რეჟიმი ან გაფორმებული აქვს რეადმისიის შეთანხმება მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარესთან აღნიშნული პირის ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის დროს. 3. რეადმისიის შესახებ განაცხადზე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე რეადმისიას დაქვემდებარებული პირისთვის 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ იგი 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის აღნიშნული პირების გადასაცემად. მუხლი 4🔗 რეადმისიის პრინციპები 1. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების საფუძველზე, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებისმიერი გადაცემა მოითხოვს რეადმისიის შესახებ განაცხადის წარდგენას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოსთვის. 2. რეადმისიის შესახებ განაცხადის წარდგენა არ იქნება აუცილებელი, თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს. მუხლი 5🔗 რეადმისიის შესახებ განაცხადი 1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარედგინება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს დაცული საკომუნიკაციო არხების საშუალებით, კერძოდ, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან ავტორიზებული ელექტრონული სისტემის საშუალებით. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აგზავნის რეადმისიის განაცხადის მიღებაზე დასტურს. 2. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე რეადმისიის შესახებ განაცხადზე პასუხს გასცემს წერილობით ან ელექტრონული ფორმით დაცული საკომუნიკაციო არხების, კერძოდ ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან ავტორიზებული ელექტრონული სისტემის საშუალებით. რეადმისიის შესახებ განაცხადზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პასუხი უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. 3. შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: a) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (მაგ., სახელები, გვარები, დაბადების თარიღი და ადგილი და ბოლო საცხოვრებელი ადგილი) და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილებისა და/ან მეუღლეების შესახებ; b) დოკუმენტები, რომლთა საფუძველზეც მტკიცდება მოქალაქეობა და მითითება, თუ რა საშუალებებით მოხდება მოქალაქეობის, ტრანზიტის, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის პირობების და უკანონოდ შესვლისა და ცხოვრების prima facie  მტკიცებულების წარდგენა; c) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი; d) საჭიროების შემთხვევაში, პირის თითის ანაბეჭდები. 4. რეადმისიის შესახებ განაცხადის საერთო ფორმა თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას მე-5 დანართის სახით. მუხლი 6🔗 მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები 1. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს შესაძლოა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების პირველ დანართში მითითებული დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები  ურთიერთცნობენ მოქალაქეობას შემდგომი შემოწმების ჩატარების გარეშე. მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტები. 2. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას შესაძლოა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტები, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები მოქალაქეობას დადგენილად ჩათვლიან, თუ სხვა რამ არ შეიძლება დამტკიცდეს. მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტები.   3. თუ წინამდებარე შეთანხმების პირველ და მე-2 დანართებში მითითებული ვერცერთი დოკუმენტის წარდგენა ვერ ხერხდება, ან არ არის საკმარისი, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური  დიპლომატიური მისია ან საკონსულო დაწესებულება ან მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის ფარგლებში განსაზღვრული რომელიმე სხვა ორგანო, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, მოთხოვნის მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ჩატარებას მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით, გაჭიანურების გარეშე. მუხლი 7🔗 მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები 1. წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის აუცილებელ პირობათა დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში მითითებული მტკიცებულებები. აღნიშნულ მტკიცებულებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყალბი დოკუმენტები. ხელშემკვრელი მხარეები ერთობლივად ცნობენ ნებისმიერ ასეთ დამადასტურებელ საბუთს შემდგომი შემოწმების ჩატარების  გარეშე. 2. წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიითვის აუცილებელ პირობათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მე-4 დანართში მითითებული მტკიცებულებები. აღნიშნულ მტკიცებულებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყალბი დოკუმენტები. ასეთი prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები პირობებს დაკმაყოფილებულად ჩათვლიან, თუ საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერ ხერხდება. 3. შესვლის, ყოფნისა და ცხოვრების უკანონობა დგინდება პირის სამგზავრო დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც არ არის მოცემული მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს  ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებელი ვიზა ან ბინადრობის სხვა სახის ნებართვა. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის განცხადება, რომ აღნიშნულ პირს არ გააჩნდა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი, ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, წარმოადგენს უკანონოდ შესვლის, ყოფნის ან ბინადრობის prima facie მტკიცებულებას. მუხლი 8🔗 მოქალაქეობის დამატებითი დამამტკიცებელი დოკუმენტები 1. თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე თვლის, რომ დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მე-2 და მე-4 დანართებში მითითებული არ არის, შესაძლოა აუცილებელი იყოს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის დასადგენად, მსგავსი დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს რეადმისიის შესახებ განაცხადთან ერთად. 2. რეადმისიის შესახებ განაცხადის განხილვისას წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს  მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე. მუხლი 9🔗 გასაუბრებები 1. გასაუბრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გასაუბრებას ატარებს საკუთარ ადმინისტრაციულ შენობაში. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების თანხმობის შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს შენობის გარეთ, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში არსებული ვადების გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმდგენმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს გამსაუბრებლის უსაფრთხოება და დაფაროს მისი სატრანსპორტო ხარჯები. გასაუბრებები შეიძლება ჩატარდეს ვიდეოზარის მეშვეობით, ავტორიზებული ელექტრონული სისტემის გამოყენებით. 2. მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ გასაუბრების ჩატარების შემდეგ რეადმისიის განცხადებასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წინამდებარე შეთანხმების მე-10 მუხლში არსებული ვადების გათვალისწინებით. მუხლი 10🔗 ვადები 1. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის შესახებ განაცხადი უნდა წარედგინოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადაში მას შემდეგ, რაც მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო შეიტყობს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებს ამ ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის მოქმედ პირობებს. თუ განაცხადის დროულად წარდგენას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლება, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ვადა გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბრკოლების აღმოფხვრამდე. 2.  რეადმისიის შესახებ განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობითი ფორმით 12 (თორმეტი) სამუშაო დღის ვადაში. დროის ათვლა იწყება რეადმისიის შესახებ მოთხოვნის მიღების დადასტურების დღიდან. 3. თუ 12 (თორმეტი) სამუშაო დღის ვადაში განაცხადზე პასუხის გაცემას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლება, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებული იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით. 4. წინამდებარე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისაგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, გადაცემა ჩაითვლება შეთანხმებულად. 5. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ დადებითი პასუხის გაგზავნის შემდეგ, აღნიშნული პირის გადაცემა განხორციელდება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ ორი თვის ვადაში.  მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ პერიოდით, რომელიც აუცილებელია იურიდიული ან პრაქტიკული სახის დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად. მუხლი 11🔗 გადაყვანის  ფორმები და ტრანსპორტირების სახეები 1. პირის დაბრუნებამდე, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმით აცნობებს გადაცემის თარიღის, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, შესაძლო ესკორტისა და გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შესახებ. 2. შესაძლებლობების ფარგლებში და საჭიროებისამებრ, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმება ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: a) განცხადება, რომ გადაცემას დაქვემდებარებულ პირს შესაძლოა ესაჭიროებოდეს დახმარება ან მზრუნველობა, თუ ეს შედის აღნიშნული პირის ინტერესებში; b) დაცვისა და უსაფრთხოების ნებისმიერი სხვა ზომა, ან პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს გადაცემის კონკრეტულ შემთხვევაში, თუ ეს შედის აღნიშნული პირის ინტერესებში. 3. ტრანსპორტირება შეიძლება განხორციელდეს საჰაერო და სახმელეთო გზით. დაბრუნება საჰაერო გადამზიდველების საშუალებებით არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების ეროვნული გადამზიდველების გამოყენებით და შეიძლება განხორციელდეს რეგულარული ან ჩარტერული რეისებით. ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში ესკორტის განმახორციელებელი პირების თანხლება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ. 4. თუ პირს რეადმისიის ან ტრანზიტის პროცესში თან ახლავს ესკორტი, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე გადასცემს შემდეგ მონაცემებს: ესკორტის განმახორციელებელი პირების სახელები, გვარები, ფუნქციები, პასპორტების ტიპი, ნომერი და გაცემის თარიღი, სამსახურებრივი პირადობის მოწმობები და მათი ბრძანების შინაარსის შემცველი დოკუმენტები. 5. ესკორტის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან დაიცვან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობა. 6. ესკორტის განმახორციელებელი პირები არ ატარებენ სამსახურებრივ უნიფორმას, თან არ იქონიებენ ცეცხლსასროლ იარაღებსა და მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტარებისთვის შეზღუდულ სხვა საგნებს. 7. ესკორტის განმახორციელებელი პირები თან იქონიებენ მოქმედ პასპორტებსა და სამსახურებრივ  პირადობის მოწმობებს, ასევე მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ ბრძანების შინაარსის შემცველ დოკუმენტებს. 8. ესკორტის განმახორციელებელ პირთა რაოდენობა კომპეტენტური ორგანოების მიერ წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 9. კომპეტენტური ორგანოები ითანამშრომლებენ იმ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ესკორტის განმახორციელებელ პირთა ყოფნას ეხება. საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ ესკორტის განმახორციელებელ პირთათვის დახმარების გაწევას. 10. თუ მოთხოვნის მიმღებ მხარეს არ გააჩნია დახმარების გასაწევად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი, თანმხლები პირები უფლებამოსილნი არიან, მოთხოვნის მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და არსებული ვითარების პროპორციულად, იმოქმედონ აშკარა საფრთხის არსებობისას გონივრული და პროპორციული ფორმით, რათა თავიდან აიცილოს რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის გაქცევა, თვითდაზიანება ან სხვა პირთა დაზიანება, ან საკუთრების ხელყოფა. მუხლი 12🔗 შეცდომით განხორციელებული რეადმისია 1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ ნებისმიერ რეადმისირებულ პირს, თუ მისი მოქალაქეების შემთხვევაში 3 (სამი) თვის ვადაში, ხოლო მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში – 6 (ექვსი) თვის ვადაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმების მე-2 ან მე-3 მუხლებით გათვალისწინებული პირობები დაკმაყოფილებული არ არის. 2. ასეთ შემთხვევებში, წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს mutatis mutandis და წარმოდგენილი იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყველა არსებული ინფორმაცია. მუხლი 13🔗 ტრანზიტის პრინციპები 1. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა განახორციელონ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა  ტრანზიტი   იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირი დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში. 2. ხელშემკვრელი მხარეები გასცემენ ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ. 3. ხელშემკვრელმა მხარებმა შესაძლოა უარი თქვან ტრანზიტზე: a) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ემუქრება წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან b) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან c) საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. 4. ხელშემკვრელმა მხარეებმა შეიძლება გააუქმონ ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოებში ან რეადმისია საბოლოო სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უკან დააბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშე. მუხლი 14🔗 სატრანზიტო პროცედურა 1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ტრანზიტის შესახებ განაცხადი პირდაპირ ეგზავნება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს დაცული საკომუნიკაციო არხების გზით, კერძოდ, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან ავტორიზებული ელექტრონული სისტემის  საშუალებით. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო ტრანზიტის შესახებ განაცხადის მიღების საფუძველზე, დაუყოვნებლივ აგზავნის დასტურს. 2. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ტრანზიტის შესახებ განაცხადზე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, პირდაპირ,  წერილობითი ფორმით უნდა უპასუხოს დაცული საკომუნიკაციო არხების საშუალებით, კერძოდ, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან ავტორიზებული ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელიც დაადასტურებს შესვლის პუნქტს და ტრანზიტის სავარაუდო დროს, ან ტრანზიტის შესახებ განაცხადზე უარის მიღების შემთხვევაში აცნობებს უარის მიზეზებს. 3. ტრანზიტის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: a) ტრანზიტის ტიპი (საჰაერო ან სახმელეთო), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები და გათვალისწინებული საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო; b) პირის მონაცემები (მაგ. სახელი, გვარი, ქორწინებამდელი გვარი, სხვა სახელები, რომლებსაც იყენებს/ან რომლითაც ცნობილია ან მეტსახელები, დაბადების თარიღი, სქესი და თუ შესაძლებელია, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი); c) სავარაუდო სასაზღვრო–გამტარი პუნქტი, გადაცემის დრო და ადგილი, ესკორტის შესაძლო თანხლება; d) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები დაკმაყოფილებულია და არ არსებობს ცნობები ისეთი მიზეზების არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადზე უარის თქმა. 4. ტრანზიტის შესახებ განაცხადის საერთო ფორმა მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-6 დანართში.   5. თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტირებით, გადასაცემი პირი და შესაძლო ესკორტის განმახორციელებელი პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისგან. 6. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების გამართვის საფუძველზე, ხელს შეუწყობენ სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, კერძოდ, პირებზე ზედამხედველობის განხორციელებასა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის გზით. მუხლი 15🔗 ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ხარჯები ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოთა უფლებების შეუზღუდავად, მოითხოვოს რეადმისიასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება რეადმისიას დაქვემდებარებული პირისგან ან მესამე მხარისაგან, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს, ისევე როგორც რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის დადგენილ მოსაკრებელს აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე. მუხლი 16🔗 მონაცემთა დაცვა პერსონალურ მონაცემთა გადაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა აუცილებელია ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისთვის. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და მათთან მოპყრობა კონკრეტულ შემთხვევაში ექვემდებარება ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების კანონმდებლობას. დამატებით, გამოიყენება შემდეგი პრინციპები: a) პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად; b) პერსონალურ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული და ლეგიტიმური მიზნით და იგი არ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას ამ მიზნისთვის შეუფერებლად არც მონაცემთა გამცემი ორგანოს და არც მიმღები ორგანოს მიერ; c) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი და არ უნდა სცილდებოდეს იმ მიზანს, რისთვისაც მოხდა მისი შეგროვება და/ან შემდგომი დამუშავება; კერძოდ, გადაცემული პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს: – გადასაცემი პირის მონაცემები (მაგ., სახელი, გვარი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელები, რომლებსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია ან მეტსახელები, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა), – პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მართვის მოწმობა (ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო, გაცემის ადგილი), – გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები; – სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოსაცნობად ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების გაცნობის მიზნით; d) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლდეს; e) პერსონალური მონაცემები შენახული უნდა იქნეს ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების საშუალებას არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია იმ მიზნის შესასრულებლად, რომლისთვისაც მოხდა აღნიშნულ მონაცემთა შეგროვება, ან ხდება მათი შემდგომი დამუშავება; f) როგორც პერსონალურ მონაცემთა გადამცემი, ისე მიმღები ორგანო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა განხილვა, წაშლა ან ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება არ ხორციელდება წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად, კერძოდ, თუ პერსონალური მონაცემები არ არის ადეკვატური, შესაბამისი, ზუსტი, ან სცილდება იმ მიზანს, რომლისთვისაც ხდება მათი დამუშავება. ეს პუნქტი ითვალისწინებს მეორე მხარისათვის პერსონალურ მონაცემთა განხილვის, წაშლის ან ბლოკირების შესახებ შეტყობინების გაგზავნას; g) მოთხოვნის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა მიმღები ორგანო გადამცემ ორგანოს აცნობებს გადაცემული მონაცემების გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ; h) პერსონალურ მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისთვის მათი შემდგომი გადაცემა საჭიროებს პერსონალურ მონაცემთა გადამცემი ორგანოს წინასწარ წერილობით თანხმობას; i) პერსონალურ მონაცემთა გადამცემ და მიმღებ ორგანოებს ეკისრებათ პერსონალურ მონაცემთა გადაცემისა და მიღების წერილობითი აღრიცხვის ვალდებულება. მუხლი 17🔗 კომპეტენტური ორგანოები 1. ხელშემკვრელმა მხარეებმა განსაზღვრეს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი შემდეგი ორგანოები. a) საქართველოს მხრიდან: − რეადმისიისა და ტრანზიტისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის დეპარტამენტი მისამართი: მ. გახოკიძის ქ. 16, თბილისი, 0182, საქართველო ტელ: (+995 32) 2 41 96 35 ფაქსი: (+995 32) 2 41 96 26 ელ. ფოსტა: readmission@mia.gov.ge (b) მონტენეგროს მხრიდან: − რეადმისიისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, უცხოელების, მიგრაციის, ვიზებისა და რეადმისიის დეპარტამენტი ტელეფონი: +382 20 225 341 ფაქსი: +382 20 203 275 ელ. ფოსტა: mupreadmisija@t-com.me მისამართი: ბულევარ სვეტოგ პეტრა სეტინჯსკოგ 22, 81000 პოდგორიცა − გადაცემისა და ტრანზიტისთვის პოლიციის დირექტორატი, სასაზღვრო პოლიციის განყოფილება უცხოელებისა და უკანონო  მიგრაციის პრევენციის დეპარტამენტი ტელეფონი: +382 20 202 895 ფაქსი: +382 20 246 526 (ოპერატიული კომუნიკაციების ცენტრი) ფაქსი: +382 20 202 896 (სასაზღვრო პოლიციის განყოფილება) ელ. ფოსტა: odsjekkpdg@t-com.me მისამართი: სვეტოგ პეტრა ცეტინსკის ბულვარი № 22, 81000 პოდგორიცა 2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოებისა ან მათ მონაცემებთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე. 3. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნებისათვის, კომპეტენტური ორგანოების საქმიანობისთვის ხელშეწყობას უზრუნველყოფს ხელშემკვრელ მხარეთა დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები. მუხლი 18🔗 სასაზღვრო-გამტარი პუნქტების განსაზღვრა 1. ხელშემკვრელი მხარეები რეადმისიისა და ტრანზიტის განხორციელებისათვის განსაზღვრავენ შემდეგ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს: a) საქართველოს მხრიდან: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. b) მონტენეგროს მხრიდან: პოდგორიცას საერთაშორისო აეროპორტი. 2. ხელშემკვრელმა მხარეებმა შესაძლოა გამონაკლისის სახით დაადგინონ სხვა სასაზღვრო–გამტარი პუნქტები, რომლებიც მიეთითება წამოჭრილი საჭიროებების შესაბამისად. 3. ხელშემკვრელმა მხარეებმა უშუალოდ კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტების ჩამონათვალში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მუხლი 19🔗 კომუნიკაციის ენა წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნებისთვის, კომუნიკაციის ენა არის ინგლისური. მუხლი 20🔗 ჯეროვანი თანამშრომლობის პრინციპები 1. ორივე ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად იმოქმედებენ ერთობლივად. ისინი მუდმივად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა იმიგრაციისთვის აუცილებელი მოთხოვნების (პირობების) შესახებ. 2. ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე შეთანხმების ჯეროვანი განხორციელებისათვის დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან ინფორმაციას უქმე დღეების შესახებ. 3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ორივე ხელშემკვრელი მხარის ექსპერტთა შეხვედრა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. მუხლი 21🔗 შესაბამისობის შესახებ დებულება 1. წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ მოახდენს იმ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომელიც გამომდინარეობს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მხარეებს წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოები. 2. წინამდებარე შეთანხმება არ ვრცელდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში თავშესაფრის ძიების შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებში ჩართულ პირებზე მანამ, სანამ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღება. მუხლი 22🔗 დანართები წინამდებარე შეთანხმების ყველა დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 23🔗 ცვლილებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 24🔗 დროებითი შეჩერება თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური არხების საშუალებით ოფიციალური შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების განხორციელება მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან ან მოქალაქეობის არმქონე პირებთან მიმართებაში, უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ან სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამგვარი შეჩერება ძალაში შევა დიპლომატიური არხების საშუალებით მსგავსი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მეორე დღეს. მუხლი 25🔗 მოქმედების შეწყვეტა თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ. მუხლი 26🔗 დავების მოგვარება ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 27🔗 ძალაში შესვლა და ხანგრძლივობა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. შესრულებულია ქ. თბილისში 2021 წლის 7 ოქტომბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, მონტენეგრულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) __________________________ მონტენეგროს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) __________________________ დანართი 1 დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს (შეთანხმების მე-2 და მე-6 მუხლების პირველი პუნქტები) იმ შემთხვევაში, თუ მომთხოვნი ხელშემკვრელი მხარე არის საქართველო: ყველა ტიპის პასპორტი გაცემული საქართველოს მიერ თავისი მოქალაქეებისათვის, მოქმედი ეროვნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე არის მონტენეგრო: ყველა მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (მონტენეგროს პასპორტი, მონტენეგროს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტები, მონტენეგროს მოქალაქეთათვის ), რომელიც გაიცემა 2008 წლის 5 მაისიდან, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რომლებიც მონტენეგროს მოქალაქეებზე გაიცემა 2008 წლის 5 მაისიდან. დანართი 2 დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie  მტკიცებულებას (შეთანხმების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) შეთანხმების პირველ დანართში წარმოდგენილი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც გაუვიდა მოქმედების ვადა, შეთანხმების პირველ დანართში წარმოდგენილი ნებისმიერი დოკუმენტის ფოტოასლი, სამხედრო ბილეთი და საჯარისო დოკუმენტი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მეზღვაურის წიგნაკი და კაპიტნის სამსახურებრივი ბარათი, მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა და სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ან მკაფიოდ არის მითითებული მოქალაქეობა, მართვის მოწმობა, დაბადების მოწმობა, ნებისმიერი სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს პირის მოქალაქეობის დადგენას, კომპეტენტური ორგანოების მიერ მომზადებულ ოფიციალურ შეხვედრის ოქმში შესული შესაბამისი პირის ან მოწმის ჩვენება, რომელიც შეიძლება დადასტურდეს მომთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ. დანართი 3 დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს (შეთანხმების მე-3 და მე-7 მუხლების პირველი პუნქტები) პირის სამგზავრო დოკუმენტში შესვლის/გასვლის დამადასტურებელი ბეჭედი ან თარიღის სხვა მსგავსი აღნიშვნა, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული მოქმედი ვიზა და/ან ბინადრობის ნებართვა. დანართი 4 დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას (შეთანხმების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი) პირის მიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ პროცესზე მიცემული ოფიციალური ჩვენება, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ორგანოების მიერ ინფორმაციის მიწოდება გარემოებებისა და ადგილის შესახებ, სადაც პირი აღმოჩენილ იქნა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციის (მაგ., გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პირის ვინაობასთან და/ან სახელმწიფოში მის ყოფნასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრების, თანმხლები და სხვა პირების მიერ ინფორმაციის მიწოდება/დადასტურება, მოცემული პირის ჩვენება; პირის სახელის მატარებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და ნებისმიერი სხვა სახის ანგარიშები (მაგ.: სასტუმროს ანგარიში, მანქანის ქირავნობის ხელშეკრულებები, საკრედიტო ბარათის ქვითრები და სხვა), რაც ნათლად ადასტურებს, რომ პირი კონკრეტულ დღეს ან პერიოდში იმყოფებოდა მომთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, პირის თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის ან ნავის სამგზავრო ბილეთები, და/ან მგზავრთა სიები, რომლებიც ადასტურებს პირის ყოფნას და გადაადგილების მარშრუტს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე კონკრეტულ დღეს ან პერიოდში; ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს კონკრეტულ დღეს პირის მიერ სატრანსპორტო კომპანიის ან ტურისტული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობას. დანართი 5 (მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი                    (მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი                       მხარის გერბი)                                                                მხარის გერბი) (მოთხოვნის წარმდგენი ორგანო) __________________________________ ადგილი და თარიღი: №: მიმღები: (მოთხოვნის მიმღები ორგანო) რეადმისიის შესახებ განაცხადი საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ფოტოსურათი A. პერსონალური მონაცემები სახელი და გვარი (გახაზეთ გვარი) ____________________________________________ ქორწინებამდელი გვარი ____________________________________________ დაბადების თარიღი და ადგილი ____________________________________________ სქესი და ფიზიკური აღწერილობა (წონა, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები და სხვა) ______________________________________________________________________ ასევე, ცნობილი როგორც (მეტსახელები და სხვა სახელები, რომლებსაც იყენებს/ რომლითაც ცნობილია) ___________________________________________________________________ მოქალაქეობა და ენა: ______________________________________________________________________ ოჯახური მდგომარეობა: - დაოჯახებული - დასაოჯახებელი - განქორწინებული - ქვრივი თუ დაქორწინებულია: მეუღლის სახელი და გვარი: ____________________________________________________________________________ შვილების სახელები და ასაკი (თუ ჰყავს): ____________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ ბოლო მისამართი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში (არსებობის შემთხვევაში): ___________________________________________________________________________ B. მეუღლის პერსონალური მონაცემები (თუ საჭიროა) სახელი და გვარი (გახაზეთ გვარი) _____________________________________________________________________________ ქორწინებამდელი გვარი _____________________________________________________________________________ დაბადების თარიღი და ადგილი _____________________________________________________________________________ სქესი და ფიზიკური აღწერილობა (წონა, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები და ა.შ.) _____________________________________________________________________________ ასევე, ცნობილი, როგორც (მეტსახელები და სხვა სახელები, რომლებსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია) _____________________________________________________________________________ მოქალაქეობა და ენა: _____________________________________________________________________________ C. შვილების პერსონალური მონაცემები (თუ საჭიროა) 1. სახელი და გვარი (გახაზეთ გვარი) _____________________________________________________________________________ 2. ქორწინებამდელი გვარი _____________________________________________________________________________ 3. დაბადების თარიღი და ადგილი _____________________________________________________________________________ 4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (წონა, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები და ა.შ.) _____________________________________________________________________________ 5. ასევე, ცნობილი, როგორც (მეტსახელები და სხვა სახელები, რომლებსაც იყენებს/ რომლითაც ცნობილია) _____________________________________________________________________________ 6. მოქალაქეობა და ენა: ______________________________________________________________________ D. გადაცემას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული სპეციალური გარემოებები 1. ჯანმრთელობის მდგომარეობა (მაგ.: მითითება სპეციალური სამედიცინო მოპყრობის შესახებ; გადამდები დაავადების ლათინური სახელწოდება) ______________________________________________________________________ 2. მითითება პირის მიერ განსაკუთრებული საფრთხის მატარებლობაზე (მაგ.: დანაშაულში ბრალდების არსებობა; აგრესიული ქცევა) ______________________________________________________________________ E. თანდართული ფაქტები პასპორტის № :                                                                 გაცემის თარიღი და ადგილი: გამცემი ორგანო:                                                              ვადის გასვლის თარიღი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის №:            გაცემის თარიღი და ადგილი გამცემი ორგანო:                                                              ვადის გასვლის თარიღი: მართვის მოწმობის №:                                                    გაცემის თარიღი და ადგილი: გამცემი ორგანო:                                                              ვადის გასვლის თარიღი: ნებისმიერი სხვა ოფიციალური დოკუმენტის №:       გაცემის თარიღი და ადგილი:  გამცემი ორგანო:                                                             ვადის გასვლის თარიღი: F. შენიშვნები ______________________________________________________________________ ______________________________________________________________________ ______________________________________________________________________ ______________________________________________________________________ _____________________________________________________________________ (ბეჭედი და ხელმოწერა) დანართი 6 ტრანზიტის შესახებ განაცხადი საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიმღები:                                                          _________________________________________________                                                                           _________________________________________________                                                                              _________________________________________________                                                                           _________________________________________________                                                                            (საკონტაქტო მონაცემები) გამგზავნი:                                                       _________________________________________________                                                                           _________________________________________________                                                                            _________________________________________________                                                                           _________________________________________________                                                                            (საკონტაქტო მონაცემები) გადასაცემი პირის მოთხოვნა ტრანზიტზე ნებართვის შესახებ ტრანზიტზე ნებართვის №: გვარი:                                  _________________________________ სახელი:                               _________________________________ დაბადების თარიღი:          _________________________________ დაბადების ადგილი:          _________________________________ მოქალაქეობა:                     _________________________________ დოკუმენტის ტიპი:           __________________        ვადის გასვლის თარიღი:  _________________________ თანმხლები პირები (გვარი, სახელი, ფუნქციები, მათი დოკუმენტები) არა   □ დიახ  □  –––––––––––   –––––––––––––   –––––––––––––––   _______          __________          _________               ––––––––––––––––––– –––––––––––   –––––––––––––   –––––––––––––––  _______            __________        _________                 ––––––––––––––––––– –––––––––––   –––––––––––––   ––––––––––––––– _______           __________          _________                 ––––––––––––––––––– მარშრუტის განხორციელების თარიღი:  __________________________                                                    ______________________________________ გამგზავრების ადგილი:   _______________________________________ ჩამოსვლის ადგილი:        _______________________________________ გამგზავრების ადგილი:   _______________________________________ ჩამოსვლის ადგილი:        _______________________________________ შენიშვნები: ____________________________________________ უფლებამოსილი პირი: _______________________________                                      თარიღი/სახელი და გვარი/ხელმოწერა რეადმისია ტრანზიტის ქვეყანაში ან საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში ნებადართულია (მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი) დიახ/არა მითითებულია თუ არა ტრანზიტზე უარის თქმის მიზეზები (მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი) დიახ/არა პასუხის მიმღები: _____________________________________________________ ნებადართულია თუ არა ტრანზიტი: დიახ/არა უარის თქმის მიზეზები: _________________________________________________________________________ __________________________________________________________________________ უფლებამოსილი პირი      _____________________________                                             _____________________________                                      (თარიღი/სახელი და გვარი/ხელმოწერა)