„საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება"
მიღების თარიღი 15.04.2022
ძალაში შესვლა 11.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №12-36
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016704
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილ-შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე „საქართველოს (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილ-შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №6 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №5 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7
ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება"
„საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
ეკონომიკური სამსახური
11 მარტი, 2022
საკითხი: მესტიაში სამთო კურორტების განვითარებასთან დაკავშირებული 2011 წლის 7 ოქტომბრის ფრანგულ-ქართული ფინანსური პროტოკოლის №6 ცვლილება
ძვირფასო ბატონო მინისტრო,
ბატონ ხუციშვილს,
ჩვენ გიდასტურებთ 08/02/2022 (№07-04/10912) წერილის მიღებას, რომელიც უკავშირდება საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ ზემოაღნიშნულ ფინანსურ პროტოკოლს.
გვაქვს პატივი დაგიდასტუროთ საფრანგეთის უფლებამოსილ პირთა თანხმობა ზემოაღნიშნული ფინანსური პროტოკოლის მე-7 მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით („საფრანგეთის ხაზინის სესხის მოქმედების ვადა“), რეგისტრაციის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე და ბოლო ჩამორიცხვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე, პროექტის დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად. საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი თანხები სესხის და გრანტის სახით გამოთხოვილი უნდა იქნეს არაუგვიანეს აღნიშნული საბოლოო ვადისა.
გთხოვთ გამოხატოთ აღნიშნულ წერილ-შეთანხმებაზე მსესხებლის თანხმობა მისი ორი ორიგინალის ხელმოწერით ქვემოთ მითითებულ ადგილას. გთხოვთ ხელმოწერილი წერილ-შეთანხმების ერთი ორიგინალი დაურთოთ თქვენს ჩანაწერებს და მეორე დაგვიბრუნოთ.
შემოთავაზებული ცვლილება ძალაში შევა იმ თარიღიდან, როცა საქართველოს მხარე წერილობით აცნობებს ფრანგულ მხარეს, რომ საქართველომ დაასრულა აღნიშნული წერილ-შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის და ველოდებით მესტიის პროექტის განხორციელების წარმატებით გაგრძელებას.
პატივისცემით,
ფრანსუა-ჰენრი კლოარეკი
ეკონომიკური მრჩეველი
საფრანგეთის საელჩო
(ხელმოწერილია და აქვს ბეჭედი)
შეთანხმებული საქართველოსთვის და
საქართველოს სახელით (საქართველოს მთავრობა)
სახელი: ლაშა ხუციშვილი
თარიღი: 15.04.2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ბატონი ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გორგასლის ქ. 16, თბილისი