1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს) ირჩევენ საკრებულოს წევრები თავის  შემადგენლობიდან საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.

2.  საკრებულოს  თავმჯდომარის  მოადგილეების  (მათ შორის პირველი მოადგილის) კანდიდატურების  დასახელების  უფლება  აქვს  მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების  (მათ შორის პირველი მოადგილის) არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება ამ დებულების (რეგლამენტის) 102-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად (მათ შორის პირველი მოადგილედ) არჩეულად ჩაითვლება კანდიდატები, რომლებსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმ