1. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ  უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი.

2. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს აპარატი:

ა) უზრუნველყოფს  საკრებულოს  სხდომის   დღის   წესრიგის   და   სხდომაზე   განსახილველი საკითხების პროექტების და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადებას, გამრავლებას, გამოქვეყნებას და საკრებულოს წევრებისათვის მათ მიწოდებას.

ბ) ადგენს მოწვეულ პირთა სიას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფენ ამ პირთა გაფრთხილებას;

გ) ახდენს საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას;

დ)  ეხმარება   საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის   წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში;

ე) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის  111-ე, 112-ე და 114-ე მუხლებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს  საკრებულოს  სხდომის  ოქმის შედგენას, საკრებულოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და დაგზავნას