1. საკრებულოში საქმისწარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება ,,სახაზინო“ (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

3.  ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა -MSDA“ მეშვეობით.

4. საკრებულოში საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული  დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით.

5. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

6. საკრებულოს საქმისწარმოების პროცესში დოკუმენტები მატერიალური სახით შეიძლება მომზადდეს და გაფორმდეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების სხდომების ოქმების, ასევე კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილებების და სხვა დოკუმენტების გაფორმებისა