1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა  20  წუთამდე, თანამომხსენებელს 15  წუთამდე, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის 10 წუთამდე; დებატებში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ  პირველად 7 წუთამდე, მეორედ  გამოსვლისას 5 წუთამდე; პროცედურულ საკითხებთან, ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით - 1 წუთამდე, წარდგენილი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, განმარტების ინფორმაციის, მიმართვის, განცხადებებისა და შეკითხვებისათვის 3 წუთამდე.

2. საკრებულოს  თავმჯდომარეს,  გამომსვლელის  მოთხოვნით,  სხდომაზე  დამსწრე  წევრთა უმრავლესობით, შეუძლია გამომსვლელს გაუგრძელოს დრო არაუმეტეს 10 წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის   „მოწინააღმდეგედ“, უფლება აქვს მოითხოვოს მისი წარმომადგენლისთვისაც  დროის შესაბამისად გაგრძელებ