„სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.11.106.006.036
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №968
2003 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზციული სრულყოფისა და ამ სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. “სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №122, მუხ. 881) დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან ავადმყოფთა გაწერის წესი (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“დანართი №3
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული სრულყოფისა და კონტროლის მიზნით განისაზღვროს შემდეგი წესი:
ა) ავადმყოფის დაწესებულებაში შემოსვლიდან 15 დღის შემდეგ მკურნალი ექიმი, ავადმყოფისათვის მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, განყოფილების გამგესთან შეთანხმებით, დაწესებულების მთავარ ექიმს წარუდგენს ავადმყოფობის ისტორიას საეტაპო ეპიკრიზით, სადაც აღნიშნული უნდა იყოს მკურნალობის გაგრძელების მიზეზი, მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო დაწესებულების მატერიალური და პროფესიული შესაძლებლობები, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების ავადმყოფის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მატერიალური დახმარების ხარჯზე განხორციელების შესაძლებლობის ფაქტი. საჭიროების შემთხვევაში მთავარი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის არა უმეტეს 30 დღით გაგრძელების თაობაზე და აღნიშნულს აფიქსირებს ავადმყოფობის ისტორიაში;
ბ) იმ ავადმყოფთან დაკავშირებით, რომელიც დაწესებულებაში მოთავსებულია 45 დღეზე მეტი ვადით, ყოველი 15 დღის ინტერვალით დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის, კლინიკო-ლაბორატორული მონაცემებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, იღებს გადაწვეტილებას დაწესებულებიდან ავადმყოფის გაწერის ან მისთვის მკურნალობის გაგრძელების შესახებ, რასაც აფიქსირებს ავადმყოფობის ისტორიაში.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი