საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნიგვზარაში მდებარე ხეივნისათვის გიორგი გერასიმეს ძე ხარშილაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2022
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.130.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2022
matsne.gov.ge 220 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დაბა ფასანაურსა და სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 28.04.2023 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკისთვის „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 31.10.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ფრიდონაანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 24.12.2021 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში გოგატიშვილების უბნისათვის ძლევის უბნის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 31.10.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გრიგოლაანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 27.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნიგვზარაში მდებარე ხეივნისათვის გიორგი გერასიმეს ძე ხარშილაძის სახელის მინიჭების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №60 2022 წლის 25 ნოემბერი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნიგვზარაში მდებარე ხეივნისათვის გიორგი გერასიმეს ძე ხარშილაძის სახელის მინიჭების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2022 წლის 21 ოქტომბრის №34 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗. საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნიგვზარაში საუბნო გზის მიმდებარედ არსებულ ხეივანს ეწოდოს გიორგი გერასიმეს ძე ხარშილაძის სახელი (დანართი რუკა თან ერთვის). მუხლი 2🔗. განკარგულება გაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მუხლი 3🔗. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. მუხლი 5🔗. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 6🔗. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. №3). საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გაგა დარბაიძე