სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.12.2022
ძალაში შესვლა 01.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №394
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017634
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,885 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2022 მიღება
01.12.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 92% 28.10.2019 სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 30.11.2022 სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობების, მათი გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 01.12.2022 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება 91% 21.07.2023 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 09.07.2020

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №394 2022 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) 8​1 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომ – სამსახური) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, ამავე სამსახურის სტრუქტურული ერთეულის – საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომ – საბაჟო დეპარტამენტი) თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომ – სპეციალური წოდება) მინიჭების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებები 1. სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) უმცროსი სპეციალური წოდება; ბ) საშუალო სპეციალური წოდება; გ) უფროსი სპეციალური წოდება; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება. 2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი. მუხლი 3🔗. სპეციალური წოდების მინიჭება 1. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს სპეციალური წოდებები ენიჭებათ ინდივიდუალურად, მათი თანამდებობების, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და აგრეთვე პროფესიული დამსახურებების შესაბამისად. 2. უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭებას ახორციელებს სამსახურის უფროსი, უფროსი სპეციალური წოდების – სამსახურის უფროსის წარდგინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. 3. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს სპეციალური წოდებები ენიჭებათ თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. 4. სპეციალური წოდების არმქონე პირს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას მიენიჭება პირველადი უმცროსი სპეციალური წოდება – „რიგითი“. 5. პირს, რომელიც მსახურობდა „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე დაწესებულებაში და მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება, თუ საბაჟო დეპარტამენტში ან საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის მომენტისთვის გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დასაკავებელი თანამდებობისთვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება ამ წესით განსაზღვრული ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მისთვის მინიჭებულ ბოლო სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა – ენიჭება ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დასაკავებელი თანამდებობისთვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებას. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან დათხოვილი სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი საბაჟო დეპარტამენტში ხელახალი მიღების ან საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას განთავისუფლებამდე მინიჭებული სპეციალური წოდებით. იმ შემთხვევაში, თუ მას გასული აქვს მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა – ენიჭება ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დასაკავებელი თანამდებობისთვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებას. 7. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, რომელთა მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სამსახურებრივი შემოწმება მათ მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდებები არ მიენიჭებათ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე. მუხლი 4🔗. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა 1. სპეციალური წოდებების მინიჭება ხდება თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისათვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების (უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან გათანაბრებული წოდების) მინიჭების შემთხვევისა. 2. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანამდებობისთვის დადგენილ ზღვრულ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში. 3. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ წესის დანართით. მუხლი 5🔗. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები 1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები: ა) საშუალო სპეციალური წოდება: ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი; ა.ბ) ლეიტენანტი – 2 წელი; ა.გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი; ა.დ) კაპიტანი – 3 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება: ბ.ა) მაიორი – 4 წელი; ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი; ბ.გ) პოლკოვნიკი – 5 წელი. 2. უმცროს და უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა არ განისაზღვრება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადები აითვლება სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან. მუხლი 6🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება 1. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს საშუალო და უფროსი სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭებათ: ა) შეფასების შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისთვის; გ) სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის; დ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის. 2. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება დასაშვებია კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ. 3. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭება ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად. მუხლი 7🔗. სხვა დაწესებულებიდან გადმოსული თანამშრომლისთვის წოდების მინიჭება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან საბაჟო დეპარტამენტში ან/და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადმოსულ თანამშრომელს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით. მუხლი 8🔗. სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება 1. დისციპლინურ სახდელად სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითების შესახებ ბრძანებას გამოსცემს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე. 2. სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითების შესახებ დისციპლინური სახდელის დადებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოიცემა ბრძანება პირისათვის სპეციალური წოდების აღდგენის შესახებ. 3. დაქვეითებული სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის. მუხლი 9🔗. სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზება სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, ასევე სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი. მუხლი 10🔗. სოციალური დაცვის გარანტიები 1. სპეციალური წოდებისთვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში თანამშრომელს უფლება აქვს მიიღოს ყველა ის დანამატი, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში. 3. სამსახურიდან სპეციალური წოდების მქონე უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ძველ თანამდებობაზე აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში. მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულება 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტში, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მოქმედი სპეციალური წოდებები ამ წესით განსაზღვრულ სპეციალურ წოდებებს უთანაბრდება შემდეგნაირად: ა) საშუალო სპეციალური წოდებების შემთხვევაში: ა.ა) საბაჟო სამსახურის უმცროსი ინსპექტორი, უმცროსი ლეიტენანტი – უმცროსი ლეიტენანტი; ა.ბ) საბაჟო სამსახურის III კლასის ინსპექტორი, ლეიტენანტი – ლეიტენანტი; ა.გ) საბაჟო სამსახურის II კლასის ინსპექტორი, უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი; ა.დ) საბაჟო სამსახურის I კლასის ინსპექტორი, კაპიტანი – კაპიტანი;  ბ) უფროსი სპეციალური წოდებების შემთხვევაში: ბ.ა) საბაჟო სამსახურის უმცროსი მრჩეველი, III კლასის მრჩეველი – მაიორი; ბ.ბ) საბაჟო სამსახურის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი – ვიცე-პოლკოვნიკი; ბ.გ) საბაჟო სამსახურის უფროსი მრჩეველი, I კლასის მრჩეველი – პოლკოვნიკი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების შემთხვევაში – საბაჟო სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი, მთავარი მრჩეველი, ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი მრჩეველი – გენერალ-მაიორი. 2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელსა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, რომლებსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტში, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობის პერიოდში მინიჭებული ჰქონდათ შესაბამისი სპეციალური წოდებები, თუ ამ წესით განსაზღვრული წოდებების მინიჭების მომენტისთვის გასული არ აქვთ მორიგი წოდებების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა ან მათი წოდებები აღემატება დასაკავებელი თანამდებობებისთვის დადგენილ ზღვრულ წოდებებს, ენიჭებათ ამ წესით განსაზღვრული ის სპეციალური წოდებები, რომელიც შეესაბამება მათთვის მინიჭებულ ბოლო სპეციალურ წოდებებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვთ მორიგი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა – ენიჭებათ ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი სპეციალური წოდებები, თუ ისინი არ აღემატება დასაკავებელი თანამდებობებისთვის დადგენილ ზღვრულ სპეციალურ წოდებებს. დანართი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე – გენერალ-მაიორი. 2. საბაჟო დეპარტამენტის უფროსი – გენერალ-მაიორი. 3. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – გენერალ-მაიორი. საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოები და საბაჟო ლაბორატორია 1. სამმართველოს უფროსი – პოლკოვნიკი. 2. საბაჟო ლაბორატორიის უფროსი – პოლკოვნიკი. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე – ვიცე-პოლკოვნიკი. 4. სამმართველოს განყოფილების უფროსი – მაიორი. 5. სამმართველოს მთავარი მებაჟე-ოფიცერი, სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი, სამმართველოს გაშვების შემდგომი კონტროლის მთავარი აუდიტორი, სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს კინოლოგ-ოფიცერი, სამმართველოს მთავარი კინოლოგ-ინსტრუქტორი, საბაჟო ლაბორატორიის მთავარი ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების მთავარი ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების მთავარი სანიტარი, სამმართველოს განყოფილების მთავარი ფიტოსანიტარი – კაპიტანი. 6. სამმართველოს უფროსი მებაჟე-ოფიცერი, სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსი, სამმართველოს გაშვების შემდგომი კონტროლის უფროსი აუდიტორი, სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, სამმართველოს წამყვანი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი კინოლოგ-ინსტრუქტორი, სამმართველოს განყოფილების უფროსი ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების უფროსი სანიტარი, სამმართველოს განყოფილების უფროსი ფიტოსანიტარი – უფროსი ლეიტენანტი. 7. სამმართველოს მებაჟე-ოფიცერი, სამმართველოს ანალიტიკოსი, სამმართველოს გაშვების შემდგომი კონტროლის აუდიტორი, სამმართველოს სპეციალისტი, სამმართველოს კინოლოგ-ინსტრუქტორი, სამმართველოს განყოფილების ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების სანიტარი, სამმართველოს განყოფილების ფიტოსანიტარი – ლეიტენანტი. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონები 1. გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი – პოლკოვნიკი. 2. გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსის მოადგილე – ვიცე-პოლკოვნიკი. 3. გაფორმების ეკონომიკური ზონის სამმართველოს უფროსი, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონის სამმართველოს უფროსის მოადგილე – მაიორი. 4. გაფორმების ეკონომიკური ზონის მთავარი მებაჟე-ოფიცერი, გაფორმების ეკონომიკური ზონის მთავარი სპეციალისტი – კაპიტანი. 5. გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი მებაჟე-ოფიცერი, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი სპეციალისტი – უფროსი ლეიტენანტი. 6. გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე-ოფიცერი, გაფორმების ეკონომიკური ზონის სპეციალისტი – ლეიტენანტი. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებები 1. გაფორმების განყოფილების უფროსი – მაიორი. 2. გაფორმების განყოფილების მთავარი მებაჟე-ოფიცერი – კაპიტანი. 3. გაფორმების განყოფილების უფროსი მებაჟე-ოფიცერი – უფროსი ლეიტენანტი. 4. გაფორმების განყოფილების მებაჟე-ოფიცერი – ლეიტენანტი. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტები 1. საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტებისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“, საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონას“, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილოს“, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“: ა) უფროსი – პოლკოვნიკი; ბ) უფროსის მოადგილე – ვიცე-პოლკოვნიკი; გ) ცვლის უფროსი – მაიორი; დ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ და საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტებისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შემთხვევაში – განყოფილების უფროსი და საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ შემთხვევაში – სამმართველოს უფროსი – მაიორი; ე) მთავარი მებაჟე-ოფიცერი, მთავარი სპეციალისტი – კაპიტანი; ვ) უფროსი მებაჟე-ოფიცერი, უფროსი სპეციალისტი – უფროსი ლეიტენანტი; ზ) მებაჟე-ოფიცერი, სპეციალისტი – ლეიტენანტი. 2. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-სარკინიგზოს“, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბნის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალეს“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდას“, საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზოს“: ა) უფროსი – ვიცე-პოლკოვნიკი; ბ) უფროსის მოადგილე – მაიორი; გ) ცვლის უფროსი – კაპიტანი; დ) მთავარი მებაჟე-ოფიცერი, მთავარი სპეციალისტი – უფროსი ლეიტენანტი; ე) უფროსი მებაჟე-ოფიცერი, უფროსი სპეციალისტი, მებაჟე-ოფიცერი, სპეციალისტი – ლეიტენანტი. 3. საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვრის“, საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყაროს“:  ა) უფროსი – მაიორი; ბ) უფროსის მოადგილე – კაპიტანი; გ) ცვლის უფროსი – უფროსი ლეიტენანტი; დ) მთავარი მებაჟე-ოფიცერი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი მებაჟე-ოფიცერი, უფროსი სპეციალისტი, მებაჟე-ოფიცერი, სპეციალისტი – ლეიტენანტი.