„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №39 |
|
2022 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი |
ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, წინასწარ ცნობილი დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საფუძვლის გამო მოსამართლის სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 3 დღით შეჩერებისას მასზე არ ნაწილდება საქმეები; საქმეთა განაწილება შეწყდება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებამდე 2 სამუშაო დღით ადრე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში, 4 სამუშაო დღით ადრე კი – სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში. მოსამართლის სამსახურებრივი უფლებამოსილების 3 დღეზე ნაკლები ვადით შეჩერებისას საქმეები მასზე განაწილდება საერთო წესით, გარდა იმ საქმეებისა, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს. მოსამართლეზე საქმეები არ ნაწილდება აგრეთვე ისეთ შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ობიექტური გარემოება და საქმის განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს.“;
ბ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|