საქმე № 330210322005541262
საქმე № 2/5933-22
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
რეაბილიტაცის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის შესახებ
2022 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – არჩილ კოჭლამაზაშვილი
განმცხადებელი / მოვალე – შპს „ჰეფი“ (ს/ნ 402084285)
რეაბილიტაციის ზედამხედველი – თორნიკე ართქმელაძე
მოთხოვნა - გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) საქმის წარმოება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს ,,ჰეფის“ რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2022 წლის 02 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ჰეფის“ წარმომადგენელმა (დირექტორმა) თეონა ზაქრაძემ და მოითხოვა შპს „ჰეფი“-ს მიმართ გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) საქმის წარმოების გახსნა და მართვაში მოვალის დატოვება.
სასამართლოს მიერ 2022 წლის 04 მარტს მიღებული განჩინებით, შპს „ჰეფის“ (ს/ნ 402084285) განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და მის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. მართვაში დარჩა შპს „ჰეფის“ (ს/ნ 402084285) დირექტორი, თეონა ზაქრაძე, ხოლო რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ვალერიან გვათუა, რომელიც შეირჩა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე დაყრდნობით.
2022 წლის 14 მარტს წარმოდგენილი №5577659 განცხადებით, სასამართლოს მომართა რეაბილიტაციის ზედამხედველმა, ვალერიან გვათუამ და იშუამდგომლა შპს „ჰეფის“ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანამდებობიდან მისი გადადგომისა და ახალი რეაბილიტაციის ზედამხედველის დანიშვნის შესახებ.
2022 წლის 01 აპრილს მიღებული განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რეაბილიტაციის ზედამხედველად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე, დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – გიორგი გვალია.
შპს „ევრო კრედიტ+“-ისა და მოვალის მიერ ამავე საქმეში განსახილველად წარმოდგენილი განცხადებების (იხ. ტ. 2, ს.ფ. 69-82, განცხადების რეგ. №5740748, 02/05/2022 წ.; ასევე, იხ. ტ. 2, ს.ფ. 155-157, განცხადების ელ. რეგ. №5850228/03/06/2022 წ.) განხილვის ფარგლებში გამოირკვა, რომ რეაბილიტაციის ზედამხედველს, გიორგი გვალიას, 2022 წლის 02 აპრილიდან შეწყვეტილი ჰქონდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაცია, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლოს მიერ 2022 წლის 06 ივნისს მიღებული განჩინებით, მას შეუწყდა რეაბილიტაციის ზედამხედველის უფლებამოსილება (კანონის 91-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო საქმეში 2022 წლის 04 მარტის განჩინების საფუძველზე მართვაში დატოვებული მოვალე, მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის საფუძვლით (კანონის 78-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ჩამოცილებულ იქნა მართვის უფლებას და მას დაენიშნა რეაბილიტაციის მმართველი თორნიკე ართქმელაძე (კანონის 93-ე მუხლი).
მოგვიანებით, 2022 წლის 09 ივნისს მიღებული განჩინებით, საქმეში წარმოდგენილი შუამდგომლობების განხილვის მიზნით, ჩაინიშნა ზეპირი მოსმენა 2022 წლის 14 ივნისს, რომლის ფარგლებშიც, შპს „ჰეფის“ (ს/ნ 400223281) დირექტორის, თეონა ზაქრაძის მიერ 2022 წლის 10 ივნისს წარმოდგენილი №5874101 კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და
შპს „ჰეფის“ (ს/ნ 402084285) მართვიდან ჩამოცილებული მოვალე აღდგა მართვაში;
შპს „ჰეფის“ (ს/ნ 402084285) რეაბილიტაციის მმართველი – თორნიკე ართქმელაძე (პ/ნ 37001055059, მისამართი: თბილისი, წერეთლის 117, ოფისი 308; ტელეფონი: 555659100; ელფოსტა: tornikeartkmeladze@gmail.com) გათავისუფლდა რეაბილიტაციის მმართველობიდან;
თორნიკე ართქმელაძე (პ/ნ 37001055059, მისამართი: თბილისი, წერეთლის 117, ოფისი 308; ტელეფონი: 555 65 91 00; ელ-ფოსტა: tornikeartkmeladze@gmail.com) დაინიშნა შპს „ჰეფის“ (ს/ნ 402084285) რეაბილიტაციის ზედამხედველად.
რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ მომზადდა კრედიტორთა რეესტრი, რომელიც წარედგინათ კრედიტორებს და სასამართლოს. ზემოთ ხსენებული კრედიტორთა რეესტრის განახლებული ვერსია რეაბილიტაციის ზედამხედველის მიერ სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარმოდგენილი იქნა 2022 წლის 17 ნოემბერს.
2022 წლის 26 ივლისს წარმოდგენილი N6026412 განცხადებით, სასამართლოს მომართა მოვალე შპს „ჰეფიმ“ და იმ საფუძვლით, რომ რეაბილიტაციის გეგმის შედგენა უახლოვდება დასასრულს, ხოლო კომპანიას, სამომავლო ინვესტორებთან გასაფორმებელი იურიდიული დოკუმენტაციისათვის საბოლოო სახის მისაცემად ესაჭიროება დამატებითი ვადა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 81-ე მუხლზე დაყრდნობით, მან იშუამდგომლა რეაბილიტაციის გეგმის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადის დამატებით 1 თვით გაგრძელების თაობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია წარმოადგინა ასევე რეაბილიტაციის ზედამხედველმა, თორნიკე ართქმელაძემაც, რომელმაც სრულად დაუჭირა მხარი განსახილველ შუამდგომლობას და მიუთითა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ცალსახად არ ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს, ვინაიდან მოვალეს დამატებით წარმოდგენილი აქვს შესაბამისი მტკიცებულება - ერთ-ერთ სამომავლო ინვესტორსა და ამავდროულად სამომავლო პარტნიორთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ გამოსაყენებელი სპეციალური კანონის 52.1. მუხლით, კრედიტორთა მოთხოვნებს ამოწმებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს მმართველი/ზედამხედველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისა და მოვალისგან მიღებული ინფორმაციის ან/და თავის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე. 2022 წლის 14 ივნისს გამართულ სხდომაზე მიღებული განჩინების შესაბამისად კი, რეაბილიტაციის ზედამხედველ თორნიკე ართქმელაძეს აღუდგა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტითა (კრედიტორთა რეესტრის შედგენის) და ამავე კანონის 81-ე მუხლის 1-ლი პუნქტით (რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადება და კრედიტორებისათვის წარდგენა) განსაზღვრული ვადები და მათი დენა დაიწყო 2022 წლის 06 ივნისიდან, შესაბამისად, აღნიშნული ვადა იწურება 2022 წლის 05 აგვისტოს (მე-60 დღე). აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, რეაბილიტაციის გეგმის წარმოსადგენად უკანასკნელ ვადად უნდა განისაზღვროს 2022 წლის 05 სექტემბერი. შესაბამისად შპს „ჰეფის“ გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) საქმის წარმოების ფარგლებში, რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარმოსადგენი ვადა გაგრძელდა 01 (ერთი) თვის ვადით - 2022 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით.
2022 წლის 05 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს „ჰეფის“ დირექტორმა თეონა ზაქრაძემ და წარმოადგინა რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც ასევე გადაგზვანილ იქნა კრედიტორებთან. შპს „ჰეფის“ მოცემულ გეგმაში აღწერილი ქონდა ყველა ის ღონისძიება, რომლითაც შეძლებდა რეაბილიტაციის მიღწევას.
შპს ,,ევრო კრედიტ+“-ის (კრედიტორი) მიერ რამდენჯერმე იქნა წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია რეაბილიტაციის გეგმასთან დაკავშირებით და დაუშვებლად მიაჩნდა აღნიშნული გეგმის დამტკიცება და ითხოვდა გაკოტრების რეჟიმის გახსნას. უზრუნველყოფილი კრედიტორის წარმომადგენელი გიორგი სვანაძე აღნიშნულ პოზიციას ასევე მხარს უჭერდა გამართულ კრედიტრთა კრებებზე.
რეაბილიტაციის გეგმის პროექტი განხილულ იქნა კრედიტორების მიერ და ის მოწონებულ იქნა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უმრავლესობის მიერ, ხოლო არ იქნა მოწონებული უზრუნველყოფილი (შპს „ევრო კრედიტ +) კრედიტორის მიერ. (სადავო არ არის, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს ხმის უფლება აქვს).
2022 წლის 26 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2022 წლის 06 ოქტომბერს, შემდეგი დღის წესრიგით: რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება და კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხთა გახილვა. 2022 წლის 03 ოქტომბრის ამავე სასამართლოს განჩინებით კრედიტორთა კრება გადაიდო და ახალი კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2022 წლის 13 ოქტომბერს იმავე დღის წესრიგით. აღნიშნულ კრებაზე სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის პროექტის დამტკიცება მოხდეს მას შემდგეგ, რაც სააპელაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ერთ-ერთი კრედიტორის გასაჩივრებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რა საფუძვლითაც კრება გადაიდო 2022 წლის 31 ოქტომბერს. 2022 წლის 31 ოქტომბერს ჩანიშნული კრედიტორთა კრება გადაიდო სხვა დროსათვის, რამდენადაც ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორის მოთხოვნა ჯერ კიდევ გასაჩივრებული იყო და საქმის მომდევნო განხილვისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით. 2022 წლის 01 ნოემბრის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2022 წლის 08 ნოემბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2022 წლის 08 ნოემბერს გაიმართა კრედიტორთა მორიგი კრება, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით, თუმცა საპროცესო დროის ამოწურვისა და მხარეთა შესაძლო მორიგებიდან გამომდინარე, კრებაზე ვერ მოხდა რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება. აღნიშნული კრება ამავე განჩინებით გადაიდო 2022 წლის 15 ნოემბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2022 წლის 15 ნოემბერს გაიმართა კრედიტორთა მორიგი კრება, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით, თუმცა საპროცესო დროის ამოწურვიდან გამომდინარე, კრებაზე ვერ მოხდა რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მომდევნო კრედიტორთა კრების გაგრძელება 2022 წლის 22 ნოემბერს.
აღნიშნულ კრედიტორთა კრებებზე განხილულ იქნა შპს ,,ჰეფის“ მიერ მომზადებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი. სასამართლოს მიერ მოსმენილ იქნა, როგორც შპს „ჰეფის“ წარმომდგენლების პოციზია, კრედიტორების წამომადგენლებისა და ასევე რეაბილიტაციის ზედამხედველის შენიშვნები.
აღნიშნული შენიშვნები გათვალისწინებულ იქნა მოვალის მიერ და 2022 წლის 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა კორექტირებული გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა 2022 წლის 15 ნოემბერს გამართულ კრედიტორთა კრებაზე გაჟღერებული შენიშვნები.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,ჰეფის“ განცხადება ვერ აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით ამდენად, რეაბილიტაციის რეჟიმი შეცვლილი უნდა იქნეს გაკოტრების რეჟიმით.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანხმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.
სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მიზანია (1-ლი მუხლი) კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პრინციპებია: ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა; ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანმიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული კანონის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რისი მიღწევის უპირველესი საშუალება არის რეაბილიტაცია, მას ცალსახა და უპირობო პრიორიტეტი ენიჭება, რომელიც წარმოადგენს კანონის მთავარ მიზანს, თუმცა არა ერთადერთს... ამდენად, სასამართლოსთვის რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებისთვის საჭიროა მოვალის მიერ ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, რომ რეაბილიტაციის საშუალებით შესაძლებელია ყველა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საყურადღებოა, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უნდა შეძლოს და უზრუნველყოს სამართლებრივი ბალანსის დაცვა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოვალის მიერ წარმოდგენლი რეაბილიტაციის გეგმას, რადგანაც განსახილველ შემთხვევაში მოვალემ ვერ დასძლია მტკიცების ტვირთი, მან ვერ შეძლო მის მიერ წარმოდგენილი რეაბილიტაციის გეგმის პროექტის სარწმუნოდ დასაბუთება. რამდენადაც საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხოლოდ წინარე წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც რეაბილიტაციის გეგმის განხილვამდე შეიტანეს ცვლილება თანხის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით, კრედიტორთა კრებაზე მოვალემ აღიშნა, რომ შესაძლოა კიდევ შეეტანათ ცვლილება მომავალში. შესაბამისად, წარმოდგენილი წინარე წილის ნასყიდობის ხელშეკრულება სარწმუნო მტკიცებულებად ვერ იქნება შეფასებული, ამასთანავე ასევე გეგმის პროექტში არსებული ე.წ. გადაზღვევის მექანიზმის არსებობა (როდესაც რეაბილიტაცია განხორციელდება მოვალის კუთვნილი მთელი უძრავი ქონების გასხვისების გზით და მიღებული შემოსავლით ყველა კრედიტორული მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება 2023 წლის პირველ ივლისამდე). აღნიშნული ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ მოვალე მხოლოდ ცდილობს დროის გაჭიანურებას და შესაძლოა მან იმაზე ნაკლებ ფასად გაასხვისოს ქონება ვიდრე მისი როგორც საბალანსო, ასევე საბაზრო ღირებულება წარმოადგენს და ყველა კრედიტორის მოთხოვნა ვერ იქნება დაკმაყოფილებული, რაც წარმოადგენს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის უმთავრეს მიზანს.
სასამართლო განმარტავს, რომ გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობის სწორი წარმართვა რეაბილიტაციის საფუძველია. რეაბილიტაციის მიზანი მიღწეული ვერ იქნება, თუ რეაბილიტაციის პროცესი ეფექტიანად არ წარიმართა. სწორი და სრულფასოვანი რეაბილიტაციის წინაპირობა კი, რეაბილიტაციის გეგმაა, რომელიც, ერთი მხრივ, მოვალის გადარჩენაზეა ორიენტირებული და, მეორე მხრივ, კრედიტორების კოლექტიურ, თანმიმდევრულ დაკმაყოფილებაზე. ეფექტიანი რეაბილიტაციის კომპონენტია რეაბილიტაციის პროცესის დროული შეწყვეტა, როდესაც იმთავითვე ცხადია, რომ რეაბილიტაციას შედეგი არ მოყვება. მოვალის გადარჩენისათვის ბიზნესის შენარჩუნება, მისი საქმიანობის გაგრძელება ან აღდგენა სხვადასხვა გზითა არის შესაძლებელი, თუმცა, ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ გადახდისუუნარობის მასა, შეძლებისდაგვარად, შენარჩუნდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული მიზნის მიუღწევლობის მაღალი ალბათობა რეაბილიტაციის მიზანშეწონილობას გამორიცხავს, რადგან კრედიტორებს იმ არსებულ მასასაც დააკარგვინებს, რაც შეიძლებოდა მათ დაკმაყოფილებას მოხმარებოდა. ამ მიმართებით, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეაბილიტაციის გეგმას, რომელიც, თავის მხრივ, ბიზნესგეგმის ანალოგია, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რაც არა დამწყებ, არამედ უკვე „მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის“ მქონე მოვალე კომპანიას გააჩნია.
ზემოთ ხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის 84-ე მუხლზე, რომლის მიხდვითაც: თუ კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით არ მოიწონებს (უარყოფს) რეაბილიტაციის გეგმის პროექტს, სასამართლო უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის მიმართვის საფუძველზე, ამ კანონის 83-ე მუხლის შესაბამისად, დაამტკიცოს რეაბილიტაციის გეგმა, თუკი ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) არაუზრუნველყოფილ ან უზრუნველყოფილ კრედიტორთა ჯგუფმა ამ კანონით დადგენილი უმრავლესობით მოიწონა შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი; ბ) სასამართლოს მიაჩნია, რომ შეთავაზებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტი განხორციელდება და კრედიტორთა უფლებები დაცულია ამ თავის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით, საყურადღებოა, რომ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებისა და გათვალისწინებული შედეგის დადგომისათვის აუცილებელია კუმულატიურად (ერთდროულად) ორი კომპონენტის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში კი სახეზე გვაქვს აღნიშნული ნორმის მხოლოდ „ა“ პუნქტით გათვალისწინებული რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების წინაპირობა (არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ მოწონებულია რებილიტაციის გეგმა), თუმცა სახეზე არ გვაქვს აღნიშნული ნორმის „ბ“ პუნქტით გათვალისიწინებული მოთხოვნა (სასამართლომ მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის გეგმა არ არის მიღწევადი და კრედიტორთა უფლებები ვერ იქნება დაცული).
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების სხვა გზით რეალიზაციის შემთხვევაში უფრო მეტი თანხის ამოღება მოსალოდნელი არ არის, გაკოტრების მმართველი აღნიშნული ქონების რეალიზაციას ახორციელებს აუქციონის გზით, ამ მუხლით დადგენილი წესით. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი რებილიტაციის გეგმის ეგრეთწოდებული გადაზღვევის მექანიზმი, როდესაც რეაბილიტაცია განხორციელდება მოვალის კუთვნილი მთელი უძრავი ქონების გასხვისების გზით და მიღებული შემოსავლით ყველა კრედიტორული მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება, აღნიშნულის განხორციელების საუკეთესო საშუალებაა რეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმით შეცვლა, ვინაიდან ამგვარი გადაწყვეტილებით თანაბრად იქნება დაცული როგორც მოვალის, ასევე კრედიტორთა ინტერესები.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის 95-ე მუხლის მიხედვით, რეაბილიტაციის რეჟიმი გაკოტრების რეჟიმით იცვლება, თუ რეაბილიტაციის გეგმა ამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდა.
შესაბამისად, საქმეში არსებული მასალების და რეაბილიტაციის გეგმის შესწავლის შემდეგ, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ფუნდამენტურ პრინციპს – კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიურ დაკმაყოფილებას რეაბილიტაციის გზით და იგი არ უნდა დამტკიცდეს. შესაბამისად, რეაბილიტაციის რეჟიმი უნდა შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11, 84-ე, 85-ე, 95-ე, 99-ე, 102-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე–285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოხდეს კონვერსია და რეაბილიტაციის რეჟიმი შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით.
2. რეაბილიტაციის ზედამხედველს, თორნიკე ართქმელაძეს (პ/ნ 37001055059), შეუწდეს უფლებამოსილება.
3. შერჩეულ იქნეს გაკოტრების მმართველი.
4. შპს „ჰეფის“ (ს/ნ 402084285) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
5. შპს „ჰეფის“ (ს/ნ 402084285) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - თამთა ივანიშვილი პ/ნ 01027029839, რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.
სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 129, მე-4 სართული, ტელეფონი: 595 70 71 33
ელ. ფოსტა: tivanishvili@gmail.com
რეესტრში რეგისტრაციის ნომერი P2109102
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.
7. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე, მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი, ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.
8. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან – 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული / არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.
9. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.
10. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
11. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.
12. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
13. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
14. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით, მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
15. რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსიის შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტორთა რეესტრი, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება გაკოტრების რეჟიმის მიზნებისთვის ძალას ინარჩუნებს.
16. განჩინება, რეაბილიტაციის რეჟიმის, გაკოტრების რეჟიმით შეცვლის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდზე; ასევე რეაბილიტაციის რეჟიმის, გაკოტრების რეჟიმით შეცვლის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის, გაკოტრების რეჟიმით შეცვლის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
17. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
18. თუ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა, კერძო საჩივრის შეტანის ვადა მისი გამოცხადების მომენტიდან დაიწყება.
19. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/).
მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი