📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №885
სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.027.017375
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/01/2023
matsne.gov.ge 1,242 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 02.05.2018 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 18.03.2015 საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 26.08.2025 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 20.09.2017 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 26.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №885 2023 წლის 6 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 თებერვლის №35 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის  დეპარტამენტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული მითითებებითა და დავალებებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 5🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II. დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო, კომერციულ და საოჯახო, მათ შორის ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების, კომერციულ საქმეებზე, საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების განხორციელება საქართველოს ორმხრივი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ან/და კეთილი ნების საფუძველზე; შესაბამისი კონვენციებით გათვალისწინებული ცენტრალური ორგანოს ფუნქციების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ცენტრალურ ორგანოებთან თანამშრომლობის განხორციელება, საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა, უფლებამოსილების ფარგლებში საჭირო სამართლებრივი დახმარების გაწევა; საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შუამდგომლობების განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების უფლებამოსილი ორგანოებიდან გამოთხოვა; ბ) სამინისტროს სისტემის კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების განხორციელება, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში განაჩენთა აღსრულების, მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა (გადმოცემის) და ექსტრადიციის საქმეების მართვა, კოორდინაცია და პირთა გადაცემის (გადმოცემის) ორგანიზება საქართველოს ორმხრივი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; გ) სამინისტროს სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია და საერთაშორისო ანგარიშების მომზადება, გარდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, აგრეთვე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა; დ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურების განსაზღვრაში მონაწილეობა, აგრეთვე, კანდიდატების შერჩევის პროცესის კოორდინაცია; ე) სამინისტროს სისტემის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაცია და მონიტორინგი; ვ) სამინისტროს სისტემის საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესრულება, შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; თ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების მართვა და კოორდინაცია, მათ შორის, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებთან კომუნიკაციის მიზნით საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ი) სამინისტროს სისტემის დონორებთან ურთიერთობის კოორდინაცია; კ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების განხორციელება და საბჭოს საქმიანობის შინაარსობრივი, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა; ლ) ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების განხორციელება და საბჭოს საქმიანობის შინაარსობრივი, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა; მ) ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, ცენტრის საქმიანობის ორგანიზება და ტექნიკური დახმარება; ნ) საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება და კომისიის საქმიანობის შინაარსობრივი, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა; ო) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება და კომისიის საქმიანობის შინაარსობრივი, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა; პ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში ურთიერთობის დამყარება და, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან; ჟ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა ამოცანების, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება. აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებათა და ცალკეულ დავალებათა შესრულება. თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 8🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციასა და მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; ე) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებსა და მოსაზრებებს; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; თ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე; ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; მ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას; ნ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესასრულებლად; პ) ხელმძღვანელობს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს; ჟ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; რ) უზრუნველყოფს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის; აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს და აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულებას. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველო; ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო. 2. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“, „ბ“, „კ“, „ნ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-6 მუხლის „გ“–„ი“, „ლ“, „მ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს მათ ან სხვა მასალებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) აკონტროლებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას; აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; ვ) უზრუნველყოფს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებების შესრულებას. 3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.