,,საქართაველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მიასის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№51-ორგ
სარეგისტრაციო კოდი
010.230.000.09.010.006.042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 05/09/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.09.010.006.042 

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება №51–ორგ

2003 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38  ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

    მუხლი 1

 „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, N50, 24.05.02 წ., მუხ. 471)  შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. რეგლამენტის 25-ე მუხლს სიტყვების „არაგეგმური რევიზია და შემოწმება” შემდეგ დაემატოს: „მათ შორის შემოწმებული ობიექტის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. არაგეგმური რევიზია-შემოწმება

არაგეგმური რევიზია და შემოწმება, მათ შორის, შემოწმებული ობიექტის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მომართვის, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლკების კონტროლის პალატების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, რის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოს.”.

2. რეგლამენტის 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. შემოწმებული ობიექტის განმეორებითი შემოწმება

შემოწმებული ობიექტის მოთხოვნის შემთხვევაში ობიექტის გადამოწმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.”.

    მუხლი 2

 ბრძანება გაეცნოს კონტროლის პალატის სტრუქტურულ ერთეულებს.

    მუხლი 3

 ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვლ. პატარიძე