პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის პენეტრაციის (შეღწევადობის) ტესტის ჩატარების წესისა და პერიოდულობის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 02.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 140000000.65.077.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.12.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი კობა კობიძე | საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების წესისა და პერიოდულობის დადგენის შესახებ“ პირველი და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დადგენის შესახებ პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დადგენის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი
დოკუმენტის ტექსტი
პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის პენეტრაციის (შეღწევადობის) ტესტის ჩატარების წესისა და პერიოდულობის დადგენის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სსიპ –
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის
ბრძანება №32
2022 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის პენეტრაციის (შეღწევადობის) ტესტის ჩატარების წესისა და პერიოდულობის დადგენის შესახებ
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის № 157 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
თანდართული სახით დამტკიცდეს პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის პენეტრაციის (შეღწევადობის) ტესტის ჩატარების წესი და პერიოდულობა.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსიკობა კობიძე