ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.12.2022
გამომცემი ორგანო სერტიფიკატის დანართის ფორმა შემუშავებულია ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და UNESCO/CEPES-ის მიერ. დანართის მიზანია უზრუნველყოს მიუკერძოებელი მონაცემები საერთაშორისო ,,გამჭვირვალობისა“ და კვალიფიკაციების (დიპლომების, ხარისხების, სერტიფიკატების და ა.შ.) სამართლიანი, აკადემიური და პროფესიული, ცნობის/აღიარების გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია აღწეროს ამ დანართის შესაბამის ორიგინალურ კვალიფიკაციაში მითითებული პირის მიერ გავლილი და წარმატებით დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამის ხასიათი, დონე, კონტექსტი, შინაარსი და სტატუსი. აღწერა თავისუფალი უნდა იყოს შეფასებითი დასკვნებისაგან, ეკვივალენტობის მტკიცებისა ან აღიარების შესახებ შეთავაზებისაგან. ინფორმაცია უნდა შეივსოს რვავე პარაგრაფში. თუ ინფორმაცია არ არის მოცემული, საჭიროა განიმარტოს მიზეზი.
ნომერი №134/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.12.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №134/ნ
2022 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ4“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
დანართი
ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესსა და ვეტერინარის სერტიფიკატის მონაცემებს.
მუხლი 2🔗. ვეტერინარის სერტიფიკატი
ვეტერინარის სერტიფიკატი შედგება
სერტიფიკატისა და სერტიფიკატის დანართისგან.
მუხლი 3🔗. ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი დაწესებულება
ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება), რომელშიც დაასრულა პირმა ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ან ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
უფლებამონაცვლე, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე.
მუხლი 4🔗. ვეტერინარის სერტიფიკატის მიღებაზე უფლებამოსილი პირი
ვეტერინარის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება და დაასრულებს ვეტერინარის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
მუხლი 5🔗. ვეტერინარის სერტიფიკატის მონაცემები
1. ვეტერინარის სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) მთელი ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით;
ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ვეტერინარის მომზადების სერტიფიკატის
სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ლოგო/გერბი), ვეტერინარის
მომზადების სერტიფიკატის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.
2. ვეტერინარის სერტიფიკატის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:
ა) დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, ვეტერინარის მომზადების სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“.
3. ვეტერინარის სერტიფიკატი შედგენილი უნდა იყოს ქართულ
და ინგლისურ ენებზე.
4. ვეტერინარის სერტიფიკატის სხვადასხვა ენაზე შედგენის მიუხედავად, გამოიყენება ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პირის ავთენტიკური ხელმოწერა.
5. ვეტერინარის სერტიფიკატზე უნდა მიეთითოს:
ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს ვეტერინარის სერტიფიკატის ზედა ცენტრალურ ადგილზე;
ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);
გ) დაწესებულების ლოგო/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ,,ვეტერინარის სერტიფიკატი“;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვეტერინარის სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);
ვ) პირის მიერ ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების
თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), აგრეთვე, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე;
ზ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც დაასრულა ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) მითითება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ და კრედიტების რაოდენობა;
ი) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, ასევე, ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღების სახელი, გვარი და ხელმოწერა, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელს;
კ) ადგილი, სადაც გაიცა ვეტერინარის სერტიფიკატი;
ლ) ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
მ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);
ნ) ვეტერინარის სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი ვეტერინარის სერტიფიკატებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში.
6. ცენტრის მიერ გაცემულ ვეტერინარის სერტიფიკატში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“, „თ“, „კ“, „ლ“, „ნ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება:
ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით);
ბ) ცენტრის ლოგო;
გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;
დ) ცენტრის ბეჭედი.
7. ვეტერინარის სერტიფიკატი ამ მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების/ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას/რეკვიზიტს/მონაცემს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი წარმოადგენს დაწესებულების სახელწოდებას ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის მომენტში. დაწესებულების გადაწყვეტილებით, ეს მონაცემი შეიძლება იყოს დაწესებულების ის სახელწოდება, რაც მას ჰქონდა პირის სწავლის პერიოდში ან მის მიერ ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მომენტში.
მუხლი 6🔗. ვეტერინარის სერტიფიკატის დუბლიკატი
1. ვეტერინარის სერტიფიკატის დუბლიკატი (შემდგომ – დუბლიკატი) გაიცემა იმ პირზე, რომლის ვეტერინარის სერტიფიკატი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.
2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება/ცენტრი.
3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ვეტერინარის სერტიფიკატის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. შტამპი „დუბლიკატი“ დაისმის როგორც ქართულ, ასევე იმ უცხოურ ენაზე, რომელ ენაზეც ივსება დაწესებულების მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა.
4. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება ვეტერინარის სერტიფიკატის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება ვეტერინარის სერტიფიკატებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში.
მუხლი 7🔗. ვეტერინარის სერტიფიკატის ფორმის, გაცემული ვეტერინარის სერტიფიკატისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია ვეტერინარის სერტიფიკატის
დამტკიცებული ფორმა გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე და ატვირთოს
უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომ – სისტემა ). დაწესებულება ვალდებულია ვეტერინარის სერტიფიკატის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში.
2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია ვეტერინარის სერტიფიკატის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში სისტემაში ატვირთოს ვეტერინარის სერტიფიკატის /დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე ასახოს შემდეგი მონაცემები: ვეტერინარის სერტიფიკატის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას სისტემაში ასახოს შესაბამისი ცვლილება.
მუხლი 8🔗. სერტიფიკატის დანართი
1. სერტიფიკატის დანართის რეკვიზიტები ქართულ ენაზე:
სერტიფიკატის დანართის ფორმა შემუშავებულია ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და UNESCO/CEPES-ის მიერ. დანართის მიზანია უზრუნველყოს მიუკერძოებელი მონაცემები საერთაშორისო ,,გამჭვირვალობისა“ და კვალიფიკაციების (დიპლომების, ხარისხების, სერტიფიკატების და ა.შ.) სამართლიანი, აკადემიური და პროფესიული, ცნობის/აღიარების გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია აღწეროს ამ დანართის შესაბამის ორიგინალურ კვალიფიკაციაში მითითებული პირის მიერ გავლილი და წარმატებით დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამის ხასიათი, დონე, კონტექსტი, შინაარსი და სტატუსი. აღწერა თავისუფალი უნდა იყოს შეფასებითი დასკვნებისაგან, ეკვივალენტობის მტკიცებისა ან აღიარების შესახებ შეთავაზებისაგან. ინფორმაცია უნდა შეივსოს რვავე პარაგრაფში. თუ ინფორმაცია არ არის მოცემული, საჭიროა განიმარტოს მიზეზი.
ა) კვალიფიკაციის მფლობელის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
ა.ა) გვარი:
ა.ბ) სახელ(ებ)ი:
ა.გ) დაბადების თარიღი: (დღე/თვე/წელი):
ა.დ) პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ან კოდი (თუ არსებობს):
ბ) კვალიფიკაციის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
ბ.ა) კვალიფიკაციის დასახელება და (თუ არსებობს) მინიჭებული წოდება:
ბ.ბ) კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სწავლის სფერო(ები):
ბ.გ) კვალიფიკაციის მიმნიჭებელი დაწესებულების დასახელება და სტატუსი:
ბ.დ) იმ დაწესებულების (თუ განსხვავდება ამ ქვეპუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისაგან) დასახელება და სტატუსი, რომელშიც განხორციელდა სწავლების პროცესი:
ბ.ე) სწავლების/გამოცდის ენა (ენები):
გ) ინფორმაცია კვალიფიკაციის დონის შესახებ
გ.ა) კვალიფიკაციის დონე:
გ.ბ) პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა:
გ.გ) დაშვების წინაპირობა:
დ) ინფორმაცია შინაარსსა და მიღწეულ შედეგებზე
დ.ა) სწავლების ფორმა:
დ.ბ) პროგრამის მოთხოვნები:
დ.გ) პროგრამის დეტალები: (მაგ., შესწავლილი მოდულები და ერთეულები) და მიღებული ინდივიდუალური ნიშნები/შეფასებები/კრედიტები: (თუ არსებობს, უნდა დაერთოს ოფიციალური ნიშნების ფურცელი (ტრანსკრიპტი));
დ.დ) შეფასებების სისტემა და, თუ შესაძლებელია, შეფასებების განაწილების ინსტრუქცია:
დ.ე) კვალიფიკაციის სრული კლასიფიკაცია:
ე) ინფორმაცია კვალიფიკაციის ფუნქციის შესახებ
ე.ა) დაშვება სწავლების შემდგომ საფეხურზე:
ე.ბ) პროფესიული სტატუსი (თუ ასეთი არსებობს):
ვ) დამატებითი ინფორმაცია
ვ.ა) დამატებითი ინფორმაცია:
ვ.ბ) დამატებითი ინფორმაციის წყაროები:
ზ) დანართის დამოწმება
ზ.ა) თარიღი:
ზ.ბ) ხელმოწერა/ხელმოწერები:
ზ.გ) თანამდებობა:
ზ.დ) ოფიციალური შტამპი ან ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით):
თ) ინფორმაცია უმაღლესი განათლების ეროვნული სისტემის შესახებ.
2. სერტიფიკატის დანართის რეკვიზიტები ინგლისურ ენაზე:
This Diploma Supplement model was developed by the European Commission, Council of Europe and UNESCO/CEPES. The purpose of the supplement is to provide sufficient independent data to improve the international ‘transparency’ and fair academic and professional recognition of qualifications (diplomas, degrees, certificates etc.). It is designed to provide a description of the nature, level, context, content and status of the studies that were pursued and successfully completed by the individual named on the original qualification to which this supplement is appended. It should be free from any value judgements, equivalence statements or suggestions about recognition. Information in all eight sections should be provided. Where information is not provided, an explanation should give the reason why.
ა) INFORMATION IDENTIFYING THE HOLDER OF THE QUALIFICATION
ა.ა) Family name(s):
ა.ბ) Given name(s):
ა.გ) Date of birth (day/month/ year):
ა.დ) Individual’s identification number or code (if available):
ბ) INFORMATION IDENTIFYING THE QUALIFICATION
ბ.ა) Name of qualification and (if applicable) title conferred:
ბ.ბ) Main field(s) of study for the qualification:
ბ.გ) Name and status of awarding institution:
ბ.დ) Name and status of institution (if different from the awarding institution) administering studies
ბ.ე) Language(s) of instruction/examination:
გ) INFORMATION ON THE LEVEL OF THE QUALIFICATION
გ.ა) Level of qualification:
გ.ბ) Official length of programme:
გ.გ) Access requirement(s):
დ) INFORMATION ON THE CONTENTS AND RESULTS GAINED
დ.ა) Mode of study:
დ.ბ) Programme requirements:
დ.გ) Programme details: (e.g. modules or units studied), and the individual grades/marks/credits obtained: (if this information is available on an official transcript this should be used here)
დ.დ) Grading scheme and, if available, grade distribution guidance:
დ.ე) Overall classification of the qualification:
ე) INFORMATION ON THE FUNCTION OF THE QUALIFICATION
ე.ა) Access to further study:
ე.ბ) Professional status (if applicable):
ვ) ADDITIONAL INFORMATION
ვ.ა) Additional information:
ვ.ბ) Further information sources:
ზ) CERTIFICATION OF THE SUPPLEMENT
ზ.ა) Date:
ზ.ბ) Signature(s):
ზ.გ) Capacity:
ზ.დ) Official stamp or seal (affixed voluntarily by legal entities of private law):
თ) INFORMATION ON THE NATIONAL HIGHER EDUCATION SYSTEM:
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის
,,თ“ ქვეპუნქტის შესავსებად საჭირო ინფორმაციის მისაღებად დაწესებულებამ უნდა მიმართოს ცენტრს.
4. დაწესებულებას უფლება აქვს გასცეს სერტიფიკატის დანართი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო რეკვიზიტების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების ლოგოს და იმ სერტიფიკატის ნომერს, რომლის დანართსაც ის წარმოადგენს, მაგრამ მან უნდა შეინარჩუნოს სერტიფიკატის დანართის ყველა პუნქტი და დაიცვას თანმიმდევრობა.