საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 28.02.1997
ძალის დაკარგვა 01.11.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).003.000000
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 28/02/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№
1
1997 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 53-ე და 54-ე მუხლებით განსაზღვრული საკითხების რეალიზაციის მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ“.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 199- წლის № ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი
ჯ. ხეცურიანი
დებულება
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ
თავი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება შემუშავებულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების წესს.
მუხლი 2🔗
ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 3🔗
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის მიზანია საქართველოში მიღებული ნორმატიული აქტების შესახებ უწყვეტი, სანდო, ამომწურავი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სწრაფი ინფორმაციის მიღება.
თავი II
საქართველოს ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შეტანის წესი
მუხლი 4🔗
სახელმწიფო რეესტრში შეტანას (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებისა) ექვემდებარება საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი.
მუხლი 5🔗
1. ა) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ნორმატიული აქტის ხელმოწერის შემდეგ ნორმატიული აქტი ოთხ (მათ შორის ერთი დედანი) ეგზემპლარად 10 დღის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეესტრში შესატანად.
ბ) სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე "Windows"-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: Geodumba, Cveulebrivy, DumbaMtavr ან Litnusx -ზომა 16.
2. საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიულ აქტს, თანახმად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, თან უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ ნორმატიული აქტის პროექტზე გაცემული სამართლებრივი დასკვნა.
მუხლი 6🔗
1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენა სავალდებულოა.
2. აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველად არის მითითებული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
მუხლი 7🔗
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი შედის შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს სახელწოდება;
გ) ნორმატიული აქტის სათაური;
დ) ნორმატიული აქტის სრული ტექსტი, გარდა „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნაწილისა;
ე) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი;
ვ) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედის ვადა (იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტი მოქმედს განსაზღვრული ვადით);
ზ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
თ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი;
ი) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
მუხლი 8🔗
„საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში, სახელმწიფო რეესტრის ძირითადი ნაწილში კი აღინიშნება მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "ა", "ბ", "ე" და "ი" ქვეპუნქტების მონაცემები.
მუხლი 9🔗
ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ამ დებულებით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში შეტანას.
მუხლი 10🔗
სახელმწიფო რეესტრი წარმოებს როგორც რეესტრის ჟურნალის, ისე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით.
მუხლი 11🔗
ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს უნდა იყოს აკინძული და ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ბეჭდით დამოწმებული. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იგი ასევე უნდა იყოს დამოწმებული იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის მიერ სათანადო წესით (იუსტიციის მინისტრის ბრძანება – 1999წ, სსმ, №43 (50) მუხ. 783).
თავი III. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭება
მუხლი 15🔗
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი ენიჭება საქართველოს ნორმატიულ აქტს სახელმწიფო რეესტრში შეტანისას.
მუხლი 16🔗
1. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20 ციფრიანი რიცხვისაგან: "000.000.000.000.", რომელთაგან პირველი სამი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი სამი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი ნორმატიული აქტის ქრონოლოგიურ ნომერს.
2. ნორმატიული აქტის ცალკეულ სახეობას მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
ა) საქართველოს კონსტიტუცია – 001
ბ) საქართველოს კონსტიტუციური კანონი – 002
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება – 003
დ) საქართველოს ორგანული კანონი – 004
ე) საქართველოს კანონი – 005
ვ) საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი – 006
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება – 007
თ) საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება – 008
ი) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება – 009
კ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება – 010
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება – 011
მ) საქართველოს მინისტრის ბრძანება – 012
ნ) აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება – 013
ო) ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია – 014
პ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება – 015
ჟ) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება – 016
რ) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება – 017
ს) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება – 018
ტ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს დადგენილება – ხელმძღვანელის ბრძანება – 019
უ) საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები – 020
ფ) საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებები – 021
მაგალითად: საქართველოს სახელმწიფო რეესტრში პირველი გატარდა საქართველოს კონსტიტუცია. მისი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი იქნება "010. 001. 000. 001", ვინაიდან "010" არის საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორში საკონსტიტუციო წყობილების საფუძვლების კოდის საერთო მაჩვენებელი, "001" -კონსტიტუციის კოდი, ხოლო 000.001" – ქრონოლოგიური ნომერი.
მუხლი 17🔗
საქართველოს ნორმატიულ აქტს, რომელიც შეტანილ იქნა სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, ნორმატიული აქტის მარჯვენა ზედა კუთხეში დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.
მუხლი 18🔗
1. ნორმატიულ აქტზე, რომელიც ქვეყნდება სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შემდეგ, აღნიშნული უნდა იქნეს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
2. მოქმედი საქვეუწყებო ნორმატიული აქტი, რომელიც გამოქვეყნებული არ ყოფილა, ექვემდებარება სავალდებულო გამოქვეყნებას სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.