„ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 ნოემბრის №44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მიღების თარიღი 07.12.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.162.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/12/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.12.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ილტოზაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 ნოემბრის №44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №48
2022 წლის 7 დეკემბერი
ქ. ახმეტა
„ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 ნოემბრის №44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 ნოემბრის №44 განკარგულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1.1 განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ“.
1.2 განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15-მე-17 პუნქტების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:“.
1.3 განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განხორციელდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება №1-100 დანართის სახით მოცემული სიტუაციური რუკების და დანართი №101-ით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების შესაბამისად, არაბული ციფრების გამოყენებით.“
1.4 განკარგულების მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
1.5 განკარგულების დანართი №48 – „სოფელი კოღოთო“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
1.6 განკარგულების დანართი №100 („სოფელი გუდაანთა“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
1.7 განკარგულებას დაემატოს დანართი №101 თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულება გაეგზავნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.akhmeta.gov.ge.
5. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. თელავი, აღმაშენებლის ქუჩა №41).
ახმეტის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე იოსები ქარუმაშვილი