„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2296-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
140030000.05.001.020747
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. დროებითი მოთავსების იზოლატორი

1. სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს დროებითი მოთავსების იზოლატორი (შემდგომ – იზოლატორი), რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან იმავე კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელის განთავსების აღსრულების უზრუნველყოფა და იზოლატორში განთავსებული პირის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.

2. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:

ა) იზოლატორის სამართლებრივი სტატუსი, ამოცანები, ფუნქციები და შინაგანაწესი, იზოლატორის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები;

ბ) იზოლატორში პირის მოთავსების წესი, მათ შორის, იზოლატორში მიღებისას პირის დაქტილოსკოპიური მონაცემების აღების, ფოტოსურათის გადაღებისა და მათი დამუშავების წესი;

გ) იზოლატორში მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერებისა და მისი ნივთების შემოწმების წესი;

დ) იზოლატორში მოთავსებული პირის პირველადი სამედიცინო შემოწმების წესი;

ე) იზოლატორში მოთავსებული პირის უფლებები და მოვალეობები;

ვ) იზოლატორში მოთავსებული პირის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის წესი;

ზ) იზოლატორში სხვა პირთა შესვლის წესი;

თ) იზოლატორში უსაფრთხოების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები;

ი) იმ ნივთების (საგნების), დოკუმენტებისა და  კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა ამანათის სახით მიღების უფლებაც აქვს იზოლატორში მოთავსებულ პირს ან რომელთა იზოლატორში მოთავსებულ პირთან შეტანაც იკრძალება;

კ) იზოლატორში პირის მოთავსების აღსრულების წესი და პირობები.

3. იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ პირთა მიმართ ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან იმავე კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელის იზოლატორში განთავსება;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 დეკემბერი 2022 წ.

N2296-IXმს-Xმპ