დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სათუნუქე და სამღებრო სამუშაოების საწარმოებლად ცნობების გაცემის სისტემის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 08.10.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №564
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).003.000106
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 17/10/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.10.1997 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | გაცემული ცნობის სერია, ნომერი |
დოკუმენტის ტექსტი
დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სათუნუქე და სამღებრო სამუშაოების
საწარმოებლად ცნობების გაცემის სისტემის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №564
1997 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებისსაწარმოებლად ცნობების გაცემის სისტემის მოწესრიგების შესახებ
მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის ადგილობრივი ორგანოების მიერ ბოლო პერიოდში დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მიღწეული დადებითი შედეგებისა, კვლავ ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან დამნაშავე მძღოლთა მიმალვის ფაქტებს. ბოროტმოქმედები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ადგილიდან მიმალული მძღოლები, სატრანსპორტო საშუალებებზე დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ავტოტექმომსახურების სადგურებსა და კერძო სახელოსნოებში ახერხებენ ყოველგვარი ცნობის გარეშე მათზე სათუნუქე და სამღებრო სამუშაოების ჩატარებას.
მოპარული და გატაცებული, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან გადამალული სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენის, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო ავტოტექმომსახურების სახელოსნოებში სათუნუქე და სამღებრო სამუშაოების შესაბამისი ცნობის გარეშე წარმოების აღკვეთის მიზნით ვბრძანებ:
1. დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს ავტოტექმომსახურების სადგურებს და კერძო სახელოსნოებს საგზაო პოლიციის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა (დანართი №1) სათუნუქე და სამღებრო სამუშაოების ჩასატარებლად.
2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ცნობა გაიცეს შემთხვევის მოხდენის ადგილის ტერიტორიალური საგზაო პოლიციის დანაყოფის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ.
3. თუ სატრანსპორტო საშუალება სათუნუქე ან სამღებრო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს სიძველის (კოროზიის) გამო, ცნობა გაიცეს მისი რეგისტრაციის (დროებითი აღრიცხვის) ადგილის მიხედვით საგზაო პოლიციის დანაყოფის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადებისა და საგზაო პოლიციის სახელმწიფო ავტოინსპექტორის მიერ შედგენილი „სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების აქტის“ საფუძველზე.
4. თუ სატრანსპორტო საშუალებამ დაზიანება მიიღო კანონსაწინააღმდეგო ქმედების (პირთა ფიზიკური ან სხვა რაიმე ზემოქმედების) შედეგად და საჭიროებს სათუნუქე ან სამღებრო სამუშაოების ჩატარებას, ცნობას გასცემს მისი რეგისტრაციის (დროებითი აღრიცხვის) ადგილის მიხედვით საგზაო პოლიციის დანაყოფის უფლებამოსილი თანამდებობის პირი სატრანსპორტო საშუალების დაზიანების გამომწვევ გარემოებათა შესახებ შესაბამისი შს ორგანოს (გამომძიებლის) მომართვისა და საგზაო პოლიციის სახელმწიფო ავტოინსპექტორის მიერ შედგენილი „სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების აქტის“ საფუძველზე.
5. დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებებზე აღნიშნული ცნობის გამცემ საგზაო პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვროს შესაბამისი შს ადგილობრივი ორგანოს (საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტომაგისტრალების განყოფილების კომპეტენტური თანამდებობის პირის) ბრძანებით.
ცნობა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ბლანკს. ცნობების მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა მოხდეს სპეციალურ ჟურნალში. (დანართი №2)
6. აფხაზეთისა და აჭარის შს მინისტრებმა, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, სამხარეო შს მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) უფროსებმა უზრუნველყონ აღნიშნული ბრძანების პირად შემადგენლობამდე დაყვანა მისი პრაქტიკული გამოყენების მიზნით.
7. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ და მის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს შს სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოს.
8. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
დანართი №1
ც ნ ო ბ ა ბმ № 00001
მიეცა მოქ. __________________________________________________________________
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
მასზედ, რომ 199 __ წ. „____“ _______________________________
_____________________________________________________________________________
(უჩვენეთ შემთხვევის ადგილი)
_______________________________________________________________________________
უჩვენეთ დაზიანების გამომწვევი მიზეზი (საგზ.-სატრ შემთხვევა) (სიძველე) (სხვა მიზეზი)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № _______________________________
ავტოტრანსპორტის მარკა _________________ სახ. ნომერი _________________________
ფერი ______________________ ძრავი № _____________ ძარა (შასი) № _______________
მიიღო შემდეგი მექანიკური დაზიანება:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
ცნობა გაიცა ავტოტექმომსახურების სადგურში (სახელოსნოში) წარსადგენად
______________________________________________________________________________
(თანამდებობა, წოდება, გ. ს. მ)
ბ. ა.
______________________
(ხელმოწერა)
„_____“ __________________ 199 წ.
დანართი №2
№
გაცემული ცნობის სერია, ნომერი
საგზაო-სატრანსპორტო (ან რაიმე სხვა) შემთხვევის მოხდენის დრო და ადგილი
შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვ. ოქმის ნომერი
დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება
ავტოსატრანსპორტო საშ. მიერ მიღებული მექანიკური დაზ. მოკლე აღწერა
სატრანსპორტო საშ. მესაკუთრის (მართლზ. მფლობელის ) გ. ს. მ და მისამართი
ცნობის გაცემის თარიღი
მარკა,
გამ. წელი
სახ. ნომერი
ძარის (შასის) და ძრავის ნომერი