საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის პროდუქციის სერთიფიკაციისას ურთიერთქმედების წესი

მიღების თარიღი 04.11.1996
გამომცემი ორგანო სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).000.000161
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 19/11/1996
matsne.gov.ge 635 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის პროდუქციის სერთიფიკაციისას ურთიერთქმედების წესი საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი  საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის პროდუქციის სერთიფიკაციისას ურთიერთქმედების წესი „ვამტკიცებ“ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ო. ხოფერია 1996 წ. „ვამტკიცებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი ნ. შავდია 1996 წ.  საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის პროდუქციის სერთიფიკაციისას ურთიერთქმედების წ   ე   ს   ი წინამდებარე წესი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (შემდგომში საქსტანდარტის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის (შემდგომში სახსან ზედამხედველობის) ურთიერთ მოქმედების შესახებ, პროდუქციის, მომსახურების (შემდგომში პროდუქციის) სერტიფიკაციის დროს. საქსტანდარტის და სახსანზედამხედველობა თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, დადგენილებებით, დებულებებით თავიანთი საქმიანობის შესახებ და წინამდებარე წესით წინამდებარე წესი არეგულირებს საქსტანდარტისა და სახსანზედამხედველობის ურთიერთობებს საქართველოს 1996 წლის 20.03. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, 1996 წლის 6 სექტემბრის „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიცაციის შესახებ“ კანონებისა და პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №380 და  1996 წლის 29 აგვისტოს  №568 ბრძანებულების „საქართველოს ტერიტორიაზე ნედლეულის, პროდუქციისა და ობიექტების სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციისა და რეგისტრაციის შემოღების შესახებ“ და „ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად. წესი ითვალისწინებს: 1. საქართველოს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის მოთხოვნების და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №380 ბრძანებულების შესაბამისად პროდუქციის სასერტიფიკაციო ორგანოებისა და საგამოცდო ლაბორატორიების (ცენტრების) საქსტანდარტის მიერ აკრედიტაციისას სახსანზედამხედველობის მიერ ამ ობიექტებზე (ლაბორატორიებზე) ჰიგიენური სერტიფიკატის არსებობას. 2. სახსანზედამხედველობა საზღვარგარეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულ ჰიგიენურ სერტიფიკატებს (ან ანალოგიური მედიკო-ბიოლოგიური მოთხოვნების განსაზღვრული დოკუმენტების) აღიარების შემდეგ შემთხვევებში: - თუ იმპორტიორი ქვეყნის და საქართველოში მოქმედი მედიკო-ბიოლოგიური ნორმები, წესები და სხვა მოთხოვნები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და გაფორმებულია ხელშეკრულება იმპორტიორი ქვეყნისა და საქართველოს შესაბამის სამსახურს შორის (სახსანზედამხედველობა) ჰიგიენური (ან სხვა შესაბამის დოკუმენტის) სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ. - ჰიგიენური სერტიფიკატის (ან სხვა შესაბამის დოკუმენტის) აღიარების ხელშეკრულების არსებობის იმპორტიორი ვალდებულია წარმოადგინოს მწარმოებელი ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცმული ჰიგიენური სერტიფიკატი (ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი) პროდუქციის სახეობაზე, რის საფუძველზეც საქართველოს სახსანზედამხედველობის ამ საქმიანობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოხდება პროდუქციის სახელმწიფო ჰიგიენური რეგისტრაცია და სერტიფიკაცია. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკაციისათვის პროდუქციის ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება აუცილებლობას არ წარმოადგენს. 3. სახსანზედამხედველობის მიერ მე-2 პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატი საფუძვლად ედება საქსტანდარტის მიერ იმპორტიორი ქვეყნის ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატის საბოლოო აღიარებას. 4. საქსტანდარტის მიერ აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატს გასცემენ სახსანზედამხედველობის მიერ გაცემული სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში. სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატი (ორიგინალი, ნოტარიულად ან სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის ბეჭდით დადასტურებული ასლი) თანმხლები დოკუმენტია ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატისა და თან ახლავს პროდუქციას მიმოქცევის მთელ სტადიაზე. საქსტანდარტის მიერ გაცემული ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ჰიგიენური სერტიფიკატის მოქმედების ვადას. 5. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები სავალდებულოა ქვეყანაში წარმოებულ, სარეალიზაციო, საექსპორტო და იმპორტული პროდუქციისათვის. 6. თუ იმპორტულ პროდუქციას გააჩნია სახსანზედამხედველობის მიერ წინასწარ გაცემული სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში სანიტარიულ-საკარანტინო სამსახურის მიერ შესაბამისი ერთიანი ფორმის აღნიშვნის შემდეგ მიემართება ტერმინალში, სადაც საქსტანდარტი იღებს გადაწყვეტილებას ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე. 7. თუ იმპორტულ პროდუქციას არ გააჩნია სახსანზედამხედველობის მიერ გაცემული სახელმწიფო ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობა და სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში სანიტარიულ-საკარანტინო სამსახურის მიერ შესაბამისი ერთიანი ფორმის აღნიშვნის შემდეგ ტვირთი მიემართება ტერმინალში სახელმწიფო ჰიგიენური რეგისტრაციის მოწმობის და სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის აუცილებელი პროცედურის გასავლელად. სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატის მიღების შემდგომ საქსტანდარტი იღებს გადაწყვეტილებას ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე. 8. სახელმწიფო ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესების დაცვაზე პასუხისმგებელია სახსანხედამხედველობის სამსახური. 9. სავალდებულო სერტიფიცირების დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას თავის კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს და მათში ცვლილებებს ახორციელებს საქსტანდარტი დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით, ხოლო სახელმწიფო ჰიგიენურ სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას განსაზღვრავს და მათში ცვლილებებს ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი.