ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალისა და დასაშვები კონცენტრაციის, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2027
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №564
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023775
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2022
matsne.gov.ge 1,049 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.2022 მიღება
01.01.2027 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
კომპონენტი პარამეტრული მნიშვნელობის სისწორე, % (შენიშვნა 1)
სტიბიუმი 25
დარიშხანი 10
ბარიუმი 25
კადმიუმი 10
ქრომი 10
სპილენძი 10
ციანიდები 10
ფტორიდები 5,0 (მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით)
ტყვია 10
მანგანუმი 10
ვერცხლისწყალი 20
ნიკელი 10
ნიტრატები 10
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მაჩვენებელი 89% 26.12.2014 ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 15.12.2022 ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 12.12.2022 „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი კერამიკული ნაწარმის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 14.11.2023 წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 20.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალისა და დასაშვები კონცენტრაციის, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №564 2022 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალისა და დასაშვები კონცენტრაციის, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალი და დასაშვები კონცენტრაცია, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესი“. მუხლი 2🔗 ნატურალური მინერალური წყლები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს 2028 წლის 1 ივნისამდე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალი და დასაშვები კონცენტრაცია, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესი მუხლი 1🔗 1. „ტექნიკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალი და დასაშვები კონცენტრაცია, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ნატურალურ მინერალურ წყლებში ბუნებრივად არსებული კომპონენტების ჩამონათვალს, რომლებიც არ წარმოადგენენ წყაროს დაბინძურების შედეგს და წარმოქმნიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შესაძლო რისკებს, ადგენს მათ დასაშვებ კონცენტრაციასა და ზოგიერთი კომპონენტისადმი ეტიკეტირების მოთხოვნებს. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ეს წესი ასევე განსაზღვრავს წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლებისათვის რკინის, მანგანუმის, გოგირდისა და დარიშხანის მოცილებისათვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების პირობებს და ამგვარად დამუშავებული წყლის ეტიკეტირებისადმი მოთხოვნებს. მუხლი 2🔗 1. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ნატურალურ მინერალურ წყლებსა და წყაროს წლებზე, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის და უფლებამოსილი ორგანოს მიერ ასეთად არის დადასტურებული. 2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) სამკურნალო მინერალურ წყლებზე; ბ) უშუალოდ წყლის მოპოვების ადგილზე, გეოთერმულ და ჰიდრომინერალურ დაწესებულებებში სამკურნალო მიზნით გამოყენებისთვის განკუთვნილ წყლებზე. მუხლი 3🔗 1. ნატურალურ მინერალურ წყალში იმ ბუნებრივად არსებული კომპონენტების ჩამონათვალი და მათი მაქსიმალური ზღვრები, რომელთა გადაჭარბებამ შესაძლებელია, რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, განსაზღვრულია ამ წესის დანართ №1-ით − „ნატურალურ მინერალურ წყალში ბუნებრივად არსებული კომპონენტები და მაქსიმალური ზღვრები, რომელთა გადაჭარბებამ შესაძლებელია, რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას“. 2. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, დანართ №1-ით განსაზღვრული კომპონენტების მაქსიმალური ზღვრის დადგენისას, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ წესის დანართ №2-ით − „სამუშაო მახასიათებლები (*) დანართ №1-ით განსაზღვრული კომპონენტების ანალიზისათვის“ განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 4🔗 1. ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტზე, რომელშიც ფტორის კონცენტრაცია აღემატება 1,5 მგ/ლ-ს, უნდა იყოს შემდეგი წარწერა: „შეიცავს 1,5 მგ/ლ-ზე მეტ ფტორს. არ არის მიზანშეწონილი ჩვილი ბავშვებისა და 7 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ რეგულარული მოხმარება“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ეტიკეტზე განთავსებულ უნდა იქნეს სავაჭრო დასახელებასთან უშუალო სიახლოვეს და უნდა იკითხებოდეს მკაფიოდ და გარკვევით. 3. ნატურალურ მინერალურ წყალზე, რომლის ეტიკეტზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნულია ინფორმაცია ფტორთან დაკავშირებით, შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალში მითითებულ უნდა იქნეს ფტორის ფაქტობრივი შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗 1. ინფორმაცია, ნატურალური მინერალური წყლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოზონით გამდიდრებული ჰაერით დამუშავების მეთოდის გამოყენების შესახებ, წინასწარ უნდა ეცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), რომელიც უზრუნველყოფს, რომ: ა) დამუშავების ამ მეთოდის გამოყენება დასაბუთებულია წყალში რკინის, მანგანუმის, გოგირდის და/ან დარიშხანის ნაერთების არსებობით; ბ) ბიზესოპერატორის მიერ გატარებული იქნება სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დამუშავების ამ მეთოდის გამოყენების ეფექტიანობა და უვნებლობა და მისი შემოწმების საშუალებას მისცემს სააგენტოს. 2. ნატურალური მინერალური წყლის ოზონით გამდიდრებული ჰაერით დამუშავება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) დამუშავება არ ცვლის ნატურალური მინერალური წყლის ძირითადი კომპონენტების ფიზიკურ-ქიმიურ შემადგენლობას; ბ) დამუშავებამდე ნატურალური მინერალური წყალი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს; გ) დამუშავების შედეგად არ წარმოიქმნება ნარჩენები, რომელთა რაოდენობა აღემატება ამ წესის დანართ №3-ით − „ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ოზონით გამდიდრებული ჰაერით დამუშავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების მაქსიმალური ზღვრები“ განსაზღვრულ რაოდენობებს ან არ წარმოიქმნება ისეთი ნარჩენები, რომლებიც შესაძლებელია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის წარმოქმნიდეს რისკებს. 3. ნატურალური მინერალური წყლის, რომელიც დამუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ოზონით გამდიდრებული ჰაერით, ეტიკეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: „წყალი დამუშავებულია ოზონით გამდიდრებული ჰაერით დაჟანგვის მეთოდით“. 4. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება წყაროს წყალზეც. დანართი №1 ნატურალურ მინერალურ წყალში ბუნებრივად არსებული კომპონენტები და მათი მაქსიმალური ზღვრები, რომელთა გადაჭარბებამ შესაძლებელია, რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას კომპონენტი მაქსიმალური ზღვარი (მგ/ლ) სტიბიუმი 0,0050 დარიშხანი 0,010 (საერთო რაოდენობა) ბარიუმი 1,0 ბორი − კადმიუმი 0,003 ქრომი 0,050 სპილენძი 1,0 ციანიდები 0,070 ფტორიდები 5,0 (მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით) ტყვია 0,010 მანგანუმი 0,50 ვერცხლისწყალი 0,0010 ნიკელი 0,020 ნიტრატები 50 ნიტრიტები 0,1 სელენი 0,010. დანართი №2 სამუშაო მახასიათებლები (*) დანართ №1-ით განსაზღვრული კომპონენტების ანალიზისათვის კომპონენტი პარამეტრული მნიშვნელობის სისწორე, % (შენიშვნა 1) პარამეტრული მნიშვნელობის სიზუსტე, (შენიშვნა 2) პარამეტრული მნიშვნელობის აღმოჩენის ზღვარი, % (შენიშვნა 3) შენიშვნა სტიბიუმი 25 25 25 დარიშხანი 10 10 10 ბარიუმი 25 25 25 ბორი იხილეთ დანართი №1 კადმიუმი 10 10 10 ქრომი 10 10 10 სპილენძი 10 10 10 ციანიდები 10 10 10 შენიშვნა 4 ფტორი 10 10 10 ტყვია 10 10 10 მანგანუმი 10 10 10 ვერცხლისწყალი 20 10 20 ნიკელი 10 10 10 ნიტრატები 10 10 10 ნიტრიტები 10 10 10 სელენი 10 10 10 (*) დანართ №1-ით განსაზღვრული კომპონენტების გაზომვისათვის გამოყენებული ანალიზური მეთოდები საშუალებას უნდა იძლეოდეს, გაზომილ იქნეს, სულ მცირე, ის კონცენტრაციები, რომელთა მნიშვნელობა პარამეტრული მნიშვნელობის ტოლი იქნება, სპეციფიკური სისწორის, სიზუსტისა და აღმოჩენის ზღვრით. ანალიზის მეთოდის მგრძნობელობის მიუხედავად, ანალიზის შედეგი გამოსახულ უნდა იქნეს, სულ მცირე, დანართ №1-ით დადგენილი კომპონენტების მაქსიმალური ზღვრის ათობითი ერთეულების ეკვივალენტური რაოდენობით. შენიშვნა 1 − სისწორე არის სისტემატური ცდომილება და წარმოადგენს მრავალჯერადი, დიდი რაოდენობით განმეორებითი გაზომვების საშუალო მნიშვნელობასა და ზუსტ მნიშვნელობას შორის სხვაობას. შენიშვნა 2 − სიზუსტე წარმოადგენს შემთხვევით ცდომილებას და, როგორც წესი, გამოხატულია როგორც ნიმუშის სტანდარტული გადახრა საშუალო მნიშვნელობიდან (პარტიაში და პარტიებს შორის). მისაღები სიზუსტე ფარდობითი სტანდარტული გადახრის ორმაგი მნიშვნელობის ტოლია. შენიშვნა 3 − აღმოჩენის ზღვარი: ან ფარდობითი სტანდარტული გადახრის სამმაგი მნიშვნელობა, ბუნებრივი ნიმუშის პარტიაში, რომელიც პარამეტრის დაბალ კონცენტრაციას შეიცავს; ან ფარდობითი სტანდარტული გადახრის ხუთმაგი მნიშვნელობა ახალ (ხელუხლებელ) პარტიაში; შენიშვნა 4 − მეთოდი საშუალებას უნდა იძლეოდეს, განსაზღვრულ იქნეს ციანიდების ყველა ფორმის საერთო (ჯამური) რაოდენობა. დანართი №3 ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ოზონით გამდიდრებული ჰაერით დამუშავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების მაქსიმალური ზღვრები დამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნაშთი მაქსიმალური ზღვარი (*) (მკგ/ლ) გახსნილი ოზონი 50 ბრომატები 3 ბრომოფორმები 1 (*) მაქსიმალურ ზღვრებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, ბოთლში ჩამოსხმის ან საბოლოო მომხმარებლისათვის განკუთვნილი შეფუთვის (დაფასოების) სხვა სახით მიწოდების დროს.