მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №567
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.023778
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 783 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ
აწარმოე საქართველოში
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის ,,ხალხური რეწვის დარგის განვითარება“ დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.10.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 29.05.2017 მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 29.05.2023 დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 16.01.2023 დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 17.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №567 2022 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2🔗 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტება ა) პროგრამა − „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“; ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში; გ) სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრი − პროგრამის ფარგლებში შექმნილი სივრცე, სადაც დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურება; დ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ე) მეწარმე სუბიექტი − პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღების მსურველი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მოთხოვნებს. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია თბილისსა და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნესუნარების განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას. მუხლი 3🔗. პროგრამის მიმართულებების აღწერა 1. სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მიერ გასაწევი მომსახურებები მოიცავს 3 მიმართულებას, ესენია: ა) საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) ბიზნესუნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა; გ) საინფორმაციო მომსახურების გაწევა. 2. საკონსულტაციო მომსახურების გაწევა მოიცავს კონკრეტული მეწარმე სუბიექტის დიაგნოსტიკას, მათ შორის და არამხოლოდ, არსებული პრობლემის იდენტიფიცირებას, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, საკონსულტაციო კომპანიის ჩართულობით, მასზე მორგებული მომსახურების მიწოდებასა და ამავე მომსახურების თანადაფინანსებას. 3. ბიზნესუნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა მოიცავს მეწარმე სუბიექტის საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი/გრძელვადიანი სემინარებისა და ლექციების/ტრენინგების მიწოდებას, მათ შორის და არამხოლოდ, ბიზნესშეხვედრების ორგანიზებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მასშტაბური ბიზნესკამპანიების ორგანიზებას და ამ მიზნებისათვის სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობას. 4. საინფორმაციო მომსახურების გაწევა მოიცავს, ერთი მხრივ, ურთიერთობისა და თანამშრომლობის დამყარებას როგორც ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ უწყებებსა და დონორ ორგანიზაციებთან, ხოლო, მეორე მხრივ, მეწარმე სუბიექტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის და არა მხოლოდ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნესსფეროს სიახლეებისა თუ სექტორული კვლევების თაობაზე. მუხლი 4🔗. მეწარმე სუბიექტის კრიტერიუმები 1. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად III ან IV კატეგორიის საწარმო, მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში; ბ) მისი ეკონომიკური საქმიანობის სახე თავსდება სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ჩამონათვალში; გ) არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი; დ) არ არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად I ან II კატეგორიის საწარმოს მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი; ე) არ აქვს სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე); ვ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. 2. სააგენტო უფლებამოსილია, სამინიტროსთან შეთანხმებით მოახდინოს ამ მუხლის პირველ პუნქტზე დამატებითი კრიტერიუმების, მათ შორის, პროგრამაში მონაწილეობის შემზღუდველი კრიტერიუმების დაწესება. მუხლი 5🔗. თანადაფინანსების მოცულობა და ლიმიტები 1. სამინისტროსთან შეთანხმებით გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიმართულებით მეწარმე სუბიექტისათვის მისაწოდებელი მომსახურებების ჩამონათვალი და ამ მომსახურებების დაფინანსებაში სააგენტოსა და მეწარმე სუბიექტის პროცენტული მონაწილეობის მაჩვენებლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიმართულების ფარგლებში მისაწოდებელი მომსახურების ღირებულებაზე სააგენტოს მიერ განსახორციელებელი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა, გარდა დიგიტალიზაციისა, თითოეული ბენეფიციარის შემთხვევაში, შეადგენს არა უმეტეს 10 000 ლარს, ხოლო დიგიტალიზაციის მიმართულებით − არა უმეტეს 25 000 ლარს. 3. თუ მეწარმე სუბიექტი დიგიტალიზაციასთან ერთად სარგებლობს სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებითაც, მის მიერ გამოსაყენებელი თანადაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 25 000 ლარს, აღნიშნულ შემთხვევაში, დიგიტალიზაციის გარდა, სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებ(ებ)ის ღირებულების თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა შეადგენს 10 000 ლარს. 4. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, საკონსულტაციო მომსახურებით ისარგებლოს რამდენიმეჯერ. ამასთან, აკრძალულია საკონსულტაციო მომსახურების ერთისა და იმავე მიმართულების ფარგლებში მისაწოდებელი მომსახურებ(ებ)ით  რამდენიმეჯერ სარგებლობა. მუხლი 6🔗. პროგრამის განხორციელება 1. პროგრამის კოორდინაციასა და განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო. 2. პროგრამის მართვას ახორციელებს სააგენტო, ამავე პროგრამისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად. 3. პროგრამაში მონაწილე მეწარმე სუბიექტებისათვის პროგრამით განსაზღვრული მომსახურებების განხორციელების წესს, ეტაპებს, ვადებს, პირობებს და ასევე ყველა სხვა დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ პროგრამით, განსაზღვრავს სააგენტო, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. პროგრამაში მონაწილეობა 1. პროგრამით დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი მიმართავს სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრს. 2. სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრი აფასებს მეწარმე სუბიექტის საჭიროებებს ამ პროგრამისა და ამავე პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოცემული სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად და სთავაზობს შესაბამის მომსახურებას. 3. შეთავაზებული მომსახურების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა, მეწარმე სუბიექტთან გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება. მუხლი 8🔗. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამა შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.