„გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2022 წლის 16 დეკემბერი ქ. ბათუმი |
„მუხლი 8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 20 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (20 წელი).“.
|