საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლემის, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №137/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/12/2022
matsne.gov.ge 331 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 09.09.2025 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 02.06.2017 სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 04.03.2019 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 12.07.2023 საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 07.11.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლემის, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №137/ნ 2022 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლემის, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №141/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ემბლემა, თანდართული  სახით. მუხლი 2🔗 1. სამსახურის ემბლემის (შემდგომ – ემბლემა) გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და ა.შ) ხდება სამსახურის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა)  სამსახურის ბლანკზე/დოკუმენტაციაზე; ბ) სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; გ) სამსახურის ვებგვერდზე; დ) სამსახურის ბეჭდვით გამოცემაზე, ფოტო- და ვიდეომასალაზე; ე) სამსახურის აბრებსა და ბანერებზე; ვ) სამსახურის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციასა და სამსახურებრივ ინვენტარზე; თ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ტანსაცმელზე, რომლის გამოსახვის წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბრენდირებისას, ემბლემის გამოსახვა დასაშვებია ფერთა გრადაციით. 4. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენების წესი შეიძლება დაზუსტდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლემა აღწერილობა: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლება წარმოადგენს ლაჟვარდის (ლურჯ) მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომელსაც გარს შემოუყვება ლაჟვარდის (ლურჯი) არშია. ფარის ცენტრში გამოსახულია მცირე ჰერალდიკური ფარი, რომლის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია წრიულად ხელჩაკიდებული ორი მეწამული (წითელი) და ორი ვერცხლის სტილიზებული ადამიანით შედგენილი ფიგურა. მრგვალი ჰერალდიკური ფარის ლაჟვარდის არშიაზე ქართული ანბანის ვერცხლის ასო-ნიშნებით ზედწარწერილია: „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“.