საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლემის, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №137/ნ |
|
2022 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №141/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ემბლემა, თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
|
1. სამსახურის ემბლემის (შემდგომ – ემბლემა) გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და ა.შ) ხდება სამსახურის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) სამსახურის ბლანკზე/დოკუმენტაციაზე; ბ) სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; გ) სამსახურის ვებგვერდზე; დ) სამსახურის ბეჭდვით გამოცემაზე, ფოტო- და ვიდეომასალაზე; ე) სამსახურის აბრებსა და ბანერებზე; ვ) სამსახურის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციასა და სამსახურებრივ ინვენტარზე; თ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ტანსაცმელზე, რომლის გამოსახვის წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბრენდირებისას, ემბლემის გამოსახვა დასაშვებია ფერთა გრადაციით. 4. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენების წესი შეიძლება დაზუსტდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აღწერილობა: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლება წარმოადგენს ლაჟვარდის (ლურჯ) მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომელსაც გარს შემოუყვება ლაჟვარდის (ლურჯი) არშია. ფარის ცენტრში გამოსახულია მცირე ჰერალდიკური ფარი, რომლის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია წრიულად ხელჩაკიდებული ორი მეწამული (წითელი) და ორი ვერცხლის სტილიზებული ადამიანით შედგენილი ფიგურა. მრგვალი ჰერალდიკური ფარის ლაჟვარდის არშიაზე ქართული ანბანის ვერცხლის ასო-ნიშნებით ზედწარწერილია: „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“.
|