,,მეფუტკრეობის შესახებ საქართვლოს კანონის შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 15.09.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-248
სარეგისტრაციო კოდი 340.080.000.11.113.006.076
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 23/09/2003
matsne.gov.ge 2,060 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,მეფუტკრეობის შესახებ საქართვლოს კანონის შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.080.000.113.006.076 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-248 2003 წლის 15 სექტემბერი ქ. თბილისი „მეფუტკრეობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცების შესახებ „მეფუტკრეობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „მეფუტკრეობის საწარმოს სანაშენედ ვარგისიანობის რეგისტრაციის ცნობის გაცემისა და სანაშენე საწარმოს სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი”. 2. დამტკიცდეს „საქართველოში წარმოებული ფუტკრის ჯიშის და ფუტკრის ყველა სახის საექსპორტო პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის წესისა და ფორმის შესახებ” თანდართული წესი. 3. სამინისტროს აპარატმა (გ. კერძევაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ტყეშელაშვილი დანართი №1 მეფუტკრეობის საწარმოს სანაშენედ ვარგისიანობის რეგისტრაციის ცნობის გაცემისა და სანაშენე საწარმოს სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი  მეფუტკრეობის საწარმოს სანაშენედ ვარგისიანობის შესახებ სარეგისტრაციო ცნობის გაცემისა და სანაშენე საწარმოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი (შემდგომში – რეგისტრაციის წესი) შემუშავებულია „მეფუტკრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე. „რეგისტრაციის წესი” არეგულირებს მეფუტკრეობის საწარმოს სანაშენედ ვარგისიანობის ცნობისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების საკითხებს.     მუხლი 1🔗. სარეგისტრაციო განაცხადი 1. სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტში (შემდგომში – დეპარტამენტი) (მისამართი: 380077 ქ.თბილისი, თამარაშვილის 15ა). 2. განაცხადის წარდგენა ხდება დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 3. „დეპარტამენტში” განაცხადის წარმდგენი შეიძლება იყოს უშუალოდ მეწარმე ან მისი უფლებამონაცვლე. 4. განაცხადი წარდგენილი შეიძლება იყოს წარმომადგენლის მიერ. 5. სარეგისტრაციო განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას (დამტკიცებული ფორმით); ბ) ცნობას საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესახებ; გ) სანაშენე საწარმოს ვეტერინარულ სერტიფიკატს; დ) ინფორმაციას საწარმოს პროდუქტიულობისა და მორფოლოგიური შესწავლის ზოოტექნიკურ აღრიცხვის შესახებ; ე) სასელექციო სამუშაოების ჩატარების მეთოდიკას. 6. თუ განაცხადი წარდგენილია წარმომადგენლის მიერ, განაცხადს თან ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი – რწმუნებულება, მინდობილობა, სხვა სახის ხელშეკრულება – გაფორმებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (განაცხადის დოკუმენტაციაში ბიოლოგიური ცნებები იწერება ლათინური შრიფტით, ბეჭდური ასოებით). 8. განცხადება „დეპარტამენტში” წარდგენილ უნდა იქნეს სამ ეგზემპლარად, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ბ, გ, დ, ე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია – ერთ ეგზემპლარად.     მუხლი 2🔗. განაცხადის ანალიზი 1. განაცხადის და განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ანალიზს აწარმოებს „დეპარტამენტი” და ღებულობს გადაწყვეტილებას. 2. „დეპარტამენტში” წარდგენილი განაცხადის ანალიზის დროს მოწმდება: ა) განცხადების შევსების სისწორე; ბ) წარდგენილი დოკუმენტების საკმარისობა; გ) დოკუმენტების შეთანხმებისა და დამტკიცების, მათი რეგისტრაციის სისწორე. 3. „დეპარტამენტის” მიერ განაცხადის ანალიზი ტარდება შეტანის დღიდან ორი კვირის ვადაში, რის შემდეგაც „დეპარტამენტი” იღებს გადაწყვეტილებას. 4. თუ განაცხადი არასწორადაა შევსებული, ან თანდართული დოკუმენტაცია არასრულია, „დეპარტამენტი” განაცხადს უბრუნებს განმცხადებელს, წერილობითი დასაბუთების თანხლებით. 5. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სანაშენე საწარმოს რეგისტრაციისათვის საჭიროა: ა) შესწავლის გეგმის შედგენა; ბ) სანაშენე საწარმოდან შესაბამისი ნიმუშების აღება; გ) შესაბამისისად აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა. 6. გადაწყვეტილების მიღების შესახებ „დეპარტამენტი” კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს განმცხადებელს.     მუხლი 3🔗. შესამოწმებელი ნიმუში 1. აკრედიტებული ლაბორატორია მეფუტკრეობის საწარმოს სანაშენედ ვარგისიანობის შემოწმებას ატარებს ნიმუშზე, რომელიც ტიპურია აღნიშნული საწარმოსათვის. 2. ლაბორატორიული შემოწმებისათვის ნიმუში აიღება ფუტკრის ოჯახების საერთო რაოდენობის 10%-დან თითოეულზე 15-20 ცალი მუშა ფუტკარი. 3. ნიმუშის აღება, ნიშანდება, დალუქვა (საჭიროების შემთხვევაში) და შესაბამისი აქტის გაფორმება ხორციელდება აკრედიტებული ლაბორატორიის წარმომადგენლების მიერ დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. შემოწმების ჩატარება 1. მეფუტკრეობის სანაშენე საწარმოდან აღებული ნიმუშის შემოწმებას ატარებს სათანადო აკრედიტებული ლაბორატორია. 2. ნიმუშის შემოწმება ხდება შემდეგ პარამეტრებზე: ა) დედა ფუტკრის საქართველოს სტანდარტთან შესაბამისობის დასადგენად, მოწმდება ჯიში, პოპულაცია ან ხაზი, განისაზღვრება მასა, წინაპრის კვერცხმდებლობა (მაქსიმალური კვერცხმდებლობის პერიოდში – მთავარი ღალიანობის დაწყებისას), შთამომავლობის შეფერილობა, ხორთუმის სიგრძე; ბ) ფუტკრის ოჯახისა და ამანათნაყარის საქართველოს სტანდარტთან შესაბამისობის დასადგენად, მოწმდება ჯიში, პოპულაცია ან ხაზი, მუშა ფუტკრის შეფერილობა, მასა. 3. მეფუტკრეობის საწარმოს სანაშენედ ვარგისიანობის დასადგენად, მოწმდება: ა) საფუტკრის ჟურნალი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ოჯახების განვითარების დინამიკა (მუშა ფუტკრის რაოდენობა), პროდუქტიულობა, დაავადების კეთილსაიმედოობა; ბ) სანუკლეუსე ჟურნალი (ნუკლეუსის ნომერი, დასახლების თარიღი, სადედის ან დედის მიცემის, დედის მიერ კვერცხდების დაწყების და განაყოფიერებული დედის ამოყვანის თარიღი); გ) ფუტკრის მორფოლოგიური შესწავლის მონაცემები (ფერი, ხორთუმის სიგრძე, თერგიტის სიგრძე-სიგანე, კუბიტალური ინდექსი) – ბოლო ორი წლის მონაცემები. 4. შემოწმების შედეგების საფუძველზე, ლაბორატორია ადგენს ოქმს, რომელსაც უგზავნის განმცხადებელს. 5. შემოწმების უარყოფითი შედეგი წარმოადგენს სანაშენე საწარმოს სარეგისტრაციო სამუშაოთა შეწყვეტის საფუძველს.     მუხლი 5🔗. მეფუტკრეობის საწარმოს სანაშენედ ვარგისად ცნობა 1. ლაბორატორიის დადებითი ოქმის საფუძველზე, „დეპარტამენტი” რეგისტრაციაში ატარებს სანაშენე საწარმოს და გასცემს ცნობას საწარმოს სანაშენედ ვარგისიანობის შესახებ (შემდგომში – სარეგისტრაციო ცნობა). 2. სარეგისტრაციო ცნობა ფორმდება დამტკიცებული ფორმის სპეციალურ ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერს „დეპარტამენტის” თავმჯდომარე. ხელმოწერა დასტურდება „დეპარტამენტის” ბეჭდით, რომელიც გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო სარეგისტრაციო ცნობის ასლი ინახება „დეპარტამენტში”. 3. სანაშენე საწარმოს მუშაობის მსვლელობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში (რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს საქართველოს სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე), განმცხადებელი წინასწარ ატყობინებს ამის შესახებ „დეპარტამენტს”, რომელიც დადგენილი წესით ამოწმებს სანაშენე საწარმოს აღნიშნულ ცვლილებებს და მონაცემები დადგენილი წესით შეაქვს არსებულ დოკუმენტაციაში.     მუხლი 6🔗. სარეგისტრაციო ცნობის მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა 1. გადაწყვეტილება სარეგისტრაციო ცნობის მოქმედების შეჩერების შესახებ არ მიიღება იმ შემთხვევაში, თუ „დეპარტამენტთან” შეთანხმებული მაკორექტირებული ღონისძიებებით დამამზადებელს შეუძლია აღმოფხვრას შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზი. 2. სარეგისტრაციო ცნობის მოქმედების შეჩერების, ან შეწყვეტის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას „დეპარტამენტი” წერილობით უგზავნის საწარმოს. 3. სარეგისტრაციო ცნობის მოქმედების შეჩერების დროს ა. „დეპარტამენტი”: ა.ა. აჩერებს სარეგისტრაციო ცნობის მოქმედებას და დროებით კრძალავს შესაბამისობის ნიშნის (ლოგო) გამოყენებას; ა.ბ. ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებათა შესრულების ვადას; ა.გ. აკონტროლებს სანაშენე საწარმოს მიერ მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულებას. ბ. სანაშენე საწარმო: ბ.ა. ადგენს გამოვლენილ შეუსაბამობათა მასშტაბს; ბ.ბ. „დეპარტამენტთან” ათანხმებს მის მიერ შემუშავებულ ღონისძიებებს გამოვლენილ შეუსაბამობათა აღმოსაფხვრელად; ბ.გ. წერილობით ატყობინებს „დეპარტამენტს” მაკორექტირებელ ღონისძიებათა შესრულების და მისი ეფექტიანობის შესახებ. 4. „დეპარტამენტის” მიერ დადგენილ ვადაში დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში აღდგენილი იქნება შეჩერებული რეგისტრაცია.     მუხლი 7🔗. აღრიცხვა და რეესტრი 1. სარეგისტრაციო შემოწმების შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტები და მასალები ინახება „დეპარტამენტში”. 2. „დეპარტამენტი” აწარმოებს გაცემული სარეგისტრაციო ცნობების აღრიცხვას სახელმწიფო რეესტრში. 3. სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში „დეპარტამენტის” მიერ გაიცემა სარეგისტრაციო ცნობის ასლი, რომელსაც იგივე იურიდიული ძალა აქვს, რაც დედანს. 4. სარეგისტრაციო ცნობის ასლი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც აღრიცხვაზე აჰყავს „დეპარტამენტს”.     მუხლი 8🔗. დავის გადაწყვეტა 1. მეფუტკრეობის საწარმოს სანაშენედ ვარგისიანობის რეგისტრაციის პროცესში წამოჭრილი სადავო საკითხების განხილვა წარმოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 საქართველოში წარმოებული ფუტკრის ჯიშის და ფუტკრის ყველა სახის საექსპორტო პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის წესისა და ფორმის შესახებ ფუტკრის ყველა სახის საექსპორტო პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის წესი (შემდგომში – სერტიფიკაციის წესი) შემუშავებულია „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ” და „მეფუტკრეობის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად.  „სერტიფიკაციის წესი” შემუშავებულია ფუტკრის ყველა სახის საექსპორტო პროდუქციის სახელმწიფო სტანდარტებთან ხარისხის შესაბამისობის სავალდებულო სერტიფიცირების განსახორციელებლად (საფუძველი: „მეფუტკრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მ.15, პ.3,4).     მუხლი 1🔗. სერტიფიკაციის ობიექტი 1. „სერტიფიკაციის წესის” ობიექტი არის ფუტკრის ყველა სახის საექსპორტო პროდუქცია: ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამანათნაყარი, სპერმა, ჭია, კვერცხი, თაფლი, ცვილი, ფუტკრის რძე, დინდგელი, შხამი და მისი კომპონენტები, ყვავილის მტვერი (საფუძველი: „მეფუტკრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მ.15, პ3,4; მ.3,ო).     მუხლი 2🔗. სერტიფიკაციის განაცხადი 1. ფუტკრის ყველა სახის საექსპორტო პროდუქციის (შემდგომში – საექსპორტო პროდუქცია) სერტიფიკაციის ჩასატარებლად განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტში (შემდგომში – დეპარტამენტი) (მისამართი: 380077 ქ.თბილისი, თამარაშვილის 15ა). 2. განაცხადის წარდგენა ხდება დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 3. „საექსპორტო პროდუქციის” ერთ პარტიაზე ხდება ერთი განაცხადის წარდგენა. 4. „დეპარტამენტში” განაცხადის წარმდგენი არის დაინტერესებული მხარე ან მისი წარმომადგენელი. 5. „საექსპორტო პროდუქციის” სერტიფიკაციის განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას (დამტკიცებული ფორმით); ბ) მეფუტკრეობის სანაშენე საწარმოს სარეგისტრაციო ცნობას; გ) „საექსპორტო პროდუქციის” მწარმოებლის საგადასახადო რეესტრში რეგისტრაციის ცნობას; დ) „საექსპორტო პროდუქციის” თანმხლებ დოკუმენტაციას. 6. განაცხადს თან ერთვის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის პროცედურისათვის დადგენილ საფასურის გადახდის შესახებ ცნობა, რომელიც შედის „საექსპორტო პროდუქციის” თვითღირებულებაში (საფუძველი: „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ” საქართველოს კანონის მ.16, პ.2). 7. თუ განაცხადი წარდგენილია წარმომადგენლის მიერ, განაცხადს თან ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი – რწმუნებულება, მინდობილობა, სხვა სახის ხელშეკრულება – გაფორმებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე (განაცხადის დოკუმენტაციაში ბიოლოგიური ცნებები იწერება ლათინური შრიფტით, ბეჭდური ასოებით). 9. განცხადება „დეპარტამენტში” წარდგენილ უნდა იქნეს სამ ეგზემპლარად, ხოლო ამ თავის მე-6 მუხლის ბ, გ, დ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია – ერთ ეგზემპლარად.     მუხლი 3🔗. განაცხადის ანალიზი 1. განაცხადის და განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ანალიზს შეტანის დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში აწარმოებს „დეპარტამენტი” და ღებულობს გადაწყვეტილებას, რის შესახებაც დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობებს განმცხადებელს. 2. „დეპარტამენტში” წარდგენილი განაცხადის ანალიზის დროს მოწმდება: ა) განცხადების შევსების სისწორე; ბ) წარდგენილი დოკუმენტების საკმარისობა; გ) დოკუმენტების შეთანხმებისა და დამტკიცების, მათი რეგისტრაციის სისწორე. 3. თუ განაცხადი არასწორადაა შევსებული, ან თანდართული დოკუმენტაცია არასრულია, „დეპარტამენტი” განაცხადს უბრუნებს განმცხადებელს, წერილობითი დასაბუთების თანხლებით. 4. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „საექსპორტო პროდუქციაზე” შესაბამისობის სერტიფიკატის გასაცემად საჭიროა შესწავლის გეგმის შედგენა.     მუხლი 4🔗. „საექსპორტო პროდუქციის” შემოწმება 1. განაცხადის ანალიზის დადებითი შედეგების შემთხვევაში „დეპარტამენტი” ღებულობს გადაწყვეტილებას „საექსპორტო პროდუქციის” სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების ჩატარების შესახებ. 2. სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, „დეპარტამენტი” წყვეტს მუშა ჯგუფში შემავალი სპეციალისტების რაოდენობას. 3. „საექსპორტო პროდუქციის” სახეობის მიხედვით, მუშა ჯგუფი სამი სამუშაო დღის ვადაში აწარმოებს „საექსპორტო პროდუქციის” სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას. 4. ადგილზე შემოწმების შედეგებს მუშა ჯგუფი ოქმის სახით წარუდგენს „დეპარტამენტის” თავმჯდომარეს. 5. „საექსპორტო პროდუქციის” თითოეული პარტიის ნიმუში ინახება „დეპარტამენტში”.     მუხლი 5🔗. შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა 1. შესაბამისობის სერტიფიკატი გაიცემა „საექსპორტო პროდუქციის” თითოეულ პარტიაზე. სერტიფიკატში მიეთითება ის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ის გაიცემა. 2. სერტიფიკაციაზე შემოწმების შედეგების მიხედვით, „დეპარტამენტი” ღებულობს გადაწყვეტილებას „საექსპორტო პროდუქციაზე” შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ან არ გაცემის თაობაზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) შემოწმების ოქმი; ბ) სანაშენე საწარმოს სარეგისტრაციო ცნობა (ფუტკრის სანაშენე საექსპორტო პროდუქციის შემთხვევაში); გ) ვეტერინარიული ცნობა. 3. თუ „საექსპორტო პროდუქციის” რომელიმე მაჩვენებელზე გარდა მასისა უკვე არსებობს სერტიფიკატი (რომელიც გაცემული ან აღიარებულია საქართველოს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემაში), ამ მაჩვენებელზე შემოწმება არ ტარდება, ხოლო აღნიშნული სერტიფიკატი მიეთითება. 4. შესაბამისობის სერტიფიკატი ფორმდება დამტკიცებული ფორმის სპეციალურ ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერს „დეპარტამენტის” ხელმძღვანელი. ხელმოწერა დასტურდება „დეპარტამენტის” ბეჭდით. შესაბამისობის სერტიფიკატის ასლი ინახება „დეპარტამენტში”. 5. „საექსპორტო პროდუქციის” პარტიაზე გაიცემა შესაბამისობის სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება პროდუქციის ვარგისიანობის ან შენახვის ვადით. 6. „საექსპორტო პროდუქციის” პარტიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში განმცხადებელი წინასწარ ატყობინებს ამის შესახებ „დეპარტამენტს”, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ამ პროდუქციის ახალი შემოწმების თაობაზე.     მუხლი 6🔗. შესაბამისობის ნიშანი 1. „საექსპორტო პროდუქციაზე” შესაბამისობის ნიშნის (ლოგო) აღნიშვნას ახორციელებს განმცხადებელი. 2. განმცხადებელს უფლება აქვს შესაბამისობის ნიშანი (ლოგო) გამოიყენოს რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემებში, ოფიციალურ ბლანკებზე, აბრებზე, ექსპონატების დემონსტრირებისას გამოფენებზე, ბაზრობებზე და ა.შ.     მუხლი 7🔗. აღრიცხვა და რეესტრი 1. „საექსპორტო პროდუქციის” შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტები და მასალები ინახება „დეპარტამენტში”. 2. „დეპარტამენტი” აწარმოებს გაცემული სერტიფიკატების აღრიცხვას რეესტრში. 3. მოთხოვნის შემთხვევაში სერტიფიკატის ასლი მოწმდება „დეპარტამენტის” მიერ.     მუხლი 8🔗. დავის გადაწყვეტა 1. სერტიფიკაციის პროცესში წამოჭრილი სადავო საკითხების განხილვა წარმოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტი შესაბამისობის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ნიშანი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––- (სახელმწიფო რეესტრის ნომერი) შესაბამისობის სერტიფიკატი ძალაშია „–––” ––––––––––––” 200 წლიდან             „–––” –––––––––––” 200 წლამდე წინამდებარე სერტიფიკატი ადასტურებს, რომ სათანადოდ იდენტიფიცირებული სანაშენე პროდუქცია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (სანაშენე პროდუქციის დასახელება, ჯიში, პროდუქციის კოდი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (პარტიის რაოდენობა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სასაქონლო თანმხლები დოკუმენტაციის რეკვიზიტები, სესსნ კოდი) დამამზადებელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (წარმოება, ორგანიზაცია, ფირმა, ქვეყანა) შეესაბამება ნორმატიული დოკუმენტების ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოთხოვნებს                    (ნორმატიული დოკუმენტის აღნიშვნა და დასახელება) განმცხადებელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (დასახელება, მისამართი) სერტიფიკატის გაცემის საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დამატებითი ინფორმაცია ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დეპარტამენტის თავმჯდომარე     ––––––––––––––––––––                 ––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა)                                      (სახელი, გვარი) ბ.ა. რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში № –––––––––––––––––––––––– „–––––” –––––––––– 200 წელი განაცხადი პროდუქციის შესაბამისობის შესახებ „-----”-------------- 200 წელი სანაშენე პროდუქციის დამამზადებელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (წარმოების დასახელება, მისამართი, ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რეკვიზიტები, კოდი, თანამდებობა, გვარი, ინიციალი) მისი პირადი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პროდუქცია –––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დასახელება (ტიპი, სახე, მარკა, პარტიის ნომერი და მოცულობა, დამზადების თარიღი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (დოკუმენტების აღნიშვნა და დასახელება, რომლითაც მზადდება პროდუქცია, კოდი) შეესაბამება მომხმარებელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის განცხადების მომენტისათვის მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების ყველა მოთხოვნას –––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ნორმატიული დოკუმენტის დასახელება და აღნიშვნა, მათ შორის, სანიტარიული ნორმების, წესების და სხვ.) განცხადება შესაბამისობის შესახებ გაფორმებულია –––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                                                                                            (დოკუმენტის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დასახელება და ნომერი) საწარმოს ხელმძღვანელი ____________________________                                                 ___________________________  (ხელმოწერა)                                                                                                           (გვარი, სახელი) ბ.ა.