საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით სასჯელის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელების ერთიანი წესის და სისტემის შემოღების მიზნით
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 13.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №468
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).003.000066
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 20/08/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.08.1997 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით სასჯელის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელების ერთიანი წესის და სისტემის შემოღების მიზნით
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №468
1997 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით სასჯელის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელების ერთიანი წესის და სისტემის შემოღების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიღებამდე დამტკიცდეს დროებითი ინსტრუქცია „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ სასჯელის მოხდის უზრუნველყოფის შესახებ იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთაც სასამართლოს განაჩენით ჩამოერთვათ გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლება“ (დანართი №1).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარმა სამმართველომ ორგანიზება გაუკეთოს აღნიშნული ინსტრუქციის შესწავლის გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციის მუშაკების მიერ.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის 1992 წლის 9 დეკემბრის №684 ბრძანება.
მინისტრი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის № 468
ბრძანებაზე
დროებითი ინსტრუქცია
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ სასჯელის მოხდის უზრუნველყოფის შესახებ იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთაც სასამართლოს განაჩენით ჩამოერთვათ გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლება.“
1. ინსტრუქცია განსაზღვრავს შინაგან საქმეთა ორგანოებში იმ მსჯავრდებულთა აღრიცხვის წესს, რომელთაც სასამართლოს განაჩენით ჩამოერთვათ გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლება.
2. კონტროლს სასამართლოს განაჩენის შესრულებაზე მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ახორციელებს გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექცია. იქ სადაც არ არის შექმნილი გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექცია, პოლიციის უფროსი ამ ფუნქციების შესრულებას ავალებს პროფილაქტიკის სამსახურს.
3. გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის აღსრულების საფუძვლად ითვლება კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
4. თუ უფლების აღკვეთა - დაიკავოს გარკვეული თანამდებობა ან ეწეოდეს გარკვეულ საქმიანობას - დანაშაულია თავისუფლების აღკვეთის დამატებით სასჯელად, მაშინ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული იხდის ძირითად სასჯელს, ვალდებულია თავისუფლების აღკვეთის ვადის დამთავრებამდე ოცი დღით ადრე (ან ძირითადი სასჯელის შეცვლისას უფრო მსუბუქი სასჯელით, რომელიც არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას) მსჯავრდებულის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაუგზავნოს სასამართლოს განაჩენის ასლი.
5. ცნობაში გათავისუფლების შესახებ, მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც დამატებით ზომად განესაზღვრებათ გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, აუცილებლად აღენიშნებათ დამატებითი სასჯელის ზომა, რომელიც დაუნიშნა სასამართლომ.
6. თუ უფლების ჩამორთმევა - დაიკავოს გარკვეული თანამდებობა ან ეწეოდეს გარკვეული საქმიანობის - დანიშნულია დამატებით სასჯელად, პირისათვის, რომელიც პირობითად არის მსჯავრდებული შრომაში სავალდებულო ჩაბმით, განაჩენით შესრულებას აკონტროლებს სპეციალური კომენდატურა.
7. სასამართლოდან, შრომა-გასწორების დაწესებულებებიდან ან სპეციალური კომენდატურიდან შემოსული განაჩენის ასლი რეგისტრაციაში ტარდება პოლიციაში შემოსული საბუთების ჟურნალში, მოხსენება პოლიციის უფროსს ან მის მოადგილეს და რეზოლუციით გადაეცემა შესასრულებლად გამასწორებელი სამუშაოების ინსპექციას. ასევე თანმიმდევრობით რეგისტრირდება მსჯავრდებულზე პოლიციის სხვა ორგანოებიდან მიღებული მასალებიც.
8. გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციაში აწარმოებენ იმ მსჯავრდებულთა აღრიცხვის ჟურნალს, რომლებსაც სასამართლოს განაჩენით აეკრძალათ დაიკავონ გარკვეული თანამდებობა ან ჩამოერთვათ გარკვეული საქმიანობის უფლება
(დანართი2) .
9. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული საბუთები (განაჩენის ასლები, ცნობები განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ადმინისტრაციის შეტყობინებები და სხვა) აღირიცხება პოლიციის საქმის წარმოების ერთიანი ნომენკლატურით გათვალისწინებულ ცალკე საქმეში.
10. მსჯავრდებულთა აღრიცხვის ჟურნალის შესაბამის გრაფაში აღინიშნება გვერდის ნომერი, რომლითაც საბუთებია აკინძული საქმეში.
11. განაჩენის ასლის მიღებისთანავე, გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექტორი ავსებს შესაბამის რეკვიზიტს ჟურნალში და დაუყოვნებლივ აგზავნის შეტყობინებას განაჩენის გამომტან სასამართლოში იმ მსჯავრდებულის აღრიცხვაზე აყვანის შესახებ, რომელსაც სასამართლოს განაჩენით აეკრძალა დაიკავოს გარკვეული თანამდებობა ან ჩამოერთვას გარკვეული საქმიანობის უფლება.
12. სასამართლოს განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექტორი ხუთი დღის ვადაში ამოწმებს:
ა. წარმოების, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას მსჯავრდებულთან, რომელსაც დაკავებული აქვს გარკვეული თანამდებობა ან ეწევა გარკვეულ საქმიანობას, რისი უფლებაც მან დაკარგა სასამართლოს განაჩენით.
ბ. განაჩენის შესაბამისად გაკეთებულ ჩანაწერს მსჯავრდებულის შრომის წიგნაკში, სადაც მითითებული უნდა იყოს, თუ არა ვადით, რა თანამდებობის დაკავება ან რა სახის საქმიანობა ეკრძალება მას.
გ. საწარმოდან, დაწესებულებიდან ან ორგანიზაციიდან პოლიციაში შეტყობინების შემოსვლას მსჯავრდებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, აქვს თუ არა მსჯავრდებულს დაკავებული ის თანამდებობა ან ეწევა იმ საქმიანობას, რომელიც აკრძალული აქვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შესაბამისად გარკვეული ვადით.
13. სასამართლოს განაჩენის შესრულების შემდგომი კონტროლისათვის გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექტორი აგზავნის პოლიციის საპასპორტო სამსახურში საკონტროლო ბარათს (დანართი 4) მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გასაკონტროლებლად, არკვევს მსჯავრდებულის შრომით დასაქმებას, შემდეგ, არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ ახდენს სასამართლო განაჩენის აღსრულების შემოწმებას მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის მიხედვით, რაზეც აკეთებს აღნიშვნას მსჯავრდებულის აღრიცხვის ჟურნალში.
14. მსჯავრდებულის ადმინისტრაციის ტერიტორიიდან წასვლის შემთხვევაში გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექტორი აგზავნის ამის შესახებ შეტყობინებას პოლიციაში მისი ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
15. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის, წარმოების, დაწესებულების ადმინისტრაცია არ ასრულებს სასამართლოს განაჩენს და არ ათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან პირს, რომელსაც ეკრძალება გარკვეული თანამდებობის დაკავება ან გარკვეული საქმიანობა, გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციის ინსპექტორი ამზადებს წარდგინებას (დანართი 5) ამ პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე თანამდებობიდან.
16. თუ მსჯავრდებულის სამუშაოზე მოწყობისას შრომის წიგნაკში არ არის შესაბამისი ჩანაწერი, პოლიცია ორგანიზაციის, დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ აკეთებს წარდგინებას მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის მიხედვით შრომის წიგნაკში ჩანაწერის შეტანის შესახებ სასამართლოს განაჩენის შესაბამისად (რის საფუძველზე, რა ვადით, რა თანამდებობაზე მუშაობდა და რა სახის საქმიანობა ეკრძალება მას) (დანართი 5)
17. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ეწევა საქმიანობას, რომლის უფლებაც მას სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული აქვს, გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექტორი წინადადებას აძლებს მას აღნიშნული საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე, აფრთხილებს მსჯავრდებულს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, ართმევს მას ხელწერილს, ხოლო ორგანიზაციის, დაწესებულების ან წარმოების წინაშე შედის წარდგინებით მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
18. თუ ორგანიზაციის, დაწესებულების ან წარმოების ადმინისტრაციამ პოლიციის წარდგინების შემდეგ არ გაათავისუფლა მსჯავრდებული თანამდებობიდან, რომლის დაკავება მას ეკრძალება სასმართლოს განაჩენით, ხოლო მსჯავრდებული გაფრთხილების შემდეგაც აგრძელებს იქ საქმიანობას, მაშინ გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექტორი ამის შესახებ მოახსენებს პოლიციის უფროსს შემდგომი რეაგირებისათვის.
19. მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული აქვს გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლება, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, საპასპორტო სამსახურის მუშაკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს გამსწორებელ სამუშაოთა ინსპექტორს, რომელიც საკონტროლო ბარათში აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.
20. საპასპორტო სამსახურიდან ინფორმაციის მიღების შემდეგ გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექტორი გამოითხოვს ბრალდების ასლს პოლიციიდან პირველი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და აჰყავს აღრიცხვაზე, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ, თუ მსჯავრდებული არ ჩავიდა ცნობაში მითითებულ საცხოვრებელ ადგილას - აკონტროლებს ბრალდების ასლის მიღებას ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
21. პოლიციის სხვა სამსახურის მუშაკი, რომელმაც გამოავლინა მსჯავრდებული ან თანამდებობის პირი, რომელიც არ ასრულებს სასამართლო განაჩენის გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციის ინსპექტორს, რომელიც ახორციელებს კონტროლს განაჩენის აღსრულებაზე.
22. პირი, რომელსაც დაუმთავრდა სასჯელის ვადა, მოწვეული უნდა იქნა პოლიციაში, სადაც მას უნდა გამოუცხადონ აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ და განემარტოს მისი უფლებები თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.
23. მსჯავრდებულის აღრიცხვიდან მოხსნის თარიღისა და საფუძვლების შესახებ კეთდება აღნიშვნა მსჯავრდებულთა სააღრიცხვო ჟურნალში.
შს სამინისტროს საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვის მთავარი
სამმართველო
დანართი; 2
---------------------------------------------------------------------------------------------------
პოლიციის დასახელება
ჟ უ რ ნ ა ლ ი
მსჯავრდებულთა აღრიცხვისა, რომელთაც სასამართლოს განაჩენით
ჩამოერთვათ გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული
საქმიანობის უფლება
დაიწყო „---„ „--------------“19 ---- წ.
დამთავრდა „------“---------19 --- წ.
გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი
საცხოვრებელი და სამუშაო (სასწავლებლის) ადგილი, დაკავებული თანამდებობა
რომელი თანამდ. დაკავება აქვს აკრძალული, რა სახის საქმიანობის უფლება აქვს ჩამორთმეულ. რა დროდან, რა ვადით
მსჯავრდებულის აღრიცხვაზე დადგომის თარიღი წარმოებიდან, დაწესებულებიდან, ან ორგანიზაციის ადმინისტრაციიდან სადაც მსჯავრდებული გათავისუფლდა გარკვეული თანამდებობიდან, რომლის დაკავებაც აეკრძალა. მოსული შეტყობინების თარიღი.
აღრიცხვაზე აყვანას შესახებ სასამართლოში გაგზავნილი შეტყობინების თარიღი.
თარიღი და წარდგინ. საფუძვ. გაგზავნილი საწ. დაწესებულ.ორგ. ადმინისტრ. მისამართით განაჩენის ასლი, გამოთხოვნის ასლი იმ მსჯავრდებულზე, რომელიც საცხ. ადგილზე, გამოსათხოვარი ორგ. დასახ. მასალების მოსვლის თარიღი.
ზომები განაჩენის შესრულების კონტროლზე და მისი ჩატარების თარიღი.
მსჯავრდებულის აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი და თარიღი
ნომენკლატურულ საქმეში ჩაკრული დოკუმენტების გვერდების ნომერი
დანართი 3
--------------------------------------------------------
სასამართლოს დასახელება
----------------------------------------------------------
მისამართი
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
------------------------------------
გაცნობებთ, რომ მოქალაქე -------------------------------------------------------
გვარი, სახელი, მამის სახელი
მსჯავრდებული ------------------------------------------------ სასამართლოს
მიერ „----“ --------------19 --- წ. სისხლის სამართლის კოდექსის -----------
მუხლით, აყვანილია აღრიცხვაზე „----“ ------------- 19----წ.
----------------------------------- უფროსი
პოლიციის დასახელება
--------------------------------------------
წოდება, გვარი, ინიციალები
---------------------------------------------
ხელმოწერა
„----“-------- 19 -----წ.
დანართი 4
ს ა კ ო ნ ტ რ ო ლ ო ბ ა რ ა თ ი
იმ პირებზე, რომელსაც სასამართლოს განაჩენით ჩამოერთვა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლება
1. გვარი ---------------------------------------------------------------------------------
2. სახელი -------------------------------------------------------------------------------
3. მამის სახელი ------------------------------------------------------------------------
4. საცხოვრებელი ადგილის მისამართი --------------------------------------------
5. სასჯელის ვადის დაწყების თარიღი „----“------------ 19----წ.
6. სასჯელის ვადის დამთავრების თარიღი „----“ --------------- 19-----წ.
7. ამოწერილია საცხოვრებელი ადგილიდან ------------------------- რის შესახებაც
ეცნობა ------------- გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციას.
პოლიციის დასახელება
ბარათი შეადგინა ---------------------------------------------------------
თანამდებობა, გვარი, ინიციალები
„----“ ------------------------ 19---წ.
დანართი 5
----------------------------------------------------------------------
საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის
-------------------------------------------------------------------------------------
დასახელება, მისამართი, სახელმძღვანელოს
----------------------------------------------------------------------------------------
გვარი და ინიციალები
წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა
------------------- განაჩენის თანახმად, მოქ. --------------------------------------------
გვარი, ინიციალები
ეკრძალება -----------------------------------------------------------------------------------
აღინიშნება, რა თანამდებობის დაკავება ეკრძალება,
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ან რა საქმიანობის უფლება ჩამოერთვა
შემოწმებით დადგინდა დარღვეულია დებულება სისხლის სამართლის სასჯელით დასჯის პირობების და წესის შესაბამისად, რომელიც არ ითვალისწინებს შრომა-გამოსწორებით ზემოქმედებას ბრალდებულზე.
-----------------------------------------------------------------------------------------------------
აღინიშნება სასამართლოს განაჩენის რა ნაწილი არ სრულდება
წინადადებას გაძლევთ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ სასამართლოს განაჩენის შესრულება, რის შესახებაც აცნობეთ ------------ პოლიციის განყოფილებას.
-------------------------------------- უფროსი
პოლიციის დასახელება
„-----“ ------------------------ 19 -------წ.
---------------------------------------------------
წოდება, გვარი, ინიციალები
---------------------------------------------------
ხელმოწერა
დანართი 6
ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი
მე, მოქალაქე -----------------------------------------------------------------------------------
გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბ. წელი
მსჯავრდებულის ------------------------------------------------------- სასამართლოს მიერ
სასამართლო ორგანოს დასახლება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ------------------
მუხლით გაფრთხილებული ვარ, რომ სასამართლოს განაჩენით აკრძალული საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში მიცემული ვიქნები სისხლის სამართლის პასუხისგებაში, სისხლის სამართლის კოდექსის ------------- მუხლით.
„------“ --------------- 199 ---- წ.
-------------------------------------------------
მსჯავრდებულის ხელმოწერა
ხელმოწერა ჩამოერთვა -------------------------------------------------------------
თანამდებობა, წოდება, გვარი
„-------“ ----------------------- 19 ----წ.
-------------------------------
ხელმოწერა