„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016581
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2022 წლის 19 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020  წლის  20 იანვრის  №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 23/01/2020, 190020020.35.158.016492) დამტკიცებულ  დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ  მუხლ პირველ  პუნქტს  დაემატოს  „ვ“ ქვეპუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შიზოტიპური აშლილობა.“

2. მე-10  მუხლის:

 ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ბენეფიციარებს სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის დახმარება გაეწევათ – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.“

ბ) 91პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9​1. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის წლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.“

3. მე-10 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ მოქალაქეების, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის გამავლობაში  არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (აქედან მედიკამენტური მკურნალობისთვის - არაუმეტეს 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით).“

4. მე-12  მუხლ პირველ  პუნქტს  დაემატოს  „ბ1“ ქვეპუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1)უკიდურესად შეჭირვებული ოჯაები, რომელთაც ჰყავთ სასკოლო ასაკის ბავშვები, სასკოლოდ შესაბამისი საჭიროებების შესაძენად ერთჯერადად, ოჯახის/თემის  სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე- 300 (სამასი) ლარის ოდენობით;“

5. მე-13  მუხლ პირველ  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით  ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა  ერთჯერადი მატერიალური დახმარება  1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.“

6. დადგენილებას დაემატოს მე-15 და მე-16 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა

1. მუნიციპალიტეტის, ასევე ნებისმიერი შესაბამისი ორგანიზაციის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისიპლინალური განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით და აუცილებელია ზემოხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება არაუმეტეს 2500(ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად.

2.ბავშისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინალური განხილვის საფუძველზე წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის განმხილველი სამუშაო ჯგუფი.

მუხლი 16. მარტოხელა მშობლის ყოველთვიური მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა

1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ  მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ბენეფიციარმა, მისი   ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები (განმცხადებლის).

3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

4.  ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი