საქართველოს კანონის “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის N596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს “ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებულ ნაკეთობათა გაყიდვის წესები”

მიღების თარიღი 19.12.1996
გამომცემი ორგანო ეკონომიკის სამინისტრო
ნომერი №№135/330
სარეგისტრაციო კოდი 000000160.01(2).000.000203
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 23/01/1997
matsne.gov.ge 670 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის N596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს “ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებულ ნაკეთობათა გაყიდვის წესები” საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  ერთობლივი ბრძანება №135/330 1996 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებულ ნაკეთობათა გაყიდვის წ ე ს ე ბ ი“ I. ძირითადი დებულებები 1.1. წინამდებარე წესები შემუშავებულია საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ შესაბამისად. 1.2. წინამდებარე წესები არეგულირებენ ურთიერთობების გამყიდველსა და მყიდველს შორის საიუველირო სამკაულების, მაგიდის სერვისის საგნების, და სხვა ნაკეთობების, რომლებიც დამზადებულია ოქროსაგან, ვერცხლისაგან, პლატინისაგან და მისი შენადნობებისაგან, ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული ნაკეთობების (ბრილიანტი, საფირონი, ლალი, ზურმუხტი. მარგალიტი და სხვა), ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაკეთობების, რომლებშიც ჩასმულია ნახევრადძვირფასი, საიუველირო და სინთეტიკური ქვები, საათების, რომელთა კორპუსი დამზადებულია ძვირფასი ლითონებით, ყიდვა-გაყიდვას. 1.3. წინამდებარე წესები ადგენენ ძირითადი მოთხოვნებს გამყიდველებისადმი, რომლებიც ახორციელებენ თავის საქმიანობას ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ნაკეთობათა ვაჭრობის სფეროში. მიუხედავად საკუთრების ფორმისა. 1.4. გამყიდველი აწარმოებს ძვირფასი ქვებისა და ლითონებისაგან დამზადებული ნაკეთობებით ვაჭრობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე დადგენილი წესით. II. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 2.1. ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან დამზადებულ ნაკეთობათა გაყიდვა იწარმოება მხოლოდ სპეციალიზებულ საიუველირო მაღაზიებში, განყოფილებებში, სექციებში, უზრუნველყოფილია აღრიცხვა, აღნიშნულ ფასეულობათა საიმედო შენახვა და სათანადო პირობები მათი არჩევისა მყიდველის მიერ. 2.2. სპეციალიზებულ საიუველირო მაღაზიებში, განყოფილებებსა და სექციებში მყიდველთათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი ძვირფასი ქვებისა და ლითონების ნაკეთობების სრულყოფილი ჩვენება. მყიდველებისათვის უფრო მოხერხებული რომ იყოს საიუველირო სამკაულები მაგიდის სერვისის საგნების და სხვა ნაკეთობების დათვალიერება, ისინი დაჯგუფებული უნდა იყოს დანიშნულების მიხედვით. 2.3. სავაჭრო დარბაზში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული ინფორმაცია ძვირფასი ქვებისა და ლითონებისაგან დამზადებულ ნაკეთობათა დაწესებული სინჯების შესახებ, ლიცენზია ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან დამზადებული ნაკეთობების ვაჭრობის ნებართვის შესახებ და სხვა მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაცია. 2. ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან დამზადებულ ნაკეთობათა გაყიდვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე არის ამოტვიფრული დამამზადებლის სახელობითი მაჩვენებელი და სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის სინჯის აღმნიშვნელი დამღა. ასეთივე დამღა უნდა გააჩნდეს იმპორტული ნაკეთობებს. 2.5. ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან დამზადებული ნაკეთობათა დარბაზში გატანამდე უნდა მოხდეს მათი წინასავაჭრო მომზადება, რომელიც მოიცავს ნაკეთობათა შემოწმებას, მათზე დადგენილი სასინჯი დამღის, პლომბის, იარლიყის არსებობას, დახარისხებას ზომის მიხედვით. 2.6. გამყიდველმა დახმარება და კონსულტაცია უნდა გაუწიოს ნაკეთობის არჩევისას მყიდველს, გააცნოს მას გაყიდვაში არსებული ნიმუშები. ძვირფასი ქვებისა და ლითონებისაგან დამზადებული სამკაულები მომხმარებელზე უნდა გაიცეს შეფუთული სახით. გამყიდველმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მყიდველს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფას ქვებისაგან დამზადებული ნაკეთობების მოვლის წესის შესახებ. გამყიდველს შეუძლია შესთავაზოს მყიდველს დამატებითი მომსახურების მთელი კომპლექსი (ამოტვიფრა, შეკვეთის წინასწარი მიღება, საჩუქრის მიტანა, გადატანა და სხვა სახის მომსახურება). 2.7. ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან დამზადებული, გაყიდული ნაკეთობანი გაცვლას ან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათში აღმოჩნდება ისეთი ნაკლოვანებები, რაზედაც არ მიუთითებია გამყიდველს (ქვის სუსტი დამაგრება. საყურის ჩამკეტის სუსტი დამაგრება და სხვა), შეუსაბამობა სახელმწიფო სასინჯ დამღასა საიუველირო შენადნობის ფაქტობრივ სინჯს შორის. 2.8. ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან დამზადებულ ნაკეთობაში ხარვეზის, დაზიანების შემთხვევაში, რომელიც არ იყო მითითებული გამყიდველის მიერ, მყიდველს აქვს უფლება ყიდვისას შეცვალოს ნაკეთობა ანალოგიურით ან შეიძინოს სხვა ნაკეთობა შესაბამისი შესასყიდი ფასის ფარგლებში, ან მათში უსასყიდლოდ უნდა აღმოიფხვრას ხარვეზი, ან შესაბამისად შემცირდეს შესასყიდი ფასი. მყიდველს აგრეთვე აქვს უფლება დაარღვიოს შეთანხმება ყიდვა-გაყიდვის შესახებ ზარალის ანაზღაურებით. მყიდველის მითითებული მოთხოვნები განიხილება სასაქონლო ქვითრის წარდგენის შემდეგ. 2.9. გამყიდველის მიერ ნაღდი ფულის მიღება მყიდველისაგან მიყიდული ნაკეთობის საზღაურად ხორციელდება საკონტროლო-საკასო მანქანების გამოყენებით. გამყიდველი ვალდებულია მისცეს მყიდველს მიყიდულ ნაკეთობაზე ქვითარი და სასაქონლო ქვითრის ასლი სავაჭრო ორგანიზაციის აღნიშვნით და გამყიდველის ხელმოწერით. სასაქონლო ქვითრის ასლში უნდა იყოს მითითებული ნაკეთობის დასახელება, არტიკული, ფასი და გაყიდვის თარიღი, გამყიდველის ხელმოწერა და სავაჭრო ორგანიზაციის შტამპი. 2.10. ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან დამზადებული ნაკეთობის საკომისიო ვაჭრობა წარმოებს არასასურსათო საქონლის საკომისიო ვაჭრობის წესის შესაბამისად. III. გამყიდველის პასუხისმგებლობა 3.1. გამყიდველი პასუხისმგებელია მყიდველის წინაშე ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან დამზადებული ნაკეთობათა გაყიდვის წესების დარღვევის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3.2. ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან დამზადებული ნაკეთობანი, რომლებიც მიღებულია გაყიდვაში სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ან შეფასების ოქმის გარეშე, ექვემდებარებიან დალუქვასა და გაგზავნის სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში. IV. კონტროლი 4.1. წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა საქართველოს ფინანსთა მინისტრი  დ. იაკობიძე