საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მიასის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№495
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.117.006.101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 01/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.006.101

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №495

2003 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნას შედეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

1. საგადასახადო დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების აკრეფას და შესაბამისი დონის ბიუჯეტებში მათ დროულ და სრულ შეტანას, საქართველოს საგადასახადო სივრცეში ახორციელებს საქონლის (მომსახურების, სამუშაოების) აღრიცხვას, მონიტორინგს და დაბეგვრას,  მოქმედი კანონმდელობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის; ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას; შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ინსტრუქციების პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებებს; მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში და აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტიანობას; შეიმუშავებს დებულებებსა და პროგრამებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ, გადამხდელთა დახმარების პროგრამებს, დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდებს; იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ; კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოებში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საგადასახადო საჩივრების განხილვისას დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასამართლოებში საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებებზე გადამხდელთა აპელაციის განხილვაში; ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო კონტროლს, კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღების და დაყადაღებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის საკითხებს; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აწარმოებს მოკვლევას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე; ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი”.

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა  საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისა) და მის ოპერატიულ მართვას დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმედებას. საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.”

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს “ო)” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

“ო) ოპერატიული სამსახური”.

5. მე-5 მუხლს დაემატოს მე-14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“14. ოპერატიული სამსახური მისი სტრუქუტურული ქვედანაყოფების მეშვეობით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

1. დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის მიზნით;

2. აწარმოებს მოკვლევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე.

3. საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევათა ჩამდენი პირის ან პირების გამოვლენას, დადგენასა და დაკავებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საგადასახადო დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქმის წაროებასა და გადაწყვეტილების მიღებას.

4. საგადასახადო დეპარტამენტისა და მისდამი ქვემდებარე საგადასახადო ორგანოების თანამშრომლების უსაფრთხოებასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვას.

5. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ანალიზის საფუძველზე დარღვევათა ხელშემწყობი პირობების გამოვლენას.

6. ოპერატიული ინფორმაციის დამუშავებასა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას.

7. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გადაადგილების აღკვეთას.

8 “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა ან/და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.

მ. გოგიაშვილი