⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.02.2011)
გაუქმებულია:

სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.1999
ძალის დაკარგვა 21.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №357
სარეგისტრაციო კოდი 000000410.01(2).003.000995
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71(78), 29/12/1999
matsne.gov.ge 1,168 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.1999 მიღება
21.02.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №357 1999 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის "ბ.ვ." ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედეს 2000 წლის 1 იანვრიდან. მინისტრი     ჯონი ხეცურიანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სპეციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მსჯავრდებულთა დაცვას, მსჯავრდებულთა და პატიმართა ბადრაგირებას. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (ტექსტში შემდგომ – მინისტრი) ბრძანებები, ეს დებულება, სამსახურის წესდება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები. მუხლი  2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება მინისტრს, დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში და თავის საქმიანობას ახორციელებს მათი უშუალო ხელმძღვანელობით. 2. სამსახურის უფროსსა და მოსამსახურეებს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამსახურის სტრუქტურაშია შემდეგი განყოფილებები: ა) დაცვისა და პირადი შემადგენლობის მომზადების; ბ) საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის; გ) ბადრაგირების. 4. დაცვისა და პირადი შემადგენლობის მომზადების განყოფილება ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა დაცვის ორგანიზებას, ახორციელებს მოსამსახურეთა პროფესიულ და ფიზიკურ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. 5. საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება აწესრიგებს კავშირგაბმულობის, დაცვის სიგნალიზაციისა და კინოლოგიური სამსახურის საკითხებს, წარამართავს ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურის იარაღით, საინჟინრო-ტექნიკური, კავშირგაბმულობისა და სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით. 6. ბადრაგირების განყოფილება ახდენს მსჯავრდებულთა ბადრაგირების ორგანიზებას. 7. სამსახურის განყოფილებები ხელმძღვანელობენ და აკონტროლებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების დაცვის დანაყოფების შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას. მუხლი  3🔗. სამსახურის დანაყოფის სტრუქტურა 1. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამსახურის ფუნქციებს ფუნქციონალური სპეციალიზაციის პრინციპის საფუძველზე უშუალოდ ახორციელებენ სამსახურის შესაბამისი დანაყოფები. 2. დანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობრივად ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სამსახურის უფროსს, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილეს დაცვისა და ბადრაგირების დარგში. 3. დანაყოფები იყოფა შემდეგ სპეციალიზებულ სახეობებად: ა) დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფი; ბ) ბადრაგირების დანაყოფი. 4. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფები იქმნება ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 5. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფი იყოფა შემდეგ ქვედანაყოფებად: ა) დაცვის; ბ) საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის. 6. სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოთხოვნილებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, მინისტრი ქმნის ბადრაგირების დანაყოფებს. 7. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის უფროსი. 8. კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით, მინისტრი უფლებამოსილია დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, დააკისროს ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულების ბადრაგირების დანაყოფს სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი სამსახურებრივი ფუნქციების განხორციელება. მუხლი  4🔗. სამსახურის დანაყოფის შემადგენლობა 1. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფის შემადგენლობაში შედიან შემდეგი მოსამსახურეები: ა) დანაყოფის უფროსი; ბ) დაცვის ქვედანაყოფში; ბ. ა) ქვედანაყოფის უფროსი; ბ.ბ.) ყარაულის უფროსი; ბ.გ) ყარაულის უფროსის თანაშემწე; ბ.დ) გუშაგი; გ) საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფში: გ.ა) ქვედანაყოფის უფროსი; გ.ბ) ინსპექტორი შეიარაღების დარგში; გ.გ) ინსპექტორი სიგნალიზაციისა და საინჟინრო-ტექნიკურ დარგში; გ.დ) ინსპექტორი კავშირის დარგში; გ.ე) ინსპექტორი კინოლოგიის დარგში. 2. ბადრაგირების დანაყოფში შედიან: ა) დანაყოფის უფროსი; ბ) ქვედანაყოფის უფროსი; გ) უფროსი ინსპექტორი ბადრაგირების დარგში; დ) რიგითი. 3. დანაყოფებისა და ქვედანაყოფების სტრუქტურასა და საშტატო რიცხოვნობას, ინსპექტორების, ყარაულის უფროსების, ყარაულების უფროსების თანაშემწეების, გუშაგებისა და რიგითების რაოდენობას კონკრეტული სასჯელაღსრულების დაწესებულების მიხედვით, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. მუხლი  5🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მსჯავრდებულების დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირების უზრუნველყოფა; ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მსჯავრდებულთა დაცვის, ბადრაგირების, დაცვის საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის, შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების ნაწილში; გ) მსჯავრდებულთა იზოლაციის, ბადრაგირების სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება; დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების უზრუნველყოფა დაცვის საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით, დაცვის სპეციალური საშუალებებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით, სამსახურებრივი ძაღლებით; ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დაცვის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი; ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის სამსახურის დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მიხედვით სტრუქტურის და საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი დაფინანსების თაობაზე წინადადებების წარდგენა; ზ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანები. 2. სამსახური დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) ახორციელებს სამსახურებრივ ამოცანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მსჯავრდებულთა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირების სფეროში; ბ) აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე, ამზადებს დასკვნებსა და წინადადებებს თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე; გ) შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან ერთად წარადგენს წინადადებებს დაცვის ოდენობის განაწილების თაობაზე; დ) შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ე) ახორციელებს ღონისძიებებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დაცვის, დანაყოფებისა და ქვედანაყოფების, ყარაულებისა და სამსახურებრივი განაწესების მოქმედების ტაქტიკის სრულყოფის თაობაზე პირადი შემადგენლობის რაციონალური გამოყენების, ეფექტური საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, სამსახურებრივი ძაღლების, შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების რაციონალური გამოყენების გათვალისწინებით; ვ) შეიმუშავებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს დაცვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფის თაობაზე სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით; ზ) ამზადებს წინადადებებს შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; თ) ორგანიზებას უწევს სამსახურებრივი ძაღლების წვრთნასა და გამოყენებას, ვეტერინარულ დახმარებას; ი) ამოწმებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის, აგრეთვე ბადრაგირების დანაყოფების საქმიანობას, მონაწილეობას იღებს კომპლექსური და მიზნობრივი ჯგუფების მუშაობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებების შემოწმებისას; კ) შეისწავლის და განაზოგადებს დაცვის, აგრეთვე ბადრაგირების დანაყოფების გამოცდილებას დაცვის, ბადრაგირების ორგანიზაციისა და საიმედოობის გაზრდის თვალსაზრისით; ლ) აკონტროლებს ოპერატიულ-სამსახურებრივ მდგომარეობას დაცულ ობიექტებზე, მონაწილეობს სამსახურებრივ შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია ყარაულის ორგანიზაციის, დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის, ბადრაგირების დანაყოფების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებებით; მ) შეიმუშავებს მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამებს, სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოებს, ორგანიზებას უწევს სასწავლო მეთოდურ შეკრებებსა და მეცადინეობებს, მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებას; ნ) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ტაქტიკური სპეციალური სწავლებების მომზადებასა და ჩატარებაში, დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ბადრაგირების დანაყოფების მომზადებაში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით; ო) მონაწილეობს დეპარტამენტის მოქმედების გეგმების შემუშავებაში საგანგებო სიტუაციების დროს; პ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ადგენს შესაბამის საცნობარო მასალებს და წინადადებებს; ჟ) ამზადებს და დეპარტამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს; რ) ორგანიზებას უკეთებს დაშიფრული კავშირის განვითარებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებს შორის; ს) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი  6🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის უფროსი არის სამსახურის პირადი შემადგენლობის უშუალო ხელმძღვანელი და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე. 2. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია: ა) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამსახურის დანაყოფებიდან; ბ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის განყოფილებებისა და დანაყოფების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე; გ) წარადგინოს წინადადებები სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვის, მსჯავრდებულთა და პატიმართა ბადრაგირების სისტემის სრულყოფის თაობაზე; დ) წარადგინოს წინადადებები სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის თაობაზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ე) დადგენილი წესით ჩაატაროს სამსახურებრივი მოკვლევა, განიხილოს განცხადებები და საჩივრები, მიიღოს მოქალაქეები; ვ) განიხილოს მოქალაქეებისა და მოსამსახურეების განცხადებები და წინადადებები; ზ) განახორციელოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 3. სამსახურის უფროსი ვალდებულია: ა) გაანაწილოს ფუნქციები დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის; ბ) ორგანიზაცია გაუკეთოს სამსახურის საქმიანობას და წარმართოს დანაყოფების მუშაობა; გ) შეიმუშაოს ან მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; დ) განახორციელოს ობიექტების დაცვის სისტემისა და მოქმედების ტაქტიკის სრულყოფის ღონისძიებები მოსამსახურეთა რიცხოვნობის რაციონალური გამოყენებისა და თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის საფუძველზე; ე) გაანალიზოს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებები; ვ) უზრუნველყოს მოსამსახურეთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული მომზადება, მათ მიერ კანონიერების, სამსახურებრივი დისციპლინისა და წესდების მოთხოვნათა დაცვა; ზ) შეასრულოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. მუხლი  7🔗. სამსახურის დაკომპლექტება 1. სამსახურში მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21-დან 35 წლამდე, რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური. 2. მოსამსახურეთა კანდიდატების შერჩევა ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შერჩევა, დასანიშნად წარდგენამდე გაივლიან ერთთვიან მოსამზადებელ კურსებს. მუხლი  8🔗. დასკვნითი დებულებანი ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.