„შპს „თიბისი კაპიტალ ესეთ მენეჯმენტის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 30 აგვისტოს №256 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№516
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №516

2022 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„შპს „თიბისი კაპიტალ ესეთ მენეჯმენტის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 30 აგვისტოს №256 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. „შპს „თიბისი კაპიტალ ესეთ მენეჯმენტის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2021 წლის 30 აგვისტოს №256 განკარგულებაში შევიდეს ცვლილებები და განკარგულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შპს „თიბისი აქტივების მართვის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე“; ბ) განკარგულების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაიცეს შპს „თიბისი აქტივების მართვაზე“ (ს/ნ: 402184159) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზია;”.

2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.



საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი                                       ნიკოლოზ გაგუა