საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
ძალის დაკარგვა 15.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,022 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2022 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
15.01.2024 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №81 2022 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მესამე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 27 აპრილის №27 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები . მუხლი 1🔗. დეპარტამენტის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)  1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის, ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ეკონომიკის სპეციალობით); გ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, პროექტების მართვის, სამართლის, ინჟინერიის ან მშენებლობის სფეროში 5 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის, ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ეკონომიკის სპეციალობით); გ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, პროექტების მართვის, სამართლის, ინჟინერიის ან მშენებლობის სფეროში 3 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 3🔗. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია –  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯმენტის სპეციალობებით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობებით). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების,პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან,ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“; ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“; თ) „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო 2023-2026“. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 4🔗. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია –  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესისდა ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯმენტის სპეციალობებით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობებით). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების,პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“; ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“; თ) „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო 2023-2026“. 5. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა B1-დონე. 6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 5🔗. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯმენტის სპეციალობებით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობებით); დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“; ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“; თ) „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო 2023-2026“. 4. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა B1-დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 6🔗. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯმენტის სპეციალობებით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობებით); დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა). 2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“; ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“; თ) „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო 2023-2026“. 3. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა B1-დონე. 4. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 7🔗. სტანდარტიზაციის მართვის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია –  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებით). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის, ანალიტიკურ ან სტანდარტიზაციის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „ თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 8🔗. სტანდარტიზაციის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)  1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებით); დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის ან ანალიტიკურ სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“; ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 9🔗. ლოჯისტიკის პოლიტიკის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით). 2. ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის, თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის ან ლოჯისტიკისსფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 10🔗. ლოჯისტიკის პოლიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით); დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა). 2. ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის, თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის ან ლოჯისტიკის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 11🔗.  კოდიფიკაციის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების, სამართლის ან/და ლოგისტიკის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით). 2. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, თავდაცვის ან სამართლის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 12🔗. კოდიფიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების, სამართლის ან/და ლოგისტიკის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით); დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა). 2. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, თავდაცვის ან სამართლის სფეროში 1წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება. 4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.