საქართველოს სოფლის მეურნობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.113.006.106
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის
2003 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
იაპონიის გრანტის პროგრამა 2KR-ის განხორციელებისას წამოჭრილი პრობლემების გადაჭრისა და პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:
1. „იაპონიის პროგრამა 2KR-ის ფარგლებში მიღებული სასოფლო-სამეურნეო გრანტის ათვისების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულების შესაბამისად მომხმარებელი უზრუნველყოფს იაპონური და პროგრამა 2KR-I-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებისა და მათი შესაბამისი მარაგნაწილების ღირებულების არანაკლებ 10%-ის, 2KR-II, 2KR-III, 2KR-IV-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ღირებულების არანაკლებ 20%-ის, 2KR-V-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ღირებულების არანაკლებ 30%-ის, 2KR-VI-ით და შემდგომ მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ღირებულების არანაკლებ 50%-ის და 2KR-II, 2KR-III, 2KR-IV, 2KR-V, 2KR-VI-ით და შემდგომ მიღებული მარაგნაწილების ღირებულების არანაკლებ 30%-ის გადახდას, ხოლო დანარჩენი თანხების შევსება გათვალისწინებულია სუბსიდირების წესით.“.
ბ) მე-4 მუხლის ქვეპუნქტი „ე” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განიხილავს და ამზადებს წინადადებას სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების დარჩენილი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების წესით შევსებაზე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის №163 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.
გ) მე-4 მუხლს დაემატოს ქვეპუნქტი „ზ” შემდეგი რედაქციით:
„მმართველ ორგანოს წარუდგენს წინადადებებს საპარტნიორო ფონდში დაგროვილი თანხების გამოყენების შესახებ იაპონიის მხარესთან შესათანხმებლად.”;
დ) მე-5 მუხლს დაემატოს ქვეპუნქტი „ლ” შემდეგი რედაქციით:
„უფლებამოსილია იმ მოიჯარეებს, რომლებიც ექსპლოატაციას უწევდნენ რეალიზაციის გარეშე დარჩენილ სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებს და უზრუნველყვეს იაპონური და პროგრამა 2KR-I-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების ღირებულების არანაკლებ 8%-ის, კომბაინებზე – არანაკლებ 15%-ის, ხოლო სხვა დანარჩენზე – არანაკლებ 10%-ის გადახდა გაუფორმოს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება კონკურსის პირობებით კონკურსში მონაწილეობის გარეშე.
ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მეორე პრიორიტეტი – ბეს გადახდა ღირებულების 15%-ის ოდენობით (იაპონური და 2KR-I-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების შემთხვევაში 5%).“.
2. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
საფუძველი: საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულება „იაპონიის პროგრამა 2KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ”.
ნ. მამალაძე
მინისტრის პირველი მოადგილე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სოფლის მეურნობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.09.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სოფლის მეურნობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სოფლის მეურნობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.09.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-257. სარეგისტრაციო კოდი — 300.390.000.11.113.006.106.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სოფლის მეურნობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სოფლის მეურნობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 17 ოქტომბრის №2-146 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №2-257, 29.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.113.006.106 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56548/