გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
ძალის დაკარგვა 26.12.2023
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016551
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ზონა | საცხოვრებელი ადგილი |
| I | ვაჩნაძიანი |
| II | მუკუზანი |
| III | ჩუმლაყი |
| IV | ჭანდარი |
| V | კოლაგი |
| VI | ჩალაუბანი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №56
2022 წლის 21 დეკემბერი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ემუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-20 და 22-ე მუხლების მე-4 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის შემდეგი ქვეპროგრამები:
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება დანართი 1-ის შესაბამისად
2. ახალშობილთა ოჯახების დახმარება დანართი 2-ის შესაბამისად
3. ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა დანართი 3-ისშესაბამისად
4. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება დანართი 4-ისშესაბამისად
5.ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება დანართი 5-ის შესაბამისად
6. სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება დანართი 6 -ის შესაბამისად
7. მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება დანართი 7-ის შესაბამისად
8. ა(ა)იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია მოქალაქეთა თანადგომის დაფინანსება დანართი 8-ის შესაბამისად
9. ომის ვეტერანების და მათიოჯახების დახმარება დანართი 9-ისშესაბამისად
10. მიცვალებულთა სარიტუალო ხარჯების დაფინანსება დანართი 10-ის შესაბამისად
11დროებითი თავშესაფრით უზრყნველყოფა დანართი 11-ის შესაბამისად
12. უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება დანართი 12-ის შესაბამისად
13. ხანდაზმულ თაპირთა დანართი 13-ის შესაბამისად
14. ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება დანართი 14-ის შესაბამისად
15. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება დანართი 15-ის შესაბამისად
16. სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება დანართი 16-ის შესაბამისად
17. შშმ პირთა დახმარება დანართი 17-ის შესაბამისად
18. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება დანართი 18-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პრველი აპრილის №39 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.macne.ge, 05/04/2022წ., 010250050.35.166.016534)
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა
დანართი №1
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 01)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის და დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსრგებლე სამიზნე ჯგუფია მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი არასრულწლოვან იშვილი და ერთერთი მშობილი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ვ) ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ).
მუხლი 3🔗. მომსახურების მოცულობა
დახმარება გაიცემა მრავალშვილიანი ოჯახის მე-4 და ყოველ შემდეგი 18 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვზე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1.ქვეპროგრამით დახმარება გაიცემ აწარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვისთვიდან ერთერთი მშობლის საბანკო ანგარიშზე. 18 წლის შესრულების შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვზე დახმარება ოჯახს შეუწყდება მომდევნოთვის პირველი რიცხვიდან.
3. თანხის ჩარიცხვა მოხდება ყოველი თვის 15 რიცხვამდე.
4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელი აჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები
დახმარებით ვერ ისარგებლებ სმრავალშვილიანი ოჯახი, თუ ბავშვი/ბავშვები ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში.
დანართი №2
ახალშობილთა ოჯახების დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 02)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია ახალშობილთა ოჯახების მატერიალური მდგომარეობის და დემოგრაფიულიმაჩვენებლების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვი,
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები 1 წლამდე ასაკის ბავშვი, რომლის ერთერთი მშობელი არის ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე პირი.
2. ახალშობილთა დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვისდაბადების მოწმობის ასლი;
დ) საინფორმაციო ბარათი ბავშვის რეგისტრაციის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ);
ე) თანხის მიმღები ერთ-ერთი მშობლის საბანკოანგარიშის ნომერი;
ვ) ცნობასაცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ.
ზ) მშობლის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა
დახმარება გაიცემა 1-ელ და მე-2 ახალშობილზე 300 ლარი, მე-3 და ყოველ შემდეგ ბავშვზე 500 ლარი ერთჯერადად.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანიდან შემდეგი თვის 15 რიცხვამდე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილსაბანკო ანგარიშის ნომერზე.
3. ფინანსურ ანგარიშ სწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №3
ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე
პირთა საკვებით უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 02 03)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის და იშვიათი დაავადებების მქონე პირებისათვის აუცილებელი საკვების მიწოდება.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული:
ა) 0-დან ერთი წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, რომლის ოჯახი პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მომართვის მომენტში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
ბ) ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული პირები.
2. თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
თ) ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა
1. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარება საკვების შესაძენად გაიცემა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.
2. ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დააავადებული პირების დახმარების ოდენობა განსაზღვროს წლიური ლიმიტი - 3 000 ლარით.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.ქვრპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №4
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი
ოჯახების გადაუდებელი დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 05)
მუხლი 1🔗. ქვრპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრრირებული პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც შეფასებულია მწვავე კრიზისული მდგომარეობით მულტიდისციპლინური გუნდის მიერ:
ა) ოჯახი, სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის განხორციელება;
ბ) ოჯახი, რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;
გ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;
დ) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;
ე) ოჯახი, რომელიც განცხადების შემოტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;
ვ) ოჯახი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს სარეიტინგო ქულა გადამოწმების მიზნით.
ზ) ოჯახი, რომელმაც მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით და არ არის ამოწურული კანონმდებლობით განსაზღვრული ქულის მინიჭების ვადა.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭიროდოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ე) მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება ოჯახის შეფასების შესახებ.
ვ) გადაწყვეტილების ასლი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან ბავშვის რეინტეგრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით საკვები პროდუქტებით, ჰიგიენისათვის საჭირო ნივთებით და სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფა. ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი. ერთჯერადად საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს;
2. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ნივთებით (საწოლი, სკამი, მაგიდადასხვა) უზრუნველყოფა. საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. განსაზღვრული საქონლის და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა და სხვა) უზრუნველყოფა. საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. განსაზღვრული საქონლის და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №5
ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 06)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
1. ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია.
2. ქვეპროგრამის ამოცანაა მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1.ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები:
ა) 0-18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი -„Q 90”
ბ) 0-დან 12 წლის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი - „F 84“
გ) 0-დან 7 წლის ჩათვლით ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი - „R 62“
დ) 0- 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი - „G 80“
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობის) ასლი
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ზ) ცნობა მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან;
თ) ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
ი) გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესახებ, გაცემული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრის მიერ (საჭიროების შემთხვევაში). .
მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა
1. 0-დან 7 წლის ჩათვლით ასაკის ადრეული განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების, ასევე 0-დან 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის და ბავშვთა ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვების - შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაფინანსდება თვეში 8 სეანსი, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ - 4 სეანსი.
ბ) 7 წლიდან 12 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მომსახურებისთვის დაფინანსდება თვეში 12 სეანსი.
2. სეანსის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 30 ლარს.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის შესახებ ადმინისტრაციული დაპირება გაიცემაგადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 6 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს პროგრამის მოქმედების ვადამდებენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე/მინდობით აღმზრდელზე. რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
2. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: რეესტრს(ტალონის ნომერი, ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი მომსახურების სახეობა, მომსახურების ჯერადობა, მომსახურების ჩატარების ადგილი, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა.) ვაუჩერს, ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. მომსახურება ანაზღაურებას ექვემდებარება 60 სამუშაო დღეში.
4. ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება მერიის მიერ განსაზღვრული ფორმით მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად,
6. ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს მომსახურების ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს და მუნიციპალიტეტის მერიას.
7. იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარის მიერ არ განხორციელდა 1 თვის ტალონის გამოყენება, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური სოციალური მუშაკის ჩართულობით იკვლევს ტალონის გამოუყენებლობის მიზეზებს და იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიწოდების და/ან გაუქმების შესახებ.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 7🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №6
სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 07)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე (სტაციონარული, ამბულატორიული, ფიზიოთერაპიული მკურნალობა, კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თვითმმართველობის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობისასლი ( საჭიროებისშემთხვევაში)
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა (გაცემული არა უადრეს 90 კალენდარული დღისა);
ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული არაუადრეს 90 კალენდარული დღისა);
ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ზ) ვეტერანის მოწმობის ასლი ( საჭიროების შემთხვევაში)
თ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში).
ლ) ძალადობის მხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული შესაბამისი სამსახურის/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ (საჭიროების შემთხვევაში).
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქმედი 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირების, მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ვეტერანთა, დევნილის სტატუსის მქონე პირის, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის, შშმ ბავშვების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების) განხორციელდება წელიწადში ერთხელ. თანადაფნანსების ოდენობა შეადგენს მომსახურების ღირებულების 50%-ს არაუმეტეს 1000 ლარის (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების მხრიდან).
2. პირის, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღრულ კრიტერიუმებს, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება შეადგენს 30%-ს არაუმეტეს 500 ლარის.
3.ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განსაზღვრულია 1500 ლარით. (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების მხრიდან).
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურებისწესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები
1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;
ბ) ბენეფიციარმა მიმდინარე წელს უკვე ისარგებლა ამ დადგენილების ამავე დანართით ან მე-7 დანართის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახმარებით (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე პირის).
გ) საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები;
დ) პაციენტის მიერ არჩეული ექიმის ჰონორარი;
ე) თუ ბენეფიციარის გადასახდელი თანხა შეადგენს 300 ლარზე ნაკლებს;
ვ) უშვილობის მკურნალობის ხარჯები;
ზ) თუ პირი არ არის საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე;
თ) თუ პირი არის კერძო დაზღვევის მოსარგებლე.
2.გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე;
3. შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100/ა, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგინის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარულიდღე;
4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება ს სიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა), მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;
5. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინომო მსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია დააბრუნოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება.
6. უკვე ჩატარებული გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის მკურნალობის თანადაფინანსების მიზნით პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელთან გაფორემებული ხელშეკრულება მისი მხრიდან გადსახდელი დავალიენების შესახებ.
დანართი №7
მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და სანალიზო-ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 08)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია მედიკამენტების და სანალიზო-ტექნიკური საშუალებების შეძენაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი.
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე პირი,
ბ)მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილე,
გ) შშმ ბავშვი,
ე)ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი.
ვ) მიასთენიით და გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირი;
ზ) 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით და A-ტიპის დიაბეტით დაავადებული ბავშვი, თირკმლის დაავადების III-V სტადიის მქონე პირი;
თ) მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტი;
ი) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირი;
2. მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების და სანალიზო-ტექნიკური საშუალებების შეძენაზე თანადაფინანსებისთვის წარმოსადგენი საჭიროდო კუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი
გ) დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში) ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა (ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში გაცემული ონკოლოგის მიერ);
დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სტუდენტის მოწმობის ასლი (საჭიროებისშემთხვევაში)
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ვეტერანის მოწმობის ასლი ( საჭიროების შემთხვევაში)
თ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ი) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში).
კ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ლ) ძალადობის მხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული შესაბამისი სამსახურის/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ (საჭიროების შემთხვევაში).
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე პირის, შშმ ბავშვის, დევნილის სტატუსის მქონე და მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილის მედიკამენტების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების) განხორციელდება მედიკამენტების ღირებულების 50%-ით არაუმეტეს 150 ლარისა წელიწადში ერთხელ.
ბ) მიასთენიით და გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირების მედიკამენტების თანადაფინანსების წლიური ლიმიტის ოდენობა შეადგენს 800 ლარს (ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარი);
გ) 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით და თირკმლის დაავადების III-V სტადიის მქონე პირების თანადაფინანსების წლიური ლიმიტის ოდენობა შეადგენს 800 ლარს (ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარი);
დ)18 წლამდე ასაკის A-ტიპის დიაბეტით დაავადებული ბავშვების საანალიზო ჩხირების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 800 ლარს (ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარი);
ე)ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 300 ლარს;
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში.
4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები
1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;
ბ) ბენეფიციარმა მიმდინარე წელს უკვე ისარგებლა ამ დადგენილების მე-6 დანართის მე-3 მუხლის 1-ელიპუნქტით ან ამავე დანართით განსაზღვრული დახმარებით (გარდა ონკოლოგიური დაავადებების);
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერგაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე;
3. შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, ჩვენს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგინის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე;
4. თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არფინანსდება შესაბამისი დოკუმენტის (წარმოდგენის შემთხვევაში), მაშინ დაფინანსება მოხდება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
დანართი №8
ა (ა) იპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია ,,მოქალაქეთა თანადგომის“ დაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 09)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან:
ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000- მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენიდოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ ;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ზ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმი
1. ქვეპროგრამის, როგორც ძირითად, ასევე დამატებით სიაში ჩარიცხვა და ამორიცხვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
2. ძირითადი სიის ბენეფიციართა უფასო კვება განხორციელდება კვირაში ექვსი დღე, დღეში ერთხელ ადგილზე. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით) - საცხოვრებელ ადგილზე მიტანით.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ დღეს ძირითადი სიის ცალკეული ბენეფიციარები რაიმე მიზეზით არ იღებენ კუთვნილ ულუფას, იმ დღეს არგამოცხადებულ ბენეფიციართა ნაცვლად საკვების მიღების უფლება აქვთ დამატებითი სიის ბენეფიციარებს. დამატებითი სიის ბენეფიციართა ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი სიის 5%-ს.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალურიმომსახურების სამსახური.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის მიმწოდებელი
პროგრამის მიმწოდებელია ა (ა) იპ ,, მოქალაქეთა თანადგომა“.
მუხლი 7🔗. დამატებითი პირობები
1. ქვეპროგრამიდან ამორიცხვა (საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გარდაცვალება, ბენეფიციარის პირადი განცხადება, ბენეფიციარის მხრიდან ერთ თვეში 10 არასაპატიო მიზეზით გაცდენა) განხორციელდება ა (ა) იპ ,,მოქალაქეთა თანადგომის“ დირექტორის მომართვის საფუძველზე.
დანართი №9
ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 10)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია ვეტერანთა და მათი ოჯახების პატივგება, საქართველოს კანონებით „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომისშემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულება.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1.ქვეპროგრამის მოსარგებლეები არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე პირი:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
ბ) გარდაცვლილი ომის ვეტერანი.
2. თანადაფინანსებისთვის წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლისპირადობისასლი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (საჭიროებისშემთხვევაში);
ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრების შესახებ.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) ბრძოლებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახებზე და მეორე მსოფლიო ომის მონაწილებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე;
2. გარდაცვლილი ვეტერანის დაკრძალვის სარიტუალო მიზნით გაიცემა ფინანსური დახმარება ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. ქვეპროგრამის მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება საბანკოა ნგარიშზე.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №10
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანადაფინაბსება
(პროგრამული კოდი 06 02 11)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია გარდაცვლილის მიმართ პატივისცემის გამოხატვა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან
ა) უპატრონო გარდაცვლილი;
ბ) გარდაცვლილი, რომლის ოჯახი შედგება მხოლოდ შშმ პირებისგან ან 0-18 წლამდე
ასაკის ბავშვის/ებისგან.
2.დახმარებისმის აღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (დაკძალვის ხარჯის გამწევი პირის);
ბ) გარდაცვალების მოწმობა;
გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლი დან მიცვალებულის უპატრონობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
დ)ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლიდან მიცვალებულის ოჯახის შემადგენლობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში).
ე) ხარჯისგამწევიპირის პირადობისდამადასტურებელიმოწმობისასლი;
ვ) ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ნოტარიულად დამოწმეული აქტი ხარჯის გამწევი პირის შესახებ (უპატრონო გარდაცვლილის შემთხვევაში);
თ) ოჯახის წევრთა შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ოჯახის წევრთა პირადობის (დაბადების მოწმობის) დამადასტურებელი მოწმობის ასლები.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. სარიტუალო მომსახურებაზე თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისშესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანის დღიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
3.ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №11
დროებითი თავშესაფრით უზღუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 02 12)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობების მქონე ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეში უსახლკარო ოჯახად/პირად რეგისტრირებული:
ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან;
ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი ს ტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);
გ) თუ ოჯახს აქვს საცხოვრებლად უვარგისი ბინა, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც უნდა დადგინდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ;
დ) თუ ოჯახი მრავალშვილიანია;
ე) თუ პირი ძალადობის მსხვერპლია;
ვ) თუ 18-21 წლის ასაკის ახალგაზრდა სახელმწიფო ზრუნვიდან გასულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში
ზ) თუ ოჯახი შედგება მხოლოდ მარტოხელა ხანდაზმული 70 წელზე მეტი ასაკის პირების/ პირებისგან
2. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის დაოჯახის სხვა წევრებისპირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ)ძალადობის მხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული შესაბამისი სამსახურის/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ (საჭიროების შემთხვევაში).
ზ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ;
თ) ცნობა ქირით ცხოვრების შესახებ გამქირავებლის პირადი მონაცემების მითითებით - გვარი, სახელი, პირადი ნომერი (გაცემული ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ).
ი) გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
კ) ცნობა ბინის ავარიული მდგომარეობის შესახებ გაცემული გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ (საჭიროების შემთხვევაში).
ლ) ცნობა უსახლკარო ოჯახად/ პირად რეგისტრაციის შესახებ.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 200 ლარს ყოველთვიურად.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება ჩაირიცხება განცხადების შემოტანიდან მეორე თვის 15 რიცხვამდე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამისგანმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №12
უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 13)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია უბედური შემთხვევისა და სტიქიით დაზარალებულის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა ხანძრის და სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეწყერი და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახი.
2. ხანძრის და სტიქიური მოვლენების მოვლენების (წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეწყერი და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნა;
დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
ქვეპროგრამის ფარგლებში უბედური შემთხვევის და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად არაუმეტეს 5 000 ლარის.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №13
ხანდაზმულ პირთა დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 14)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ხანდაზმული პირის მიმართ ზრუნვისა და პატივისცემის გამოხატვა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 95 წლის და 95 წელს გადაცილებული ხანდაზმული პირი;
2. 95 წლის და 95 წელს გადაცილებული მოხუცებისათვი სსაჩუქარის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
მუხლი 3🔗. დაფინანსების მოცულობა
ბენეფიციარზე საჩუქრის სახით გაიცემა 300 ლარი.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;
2.მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის საბანკო ანგარიშზე.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №14
ერთჯერადი (ფულადი) სოციალურიდახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 15)
მუხლი 1🔗.ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავე დროს მუდმივად მცხოვრები ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 000-დან 100 000 -მდე
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი;
გ)ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი
2. ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
ვ) ცნობა გაცემული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის შესახებ
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
1. მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით განხაზღვრულ ბენეფიციარზე გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარი წელიწადში ერთხელ.
2. მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განხაზღვრულ ბენეფიციარზე გაიცემა ფულადი დახმარება 200 ლარი ერთ ბავშვზეწელიწადში ერთხელ.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე განცხადების შემოტანის შემდეგი თვის 15 რიცხვამდე.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №15
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 16)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები დ ამოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: მარჩენალდაკარგული ოჯახი, მარტოხელა მშობელი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შშმ პირი, რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი, ძალადობის მხვერპლის სტატუსის მქონე პირი;
2. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში მშობლის, მეურვის);
გ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში);
დ) შშმბ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სოციიალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში);
ე) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) რეინტეგრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ცნობა მშობლის გარდაცვალების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
თ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (საჭიროების შემთხვევაში);
ი) სადისტრიბუციო კომპანიის „ეპ ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი);
კ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.
ლ) ძალადობის მხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული შესაბამისი სამსახურის/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ (საჭიროების შემთხვევაში).
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
1. ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით გაიცემა 15 ლარი ერთ მოსარგებლეზე ყოველთვიურად.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ სადისტრიბუციო კომპანიის - „ეპ-ჯორჯია მიწოდება“- მიერ გაცემული აბონენტის ნომერზე განცხადების შემოტანის შემდეგი თვის 15 რიცხვამდე;
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურები სსამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №16
სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 17)
მუხლი 1🔗. ქვეეპროგრამის მიზანი
ქვრპროგრამის მიზანია სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსების გზით მოქალაქეებისათვის სამედცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. პროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული :
ა) დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირები
ბ) დაუნის სინდრომის მქონებავშვი (Q 90)
გ) 0 - 12წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი (F84)
დ) 0 – 7 ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი (R62)
ე) 0-18 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული პირი (G80)
2. თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი (18 წლამდე ასაკის ბავშვის);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებფორმა №IV-100/ა;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ვ) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) ცნობა სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესახებ.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსება მოხდება ყოველთვიურად სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელი ადგილის დაშორების შესაბამისად დახმარების ოდენობა დანართი 16. 1 შესაბამისად .
მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსი სდადგენას.
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მოსარგებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე განცხადების შემოტანის მომდევნო თვიდან ყოველი თვის 15 რიცხვამდე ყოველთვიურად.
3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
დანართი №16.1
ზონა
საცხოვრებელი ადგილი
სამედიცინო დაწესებულების მდებარეობა
თანხა (ლარი)
სამედიცინო დაწესებულების მდებარეობა
თანხა (ლარი)
სამედიცინო დაწესებულების მდებარეობა
თანხა (ლარი)
I
ვაჩნაძიანი
გურჯაანი
100
თელავი
80
თბილისი
200
კალაური
შაშიანი
ვაზისუბანი
II
მუკუზანი
80
100
ზეგაანი
ველისციხე
ახაშენი
ყიტაანი
III
ჩუმლაყი
60
120
ქ.გურჯაანი
ს.გურჯაანი
IV
ჭანდარი
70
120
ძირკოკი
ვეჯინი
V
კოლაგი
100
140
ბაკურციხე
კარდენახი
VI
ჩალაუბანი
120
200
მელაანი
არაშენდა
ჯიმითი
კაჭრეთი
ზ/კაჭრეთი
დანართი №17
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 18)
მუხლი 1🔗. ქვრპროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შშმ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვრპროგრამის მოსარგებლე არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული;
ა) 200 000 -ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
ბ) დღის ცენტრის ,,life line” მომსახურების მოსარგებლე პირი;
გ) სათემო ორგანიზაცია „ხელი ხელს“ ;
დ) სათემო ორგანიზაცია „LIFE LINE”;
ე) უსინათლო პირი;
ვ) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირი.
2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის და/ ან უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)ცნობა ჯანმრთელობი სმდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი (საჭიროებისშემთხვევაში);
ვ) შშმპ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების მიერ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
1. ამ დანართის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის ,, ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტს მიკუთვნებულ პირთა მოვლის საშუალებების (პამპერსი, სველი ხელსახოცი, კოლოსტომის ჩანთა და სხვა) თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განისაზღვრება 800 ლარით. ერთჯერადად გაიცემა არაუმეტეს 200 ლარი 3 თვეში ერთხელ.
2. 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე „დღის ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ან სარეიტინგო ქულის არმქონე პირის თანადაფინანსება - ყოველთვიურად სახელმწიფო ვაუჩერ ის ღირებულების 20 %;
3. უსინათლო პირისთვის ხმოვანი წნევის გასაზომი აპარატის, თერმომეტრის და გლუკომეტრის, უსინათლოთა ხელჯოხის შესაძენად - საგნის ღირებულების 70 %;
4. მკვეთრად გამოხატული შშმ სტუდენტის რეაბილიტაციის თანადაფინანსება – წლიური ლიმიტი 1000 ლარი.
5. საოჯახო ტიპის სახლის ,,ხელი ხელს“ ელექტროენერგიის თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 1 000 ლარს;
6. სათემო ორგანიზაციის ,,LIFELINE” გაზის გადასახადის თანადაფინანსების წლიური ლიმიტი 1 000 ლარი;
7. ამ დანართის ,,ვ“ ქვეპუნქტის ბენეფიციართა დახმარების (კოლოსტომის ჩანთის შეძენა თანადაფინანსება) თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განისაზღვრება 800 ლარით. ერთჯერადად გაიცემა არაუმეტეს 200 ლარი 3 თვეში ერთხელ.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუზველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციი სსისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ :
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მე-3 მუხლის 1-ელ, მე-3, მე- 4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 10 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მე-3 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხა უნაღდო ანგარიშსწორების წესით ჩაირიცხება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვრპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურიმომსახურებისსამსახური.
დანართი №18
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 19)
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვრპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნივციპალიტეტშირეგისტრირებული
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 150 000 - მდე ქულის მქონე ოჯახის:
ა.ა) ობოლის ტუდენტი;
ა.ბ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტი შვილი
ა.გ) მარტოხელა მშობლის სტუდენტი შვილი
ბ) ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი
2. სტუდენტის სწავლის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობისასლი;
გ) ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ).
დ) სტუდენტის მოწმობის ასლი;
ე) მშობლის/ მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროებისშემთხვევაში);
ვ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ (გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ).
ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტი (საჭიროებისშემთხვევაში);
თ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის ღირებულების ოდენობის და საბანკო ანგარიშის ნომრის შესახებ;
კ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ.
მუხლი 3🔗. თანადაფინანსების მოცულობა
სტუდენტის სწავლის თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს:
ა) მე-2 მუხლის 1-ელი ,,ა,ა“ და,,ბ“ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის - არაუმეტეს 1000 ლარს :
ბ) მე-2 მუხლის 1-ელი ,ა ,ბ“ და ,,ა. გ“ პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის - არაუმეტეს 500 ლარს .
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ქვრპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თანხა ჩაირიცხება სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე;