,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისიის №546 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№497
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.11.114.006.114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 116, 08/10/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.006.114

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №497

2003 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისის №546 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შ ეტანის თაობაზე

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისის №546 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III,№69, 02.07.01., მუხლი 502) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო საგადასახადო ინსპექციის დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. თუ საოლქო საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის ფარგლებში შექმნილია მხოლოდ რაიონული საგადასახადო ინსპექციები ან თუ საოლქო საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის ფარგლებში შექმნილ რაიონულ საგადასახადო ინსპექციებს არ მოიცავს ზონალური საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფარგლები, საოლქო საგადასახადო ინსპექცია მოიცავს რაიონულ საგადასახადო ინსპექციებს მონაცემთა დამუშავების, გადამხდელთა კონტროლის, იურიდიული და საჩივრების განხილვის განყოფილებების შესაბამისი ფუნქციით”.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზონალური საგადასახადო ინსპექციის დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

თუ ზონალური საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის ფარგლებში შექმნილია რაიონული საგადასახადო ინსპექცია, ზონალური საგადასახადო ინსპექცია მოიცავს მას მონაცემთა დამუშავებისა და გადამხელთა კონტროლის განყოფილებების შესაბამისი ფუნქციებით.”.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რაიონული საგადასახადო ინსპექციის დებულებაში:

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 5. რაიონული საგადასახადო ინსპექციის ამოცანა

რაიონული საგადასახადო ინსპექციის ამოცანაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, გადასახადების აკრეფვა, გადამხდელთა რეგისტრაცია და მომსახურება.”;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

“6. რაიონული საგადასახადო ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) მომსახურებისა და გადამხდელთა რეგისტრაციის განყოფილება;

ბ) გადასახადების აკრეფის განყოფილება.”;

გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. რაიონული საგადასახადო ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ინსპექციის ერთ-ერთი პასუხისმგებელი თანამშრომელი. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.”;

დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„1. რაიონული საგადასახადო ინსპექციის მომსახურებისა და გადამხდელთა რეგისტრაციის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია შესაბამისი რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში:

ა) გადამხდელთა მომსახურება;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;

გ) გადამხდელთა რეგისტრაცია;

დ) საგადასახადო დეკლარაციების და გაანგარიშებების მიღება.”

ე) დაემატოს მე-10 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 10. რაიონული საგადასახადო ინსპექციების გადასახადების აკრეფის განყოფილების ფუნქციები:

1. გადასახადის აკრეფის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია, შესაბამისი რაიონული საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში:

ა) ვადაგადაცილებული დავალიანების (ნარჩენების) ამოღება;

ბ) ურჩ-გადამხდელთა და არარეგისტრირებულ პოტენციურ გადამხდელთა გამოვლენა;

2. გადასახადების აკრეფის განყოფილება ვალდებულია, შესაბამისი რაიონული საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოს ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში გადასახადების დროული და სრული მობილიზაცია;

ბ) დააწესოს კონტროლი გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;

გ) მიიღოს ზომები იმ გადამხდელთა მიმართ, რომლებმაც დროულად არ გადაიხადეს გადასახადები;

დ) შეაგროვოს ინფორმაცია იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად გადახდისუნარიანნი არიან და მიიღოს ზომები დარიცხული გადასახადების ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ამოსაღებად;

ე) საინკასო დავალებით და გადასახადების იძულებითი გადახდევინების მეთოდებით უზრუნველყოს ვადაგადაცილებული დავალიანების ამოღება;

ვ) შეაგროვოს ინფორმაცია იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;

 ზ) აწარმოოს ვადაგადცილებული დავალიანების მქონე გადამხდელებთან ფულადი საშუალებების მოძრაობის პერიოდული შემოწმება;

თ) გამოავლინოს არარეგისტრირებული პოტენციური გადამხდელები და წარუდგინოს სარეგისტრაციოდ გადამხდელთა მომსახურების განყოფილებას;

ი) წარუდგინოს საგადასახადო დეპარტამენტს ანგარიშგებები მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.”;

ვ) დებულების მე-9 და მე-10 მუხლები გაიმიჯნოს IV თავად და მისი სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV

რაიონული საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები”.

მუხლი 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისიის №546 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.2003.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისიის №546 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისიის №546 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 01.10.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №497. სარეგისტრაციო კოდი — 200.250.000.11.114.006.114.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისიის №546 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისიის №546 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისიის №546 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საოლქო ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისიის №546 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №497, 01.10.2003, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.006.114 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56584/