ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016459
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2024 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.12.2021
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2022 წლის 23 დეკემბერი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი (წესი დანართის სახით თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილება (საკანონმდებლო მაცნე, ვებ-გვერდი: www.matsne.gov.ge 29.12.2021წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016430).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე
დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესი
პროგრამული კოდი 0602
ეს პროგრამა და წესი განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗.
სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება.
(საოპერაციო, სამკურნალო და გამოკვლევების ხარჯების თანადაფინანსება).
პროგრამული კოდი 060201
1. პროგრამით ისარგებლებენ:
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სტატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან წარმოადგენენ (საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ შუამდგომლობას, რომელშიც დადასტურებული იქნება მოქალაქის დახმარების საჭიროება.
ბ) ონკოლოგიური სენით დაავადებულები მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა.
გ) მოქალაქეები, რომელთაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის ან თემის სოციალური მუშაკი ( შეფასების დასკვნის საფუძველზე).
2. სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის და საოპერაციო თანხების ნაწილობრივი უზრუნველყოფა შემდეგნაირად განისაზღვრება:
ა) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501 ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება წარმოდგენილი თანხის ნახევარი.
ბ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 501-დან 1001 - ლარამდე, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 250 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30 %.
გ) თუ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა წარმოდგენილია 1001-დან 2000 - ლარის ჩათვლით, სოციალური პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 ლარი.
დ) თუ პაციაენტის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 2000 ლარს, სოციალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 ლარს დამატებული, 2000 ლარს ზემოთ გადასახდელი თანხის 20%, მაგრამ არაუმეტეს 1300 ლარისა.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების წესი არ ვრცელდება ონკოლოგიურ პაციენტებზე და 18 წლამდე ასაკის იმ პირზე, რომელსაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. აღნიშნულ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1300 ლარისა;
4. სამედიცინო მომსახურების მიზნით სოციალური ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის დამრგვალება მოხდება მთელი რიცხვის ბოლო ერთეულამდე.
5. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);
გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
დ) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში);
ე) საჭიროების შემთხვევაში, მერიის სოციალური სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
6. ანაზღაურებას არ ექვემდებარება:
ა) პლასტიკური და ესთეტიკური სახის მკურნალობა.
ბ) მეტყველების თერაპიის სეანსები (გამონაკლისს წარმოადგენს შშმ პირის სტატუსის და 120001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები).
გ) სანატორულ-კურორტული მკურნალობა და მასაჟი, (გამონაკლისს წარმოადგენენ 0-18 წლამდე ასაკის შშმ პირები).
დ) ნარკოტიკული ზემოქმედებით გამოწვეული სამედიცინო მომსახურება.
ე) მშობიარობის ხარჯები, გამოწვეული ექიმის და სამშობიარო სახლის შერჩევის გამო.
ვ ) პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი სამედიცინო მომსახურების ხარჯები.
7. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს: ონკოლოგიური პაციენტი და 18 წლამდე ასაკის ის პირი, რომელსაც შუამდგომლობას უწევს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. აღნიშნულ შემთხვევაში დასაფინანსებელი სამედიცინო მომსახურების წლიური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 1300 ლარს.
8. ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 2🔗.
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები. პროგრამული კოდი 060202.
1. პროგრამით ისარგებლებენ მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახები სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებით - ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) განმცხადებლისა და გარდაცვლილი ვეტერანის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა;
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების (მშობელი, მეუღლე ან შვილი) ერთჯერადი დახმარება. პროგრამული კოდი 060203.
1. პროგრამით ისარგებლებენ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახები (მშობელი, მეუღლე ან შვილი) - ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 4🔗.
უფასო სასადილოს დაფინანსება. პროგრამული კოდი 060204.
1. პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ბენეფიციარები (არაუმეტეს 60 ბენეფიციარისა).
2. ბენეფიციარად შეირჩევა პირი, თუ ის აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 0-დან 65001-მდე ქულა.
3. მერის წარმომადგენლის და/ან სოციალური მუშაკის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად შერჩევის შესახებ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმს.
4. უფასო სასადილოს ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
5. უფასო სასადილოს ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შევსების შემთხვევაში, კომისიის მიერ შერჩეული (ახალი) ბენეფიციარი აღირიცხება მომლოდინეთა სიაში.
6. ბენეფიციარს უფასო სასადილოს მომსახურების მიღება შეუწყდება, თუ იგი არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ ათი დღის განმავლობაში არ ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით.
მუხლი 5🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.
პროგრამული კოდი 06 02 05.
1. პროგრამით ისარგებლებენ: ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთაოჯახები, რომელთაც შვილი შეეძინათ 2022-2023 წლებში და არ უსარგებლიათ აღნიშნული დახმარებით.
ა) მე-2 შვილის შეძენისას 200 ლარი,
ბ) მე-3 შვილის შეძენისას 300 ლარი,
გ) მე-4 და შემდეგი შვილის შეძენისას 500 ლარი,
დ) ტყუპების შეძენისას 800 ლარი
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის (მშობლების) ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) შვილების დაბადების მოწმობები;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯ
ი. პროგრამული კოდი 060206
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები დაზიანებული საცხოვრისების აღდგენა/შეკეთებისთვის საჭირო მასალებით. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ცენტრალური ბიუჯეტიდან სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი.
ქვეპროგრამის განხორციელება ამ ეტაპზე არ იგეგმება საბიუჯეტო სახსრებით.
მუხლი 7🔗.
თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა მხარდაჭერა.
პროგრამული კოდი 060207
1. ქვეპროგრამით ისარგებლებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ამავდროულად აკმაყოფილებენ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთს მაინც:
ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, (რაც დადასტურდება ამონაწერით სოციალური სააგენტოდან.)
ბ) ოჯახში არის მძიმე ავადმყოფი: ონკოლოგიური, მუდმივად მწოლიარე, ფსიქიკური აშლილობის მქონე (და/ან სხვა სახის მძიმე დაავადების მატარებელი), რაც დადასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით - ფორმა N100.
გ) ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი, შშმ პირი ან ორი (და მეტი) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი (რაც დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ან მერის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით).
დ) ოჯახმა დაკარგა მარჩენალი, რაც დადასტურდება გარდაცვალების მოწმობით ან შშს-ს მიერ გაცემული ცნობით.
ე) ოჯახის შემოსავალი სარსებო მინიმუმზე ნაკლებია (რაც დადასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით).
ვ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირია ( აღნიშნული პირის მომართვის შემთხვევაში), რაც დადასტურებულია უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტით.
2. გადაწყვეტილება, ოჯახის დაფინანსების თაობაზე და (დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში) თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსებისგანმსაზღვრელი კომისიის მიერ.
3. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარისა.
4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შეფასება ოჯახის დახმარების საჭიროების შესახებ.
დ) ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კრიტერიუმის/კრიტერიუმების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
ვეტერანთა დახმარება
. პროგრამული კოდი 06 02 08.
1. პროგრამით ისარგებლებენ:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები – თითოეული 300 ლარის ოდენობით და მარჩენალდაკარგულები თითოეული – 200 ლარის ოდენობით, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები თითოეული – 200 ლარის ოდენობით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ეკონომიკურად გაჭირვებული ვეტერანები, თითოეული 100 ლარის ოდენობით, 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით.
დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები თითოეული 100 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ვეტერანების (ბენეფიციართა) განსაზღვრა მოხდება მერის წარმომადგენლებისა და ვეტერანთა გაერთიანებების მიერ, (ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული სიის საფუძველზე), ვეტერანთა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
შშმ პირთა დახმარება.
პროგრამული კოდი 060209.
1. არასრულწლოვანი შშმ პირების ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
ა) ქვეპროგრამით ისარგებლებენ: ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების ოჯახები, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.
ბ) დახმარების მისაღებად შშმ პირის მშობელმა (ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ბ.ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
ბ.ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) შშმ პირის დაბადების (ან პირადობის) მოწმობა;
ბ.დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
ბ.ე) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი.
გ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. შშმ პირთა ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა.
ა) ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები გადაადგილებაშეზღუდული (ეტლით მოსარგებლე და საწოლს მიჯაჭვული) შშმ პირები, რომლებსაც აქვთ პამპერსის (და სხვა ჰიგიენური საშუალების) გამოყენების საჭიროება.
ბ) ქვეპროგრამით მოსარგებლე შშმ პირები საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაფინანსდებიან 200 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებებით (პამპერსი, სველი ხელსახოცი, პამპერსის ზეწარი, პუდრი, კათეტერი და სხვა). დახმარება გაიცემა ორ ეტაპად, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა, თითოეული მომართვისას 100 ლარის ოდენობით.
გ) ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
გ.ა) განცხადება მერის სახელზე;
გ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) დახმარების მიმღები შშმ პირის პირადობის (ან დაბადების მოწმობის) ასლი;
გ.დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ე) სამედიცინო დოკუმენტი (ფორმა N100ა), სადაც რეკომენდაციის ნაწილში მითითებული უნდა იყოს პამპერსის (ან სხვა ჰიგიენური საშუალების) გამოყენების საჭიროება.
დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
3. შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების ღონისძიების დაფინანსება. მათ შორის: სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურებების დაფინანსება; უსინათლო, სმენადაქვეითებული, ეტლით მოსარგებლე და სხვა შშმ პირებისათვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების შეძენა; შშმ პირების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საზღვარგარეთ ოპერაციისათვის ფინანსური დახმარების გაწევა.
ა) ქვეპროპგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები შშმ პირები რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტაციას:
ა.ა) განცხადება (მუნიციპალიტეტის მერის სახელზე);
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა
ა.გ) შშმ პირის პირადობის (ან დაბადების) მოწმობის ასლი;
ა.დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) დოკუმენტაცია საჭირო სამედიცინო მომსახურების შესახებ (სამედიცინო ფორმა და ანგარიშფაქტურა).
ა.ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი.
ბ)ქვეპროპგრამით დაფინანსდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის არაუმეტეს 60%. ბენეფიციარის დახმარების მიზნით გაცემული წლიური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს.
გ) გადაწყვეტილებას შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის ღონისძიების დაფინანსების თაობაზე, იღებს ,,მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინასების განმსაზღვრელი კომისია“.
დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
4. შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მათ შორის:
ა) შშმ პირთა და მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტივობების განხორციელება.
ბ) შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით კულტურულ-საგანმანათლებო და გასართობ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა.
გ) შშმ პირთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის მიზნით, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე და სოციალურად დაუცველი (120 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) შშმ პირებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის დაფინანსება (დეკემბრის თვის მეორე დეკადაში შშმ პირთა მუხლში არსებული ფინანსური რესურსის შესაბამისად).
ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა დახმარება.
პროგრამული კოდი 060210.
1. პროგრამით ისარგებლებენ: ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებზე მონაწილე ბენეფიციარები თითოეული ერთჯერადად - 200 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
ბ) ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის აღდგენით სამუშაოებში მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
დღეგრძელ (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება.
პროგრამული კოდი 060211.
1. პროგრამით ისარგებლებენ:
დღეგრძელი მოქალაქეები - თითოეული ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 12🔗.
დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება.
პროგრამული კოდი 060212.
1. პროგრამით ისარგებლებენ: დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარები, თითოეული თვეში 200 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100);
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
18
წლამდე ასაკის ობოლ ბავშვთა ოჯახების დახმარება.
პროგრამული კოდი 060213.
1. პროგრამით ისარგებლებენ 0-დან 18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვების (და რომელთაც 2023 წელს შეუსრულდათ 18 წელი) ოჯახები.
2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე - 250 ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად არასრულწლოვნის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დახმარების მიმღების (მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობა;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები;
გ) მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობა;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ქვეპროგრამით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტის მე-14 მუხლით განსაზღვრული დახმარებით.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება.
პროგრამული კოდი 060214.
1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მშობლები, ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა;
გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ქვეპროგრამით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტის მე-13 მუხლით განსაზღვრული დახმარებით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 15🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება. პროგრამული კოდი 06 02 15.
1. პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები;
გ) მშობლების (ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობს ასლი.
დ) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 16🔗.
უჭირისუფლო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯები.
პროგრამული კოდი 06 02 16.
1. პროგრამის ფარგლებში უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯების მისაღებად შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან მერის წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილი პირი (ან წარმომადგენელი) მიიღებს 250 ლარს უჭირისუფლო მიცვალებულის სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად.
2. დახმარების მისაღებად წარმომადგენლის ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობა;
გ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
დ) გარდაცვალების მოწმობა;
ე) დახმარების მიმღების პირადი ანგარიში ბანკიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. მერის წარმომადგენელი ვალდებულია, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ თანხის მიზნობრივად გამოყენებს შესახებ.
მუხლი 17🔗.
მედიკამენტების დაფინანსება. პროგრამული კოდი 060217
1. სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკონომიურად შეჭირვებული შემდეგი დაავადების მქონე მოქალაქეები:
ა) ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური;
ბ) თირკმლის უკმარისობა
გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი;
დ) შაქრიანი დიაბეტი.
ე) პარკინსონის დაავადება;
ვ) ეპილეფსია;
ზ) ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი;
თ) მიასთენია;
ი) ფენილკეტონურია და ცელიაკია (სამკურნალო კვების თანხა);
კ) ცერებრალური დამბლა;
ლ) ფსორიაზი;
მ) გულსისხლძარღვთა დაავადებები;
ნ) პნევმონია;
ო) წითელი მგლურა
პ) გლაუკომა, კატარაქტა;
ჟ) ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა,
რ) ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება
ს) წითელი ქარი
ტ) სეფსისი, პერიტონიტი
უ) ანემია
ფ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
ქ) გაფანტული სკლეროზი;
ღ) კოვიდის შემდგომი გართულება.
ყ) ღვიძლის დაავადება (ციროზი);
შ) პრადერ-ვილის სინდრომი;
ჩ) სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის ბავშვები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ მიუხედავად მათი დიაგნოზისა.
2. ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისთვის სამკურნალო კვების უზრუნველსაყოფად დახმარება გაიცემა ერთჯერადად საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარის ოდენობით; პრადე-ვილის სინდრომით დაავადებული პაციენტები, რომელსაც რეკომენდაციას უწევს მერიის სოციალური მუშაკი, დაფინანსდებიან სრულად, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა წლის განმავლობაში. ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ წელიწადში ორჯერ, არანაკლებ ერთთვიანი ინტერვალისა, თითოეული მომართვისას 150 ლარის ოდენობით ხოლო სხვა ზემოთჩამოთვლილი დაავადების მქონე პაციენტები დაფინანსდებიან 100 ლარით, წელიწადში ერთჯერადად.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100ა);
დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან 0-დან 100000-მდე ქულით ან/და საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ე) ონკოლოგიური სენით დაავადებულები თავისუფლდებიან ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
5. ანაზღაურება მოხდება ფარმაცევტული დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
6. ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტების სამკურნალო კვებისთვის განსაზღვრული თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 18🔗.
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა დიაგნოსტირება და აბილიტაცია.
პროგრამული კოდი 060218
1. პროგრამის სამიზნე ჯგუფია ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2-15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც:
ა) პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ განესაზღვრათ აუტიზმის დიაგნოსტირების საჭიროება;
ბ) განესაზღვრათ განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების შეფასების საჭიროება;
გ) დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით, განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფი განესაზღვრათ ძირითადად დიაგნოზად/დაუდგინდათ აუტიზმის სპექტრი.
2. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარისათვის მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება:
ა) დიაგნოსტირების საჭიროების მქონე ბავშვისთვის ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით;
ბ) ადაპტური ფუნქციონირების შეფასების საჭიროების მქონე მოზარდებისათვის არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით, 6 თვეში ერთხელ;
გ) აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების ქცევითი თერაპიის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით, წელიწადში ერთჯერადად.
3. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (ან პასპორტის, ან პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის) ასლი.
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემულია განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებულია ბავშვის ძირითადი დიაგნოზი და/ან დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი ტესტირების შედეგი.
ე) მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა ან/და ანგარიშ- ფაქტურა;
4. მომსახურების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 19🔗.
სასურსათო პაკეტების შეძენა.
პროგრამული კოდი 060219
პროგრამა შეიქმნა ახალი კორონავირუსის Covid19 მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ოჯახებისათვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის ნაწილობრივ შემსუბუქების მიზნით და ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახების სურსათით დახმარებას. დახმარების მიმღები ოჯახების იდენტიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მეშვეობით.
მუხლი 20🔗.
სტიქიური მოვლენების ან/და სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირითა ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალის დაფინანსება.
პროგრამული კოდი 060220
1. პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების, ოჯახური ძალადობის ან/და სხვადასხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრებელი სახლი. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ საცხოვრებელი ბინის ქირის უზრუნველყოფით, ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასალების დაფინანსებით.
2. ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა სტიქიური მოვლენის აღწერის ან/და უსახლკარობის შესახებ;
დ) ბინის მეპატრონისაგან დოკუმენტაცია ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.
ე) ბინის მეპატრონის პირადი ანგარიში ბანკიდან;
ვ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
3. ბინის ქირით ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბინის მეპატრონესა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.
4. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებით/მასალებით დახმარების მიზნით მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობა;
გ) საცხოვრებელი ადგილიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა
დახმარების საჭიროების შესახებ;
დ) სხვა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი კომისიის
მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
5. ბინის ქირითა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და სამშენებლო-
სარეაბილიტაციო სამუშაოებით/მასალებით დახმარების თაობაზე განცხადებებს
განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის
,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად
მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია“.
მუხლი 21🔗.
ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის
თანადაფინანსება
.
პროგრამული კოდი 06 02 21
1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება. დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად, არაუმეტეს – 2500 ლარისა.
2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).
დ) ცნობა ხანძრის შესახებ, (გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ).
ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
ვ) დაზიანების ამსახველი ფოტომასალა.
ზ) ასევე სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იქნება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და დაკავშირებული იქნება განსახილველ საკითხთან.
3. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახისათვის დახმარების მიზნით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ მიერ.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 22🔗.
ბავშვიანი ოჯახების გაძლიერება.
პროგრამული კოდი 06 02 22.
1.ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას.
2. პროგრამაში ოჯახის ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე.
3. ბავშვიანი ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ და მიიღება გადაწყვეტილება ბავშვიანი ოჯახისათვის საჭირო დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
4. აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია".