„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 23 აგვისტოს N209 ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №01-01/1 |
|
2022 წლის 27 დეკემბერი ქ. ბათუმი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ: |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 23 აგვისტოს N209 ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, 26/08/2013, ს/კ 040030000.33.058.016048) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) ბრძანებასა და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი“-ს ნაცვლად მიეთითოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი“. 2. ბრძანება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 4 აპრილის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 22 დეკემბრის №14 დადგენილების ამოქმედებისთანავე. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში (მის: ქალაქი ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9), შემდეგ კი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, სტ. ზუბალაშვილის ქ. 30) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის ვადაში. |
|