ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016301
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2022 წლის 23 დეკემბერი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 თებერვლის ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/03/2022, 010250020.35.142.016287).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი
დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამა
თავი I
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემა, მის მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების პროგრამის სამიზნე ჯგუფები.
სოციალური დახმარების პროგრამის მოსარგებლეები არიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი მოწყვლადი ჯგუფები/ მოქალაქეები:
ა) მრავალშვილიანი ოჯახები;
ბ) ახლად დაბადებული ბავშვიანი ოჯახები;
გ) 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახები;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
ე) დიდი სამამულო ომის ვეტერანები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირები, ასევე მათთან გათანაბრებული პირები;
ვ) დიდი სამამულო ომის ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები;
ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები ( 0 - დან 65000 - ის ჩათვლით სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები) და უსახლკარო ოჯახები თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000 - ს;
თ) მარჩენალდაკარგული სტუდენტები;
ი) წარჩინებული სტუდენტები;
კ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალწევრიანი ოჯახები;
ლ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები (65000 – 140000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები);
მ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლ(ებ)ი
მუხლი 2🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება
1. ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 0 - დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების მისაღებად ბავშვ(ებ)ის კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე) უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;
ვ) ერთ - ერთი მშობლის (დედა, მამა) საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 3🔗.
ახლად დაბადებული ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყოველი ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დაბადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ ახალშობილის ერთ - ერთი მშობელი რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2. დახმარების მისაღებად ბავშვ(ებ)ის ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ახალშობილის/ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები;
დ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში)
ე) ერთ - ერთი მშობლის (დედა, მამა) საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 4🔗.
18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების დახმარება
1. მარტოხელა მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება -თითოეულ არასრულწლოვანზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე.
2. დახმარების მისაღებად მარტოხელა დედამ (მამამ) ან დედ-მამით ობოლი პირის მეურვემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მეურვეობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) მშობლის/ მეურვის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 5🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების სოციალური დახმარება
1. სოციალურ დახმარებას მიიღებენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები:
ა)18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ოჯახის წევრმა ან მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მეურვის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შშმ პირის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფორმა N-100/ა -ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში)
ზ) საბანკო რეკვიზიტები.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები (პირველი და მეორე ჯგუფის) სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.
5. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან მზრუნველმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ)მზრუნველის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ფორმა N-100/ა -ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ)საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 6🔗.
„დიდი სამამულო ომის“ მონაწილე ვეტერანების მეუღლეების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირებისა და მათი მეუღლეების სოციალური დახმარება.
1. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ პირებს, გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი ) ლარის ოდენობით.
2. „დიდი სამამულო ომის“ მონაწილე ვეტერანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი გარდაცვლილი პირების მეუღლეებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. გათვალისწინებული თანხა გაეწიოთ სიის მიხედვით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ვეტერანის მოწმობის კოდი, თანხა და მათი საბანკო რეკვიზიტები).
მუხლი 7🔗.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების სოციალური დახმარება
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების გაწევის მიზნით გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.დახმარების მისაღებად ოჯახმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ოჯახის წევრის ან ნათესავის განცხადება მერის სახელზე;
ბ) დაღუპულ მებრძოლთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი;
გ) დაღუპული მებრძოლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 8🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების ( 0 - დან 65000 - ის ჩათვლით და 65000-დან 140 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები) სოციალური დაცვა და უსახლკარო ოჯახების ფინანსური დახმარება, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000 - ს
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000 - ს, ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის (საწვავის შესაძენად) გაეწიოთ ერთჯერადად ფულადი დახმარება 150-დან 300 ლარის ოდენობით.
1.1 დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 65000-დან 90 000 - ს, გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარი, 90 000-დან 125 000 მდე - ს, გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 ლარი, 125-დან 140 000 მდე - ს, გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარი, გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც ყოველთვიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსაგან.
2.1 დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
3. უსახლკარო ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000 -ს, ქირის ასანაზღაურებლად გაეწიოთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით.
3.1 დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) საჯარო რეესტრიდან მიმართვა უსახლკაროდ დარჩენილის შესახებ;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
დ) მესაკუთრის მიერ გაცემული ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 8🔗1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ფინანსური დახმარება
1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, რომელიც ოჯახში ძალადობის შედეგად დარჩა უსახლკაროდ, ქირის ასანაზღაურებლად გაეწიოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება 100(ასი) ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემაკავებელი ან დამცავი ორდერი/სასამართლოს გადაწყვეტილება);
დ) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 9🔗.
მარჩენალდაკარგული სტუდენტების სოციალური დახმარება
1. 26 წლამდე მარჩენალდაკარგულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 1250 (ერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე. მარჩენალდაკარგულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯი) მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე.
2. დახმარების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სწავლის ადგილიდან (დედანი);
დ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;
ე) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 9🔗1 წარჩინებული სტუდენტების სოციალური დახმარება
1.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით (შეფასების სისტემა - ფრიადი: 91-100 ) მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულის გარეშე.
2. დახმარების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დედანი);
ე) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 10🔗.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალწევრიანი ოჯახების სოციალური დაცვა
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალწევრიან (7 და მეტი) ოჯახის თითო წევრს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 - ს, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
2: დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
თავი II
ამბულატორიული, სტაციონალური და
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
მუხლი 11🔗.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს ძვირადღირებული სტაციონალურ - ამბულატორიული დაფინანსების მიღება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაავადებების სათანადო სტაციონალურ, ამბულატორიულ მკურნალობას.
მუხლი 12🔗.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების სტაციონალურ-ამბულატორიული და სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსება.
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ესაჭიროებათ სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, სამედიცინო მომსახურებისათვის (ოპერაციისათვის) გათვალისწინებული სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ ქვითრის წარდგენისას დარჩენილი თანხის 50 % - ით თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს.
წარმოდგენილი პირადი ანგარიშისა და ქვითრის საფუძველზე დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის არ მქონე პირები 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით , სამედიცინო ოპერაციისათვის, თუ მას გააჩნია 120 000 - მდე სარეიტინგო ქულა.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ფორმა N-100/ ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში) და კალკულაცია.
ე). საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვ) განმცხადებლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და საჭიროებენ სტაციონალურ-ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 40% -ით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, იგივე პირობები ვრცელდება ქვითრის წარდგენისას, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 100 % - ით, არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა .
4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N-100/ ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში) და კალკულაცია;
დ) მერის წარმომადგენლის ცნობა.
5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დიალიზსა და ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე.
ა) შესაბამისი ქულების ( 120 000 -მდე ) მქონე პირებისთვის ბიოფსიის, MRT – ს და კომპიუტერული ტომოგრაფიაზე გათვალისწინებულია 200 ლარი , ავადმყოფის პირად ანგარიშზე ქვითრის საფუძველზე გადარიცხვით .
6. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N-100/ ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში)
დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 13🔗.
ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ონკოლოგიური პაციენტების ( I და II ჯგუფი) ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიისა და მედიკამენტებით მკურნალობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარეიტინგო ქულების გარეშე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N-100/ ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
დ) სამედიცინო კალკულაცია ან მედიკამენტების დანიშნულება;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 14🔗.
გენეტიკური გადახრების მქონე პირთა სოციალური დახმარება
1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური გადახრები და ესაჭიროებათ სპეციალური სამედიცინო კვება, მიეცემათ ფინანსური დახმარება 100% -ით არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N-100/ ა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში)
დ) მედიკამენტების დანიშნულება;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
მუხლი 15🔗.
სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამის განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ დამუშავებაზე.
მუხლი 16🔗.
ბენეფიციართა განცხადებებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი
1. განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას პირი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.
მუხლი 17🔗.
გადაწყვეტილების მომზადება.
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაწევის შესახებ შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი.
5.სამედიცინო დაწესებულებასთან ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა, ინვოისი) წარმოდგენის შემდეგ.